ყველაზე დასამახსოვრებელი კაბები
მსოფლიოს 20 დაუვიწყარი კაბა
ყველას კარგად გვახსოვს ცნობილი, მშვენიერი კაბები ჰოლივუდის ფილმებიდან, ასევე კაბები, რომლებიც პრინცესებს ეცვათ მათ ქორწილებსა თუ კორონაციაზე. ყველასთვის გარკვეული შთაგონების წყაროა ცნობილ ადამიანებზე მორგებული ულამაზესი კაბები და ხშირად საზოგადოება ცდილობს მიბაძოს ცნობილ ადამიანებს. გასაკვირი არაა, რომ ასეთი კაბების რიცხვი უსასრულოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ აქ წარმოგიდგენთ 20 ცნობილ კაბას.
1. ანიტა ეკბერგის ფოტო ფილმიდან „La Dolce Vita”, სადაც ის შავ კაბაში ცეკვავს, ერთ-ერთი დაუვიწყარია მსოფლიო კინოისტორიაში. ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ ფილმის შთაგონება მოდა იყო. ფილმის რეჟისორმა, ფედერიკო ფელინიმ განაცხადა, რომ, როდესაც ნახა ბალენსიაგას შავი კაბა, რომელიც დრამატულად უსვამს ხაზს ანიტას სილუეტს, მას მიეცა შთაგონება შეექმნა ეს ფილმი.
2. “Love Story”-ში ალი მაკგროუს გარდერობი შედგებოდა სხვადასხვა ფუმფულა ქუდებისგან, პალტოებისაგან და ძირითადად კოლეჯის სტილის ტანისამოსისაგან. დიზაინერმა კელვინ კლეინმა განაცხადა, რომ ალი ამერიკული სტილის შესანიშნავი მაგალითია.
3. ექსცენტრიული, მამაკაცის სამოსით შთაგონებული ანი ჰოლის გარდერობი წარმოადგენდა მოშვებული შარვლებისა და ფედორას სტილის ქუდების კოლექციას, სმოკინგებითა და მამაკაცის აქსესუარებით. ფილმის გამოსვლის შემდგომ ქალებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა მამაკაცის სამოსი.
4. მერლინ მონროს თეთრი კაბა, რომელიც მას 1955 წელს გადაღებულ ფილმში “Seven Year Itch” ეცვა, საკმაოდ ლეგენდარული აღმოჩნდა. კაბა შექმნა ვილიამ ტრავილამ. ეს კაბა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაბაა მსოფლიოში.
5. ელიზაბეტ ჰარლის ვერსაჩეს კაბა საკმაოდ სკანდალური აღმოჩდა 1997 წელს, როდესაც იგი „ოთხი ქორწილისა და ერთი გასვენების“ პრემიერაზე მივიდა ჰიუ გრანტთან ერთად. ეს როგორც მსახიობისათვის, ასევე ვერსაჩესათვის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაბაა, რომელიც სხეულის გარკვეულ ნაწილებს აჩენდა. კაბის ჩაცმა დაგეგმილი არ ყოფილა, ელიზაბეტ ჰარლიმ განაცხადა: „მე არ შემეძლო ასეთი ფასის გადახდა კაბაში, ვერსაჩემ კი შემომთავაზა ამერჩია დარჩენილი კაბებიდან რომელიმე, მე კი მხოლოდ ეს მომერგო“.
6. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ სიაში შედის კონკიას ცისფერი კაბაც, რომელიც ნათლია ფერიამ უძღვნა მას. კაბა გახდა სიმბოლო ბედნიერად დასრულებული ისტორიებისა.
7. ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“, რომელიც ჰუბერტ დე ჟივონშიმ შექმნა ფილმისათვის 1961 წელს, გამოჩნდა ფილმის ყველა პოსტერზე და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ოდრის გმირმა, ჰოლი გოლაითლიმ არამარტო დაუვიწყარი როლი შექმნა, არამედ შეცვალა მსოფლიო მოდაც.
8. პრინცესა დაიანას ხავერდის კაბა, რომლითაც დიდი ბრიტანეთის პრინცესამ თეთრ სახლში იცეკვა ჯონ ტრავოლტასთან ერთად რონალდ რეიგანის მიერ გამართულ წვეულებაზე, ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტია მსოფლიოს მოდის ისტორიაში. მოკლე სახელოებიანი, მუქი ლურჯი კაბა ვიქტორ ედელსტეინმა შექმნა და 2011 წელს გაიყიდა აუქციონზე.
9. პრინცესა, ქეით მიდლტონის ლურჯი კაბა, რომელიც მას საკუთარ ნიშნობაზე ეცვა პრინც ვილიამთან, ისეთივე მიმზიდველია, როგორც მისი საქორწინო ბეჭედი, კაბა ხომ სწორედ ბეჭედს შეუხამა ქეითმა, ბეჭედი კი ადრე პრინცესა დიანას ეკუთვნოდა. ლურჯი კაბა კი თითქმის ყველა მაღაზიაში უსწრაფესად გაიყიდა.
10. ბიორკის გედის კაბა, რომლითაც იგი 2001 წელს გამართულ ოსკარის ცერემონიას დაესწრო, შექმნა მარიან პეიოსკიმ. ბიორკი შესანიშნავად გამოიყურებოდა თეთრ, ულამაზეს კაბაში.
11. ჯენიფერ ლოპეზის 2000 წლის გრემის კაბა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამომწვევი და დაუვიწყარი კაბაა, რაც კი ვერსაჩეს შეუქმნია. ეს კაბა დონატელა ვერსაჩემ ჯენიფერ ლოპეზს საჩუქრად უძღვნა, რამაც ორივეს დიდი პოპულარობა მოუტანა.
12. სარა ბარტონის მირე შექმნილი ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი კაბაა, მას მილიონობით ადამიანი ელოდებოდა. არავინ იცოდა თუ რა სტილის კაბას ჩაიცმევდა ქეითი ან ვინ იქნებოდა მისი დიზაინერი. კაბა კი ნამდვილას პრინცესასთვის იყო განკუთვნილი.
13. კირა ნაითლის კაბა ფილმში “Atonement” უდაოდ შედევრია. ჟაკლინ დურანმა ეს ზურმუხტისფერი 30-იანი წლების სტილის კაბა 2007 წელს შექმნა. კაბა საკმაოდ ქალური, მიმზიდველი და ნაზი აღმოჩნდა, როგორც იყო ჩაფიქრებული დიზაინერის მიერ.
14. ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული კაბა, რაც კი შექმნილა მულტიპლიკაციურ ფილმებში, არის ჯესიკა რებითის წითელი, მბრწყინავი კაბა, ღრმა დეკოლტითა და ჭრილით ფეხზე. კაბის ზუსტი ასლი წითელ ხალიჩაზე გადმოიტანეს კეტი პერიმ, როზი ჰანტინგტონ-ვაითლიმ და ჯესიკა ბილმა.
15. ოდრი ჰეპბერნის „რომაული არდადეგების“ ტანისამოსი საკმაოდ დამამახსოვრებელია. რომის გარშემო თავისუფალ კაბაში და ესპადრელებში გამოწყობილი პრინცესა ანა. გარდერობი იმდენად ლამაზი იყო, რომ პარამოუნტ ფიქჩერსმა ის მთლიანად ოდრის უსახსოვრა.
16. ჯულია რობერტსის გმირს, ვივიანს საკმაოდ ლამაზი კაბები ეცვა, ერთ-ერთი მათგანი ი თეთრ კოპლებიანი ყავისფერი კაბაა, რომელზეც მას თეთრი ქუდი, ხელთათმანები და ფეხსაცმელები ეცვა. რობერტსმა თქვა, რომ ის კვლავ ინახავს ამ კაბას და კვლავ კარგად აქვს.
17. მიუხედავად იმისა, რომ გრეის კელი მხოლოდ რამოდენიმეჯერ ჩნდება ფილმში „Rear Window”, მისი ხუთივე კაბა დაუვიწყარია. ისინი გრძელი ქვედაბოლოთი, ვიწრო ზედათი და მოკლე სახელოებით გამოირჩევიან. აგრეთვე ერმესის ჩანთით. ფილმის კოსტუმებმა ოსკარიც კი მიიღეს.
18. 1939 წელს გამოსულ ფილმში „ქარწაღებულნი“, ვივიენ ლისთვის 5,000-მდე ნივთი შეიქმნა. ერთ-ერთი კი „ფარდისგან“ შეკერილი მწვანე კაბაა, რომელიც სკარლეტმა შეკერა ფილმში. კაბა საკმაოდ ცნობილი გახდა.
19. შერონ სტოუნის მთლიანად თეთრი დახურული კაბა ფილმში “Basic Instinct” დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი შექმნა ელენ მირონიკმა, მას სურდა რომ კატერინა ყოფილიყო ცივი ქერა ქალი და მან ეს შეძლო.
20. მართალია “Dr. No”-ში ურსულა ანდრესის საცურაო კოსტუმი არ წარმოადგენს კაბას, მაგრამ ალბათ ის ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი კოსტუმია ფილმის ისტორიაში. 2001 წელს იგი 35,000 ფუნტადაც კი გაიყიდა აუქციონზე.