არქივი

5 ყველაზე ცნობილი Dress Code

757c104861f7

ბევრი კომპანია აწესებს ე.წ Dress Code-ს საკუთარ ღონისძიებებზე. აქ კი ჩამოგითვლით 5 ყველაზე პოპულარულ ჩაცმის წესს.

დღესდღეობით ადამიანებს აქვთ საშუალება დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებებსა და დღესასწაულებს, დაწყებული ბეიზბოლის მატჩიდან დამთავრებული კოქტეილის საღამოთი ხელოვნების გალერეაში. მსგავს ღონისძიებებზე დასწრება არა მხოლოდ ფულსა და დიდ გარდერობს მოითხოვს, არამედ ცოდნად თუ სად რა და როგორ ჩაიცვათ.

1. Black Tie

57e64afb6887

ეს წესებს შორის ყველაზე კლასიკურია, რადგან ქალბატონებისა და მამაკაცების უმეტესობა კლასიკას ანიჭებს უპირატესობას, ამავდროულად კლასიკა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ თავისუფლად და ამავდროულად გამოვიყურებოდეთ შესანიშნავად. მამაკაცებმა ამ წესის თანახმად, უნდა ჩაიცვან ჩვეულებრივი, სადა სმოკინგი. ქალბატონებმა კი არჩევანი უნდა შეარჩიონ იატაკის სიგრძის კაბაზე. შესაძლებელია კოქტეილის კაბის ჩაცმაც, თუმცა აქ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ასევე კარგია თუ გაიკეთებთ სამკაულს, თუმცა აქაც აუცილებელია ზომიერების დაცვა (ასე ფიქრობდა ჟაკლინ კენედიც).

2. Black Tie Optional (also called Formal)

75db17f5f9cd

ეს გაცილებით ფორმალურია, ვიდრე ჩვეულებრივი Black Tie, მაგრამ მაინც ჯდება მის ჩარჩოებში. ამ შემთხვევაშიც მამაკაცებს შეუძლიათ ჩაიცვან სმოკინგი, მაგრამ უმჯობესია თუ ის იქნება მუქ ფერებში: შავი, ლურჯი, ყავისფერი და მუქი ნაცრისფერი. ქალბატონებს რაც შეეხება, მათთვის კვლავ მისაღებია გრძელი ან კოქტეილის კაბა.

3. Cocktail (also called Semi-Formal)

399cf68ca2e1

კაცებისათვის კოქტეილის სტილი კვლავ მოითხოვს კოსტუმს, ჰალსტუხითა და პიჯაკით. მაგრამ აქ უკვე შესაძლებელია იხილოთ სხვადასხვა მატერიები განსხვავებული პრინტით. ქალბატონებისათვის მისაღებია კოქტეილის კაბა ან შავი შარვალი ბლუზით.

4. Business Casual

8d93d75aa459

4c34806aeaf9

ეს ყველაზე უფრო ბუნდოვანი წესია ჩაცმის წესებს შორის. ძირითადად მას იყენებენ რაიმე საორგანიზაციო ღონისძებისას. ორგანიზატორებს სურთ, რომ თქვენ მოხვიდეთ ისე, როგორც მუშაობთ ძირითადად (ეს ეხება ფორმალური ჩაცმულობის მომთხოვნ კომპანიებს). რაც იმას ნიშნავს, რომ ოდნავ სპორტული სტილის შარვლები, ღილებიანი მაისურები, პოლოები და სპორტული მოსაცმელები მისაღებია კაცებისათვის. ჰალსტუხი და პიჯაკი მეტისმეტად კოხტად ჩაცმულის შთაბეჭდილებას ტოვებს მსგავს ღონისძებებზე, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. კაცებისთვის მიღებული ტანისამოსი აკმაყოფილებს ქალებისთვის მიღებულ წესებსაც, აქ მხოლოდ შეგვლიძლია დავამატოთ, რომ ქალებს შეუძლიათ ქვედაბოლოების, ბლუზების და ნაზი კაბების მორგებაც. გარკვეულ პირობებში, შესაძლებელია ჯინსის ჩაცმაც, რაც დამოკიდებულია ორგანიზაციასა და კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორებზე.

5. California Casual (also called Casual)

373d350a0b67

b3de72e03cfb

ეს წესი არც თუ ისე ხშირად გამოიყენება თავისი დასახელებით, მაგრამ სიტუაციურად ის ყველასათვის კარგად ნაცნობია. იგი სხვადასხვა თემის მატარებელ ღონისძიებებზე გამოიყენება, მაგ: კორპორატიული ბუნებაში, ბარბექიუ და ა.შ. ეს ის ადგილებია, სადაც ჩაცმის წესი შედარების მსუბუქი და თავისუფალი უნდა იყოს. მამაკაცებისთვისაც და ქალბატონებისთვისაც არის გამოყოფილი მეტი თავისუფლება. ჯინსის ჩაცმა საკმაოდ ნორმალურია, ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში მოკლე შორტების და სანდლების ჩაცმა შესაძლებელია. მაგრამ აუცილებელია ყურადღების გამოჩენა, რადგან მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე კვლავ თქვენ კოლეგებს, უფროსებს, კლიენტებს ხვდებით და, რა თქმა უნდა, არ გსურთ მათზე ცუდი ან გამომწვევი შთაბეჭდილების მოხდება. თუ გაქვთ შანსი, გრძელი შარვალი (ნებისმიერი სტილის) პოლოს ტიპის მაისურთან საუკეთესო ვარიანტია.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button