ძველი სამყაროს ხელოვნება(2)
ძველი სამყაროს ხელოვნება(2)
უძველესი საცხოვრებელი საქათველოში.
- საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ადამიანის საცხოვრებლის შედარებით განვითარებული ფორმა ძვ.წ.VI-V ათასწლეულებით თარიღდება.ესაა ქვემო ქართლში,მდინარე ხრამის ხეობაში ხელოვნური ბორცვების სახით შემორჩენილი ნასოფლარები,ე.წ.გორები_შულავერი,ხრამი,არუხლო,და სხვა.აქ შემორჩენილია ალიზით ნაგები წრიული ფორმის სახლები.ისინი სხვადასხვა ზომისაა(ზოგიერთის ფართობი 4 კვ.მ-ს ძლივს აღწევს,ზოგისა კი 16კვ.მ-ია).მათი ყველაზე საინტერესო დეტალია გადახურვა;შენობის კედელი ძირიდან კონუსისებურ ფორმას ქმნის და გუმბათივით ხურავს შენობას(ამჟამად არც ერთი მათგანის გუმბათი არ არის შემორჩენილი).მათი სიმაღლე,დაახლოებით,2.5მ-ს აღწევდა;კონუსის წვერში კვამლის გასასვლელი ხვრელი იყო დატანებული,საიდანაც,ამავე დროს,შუქი შემოდიოდა ინტერიერში.საცხოვრებლის აუცილებელი ატრიბუტი იყო მის ცენტრში მოწყობილი მიწაში თიხით ჩაძერწილი,წქრობი ცეცხლისთვის განკუთვნილი კერა.
ძვ.წ-ის V ათასწლეულითაა დათარიღებული იმირის გორის სახლები.აქ წრიული გეგმარების მქონე კონუსისებურად დახურულ შენობას ცალ მხარეს მიდგმული აქვს მასთან კარით დაკავშირებული მცირე წინკარი დამრეცი გადახურვით.გადახურვა უშუალოდ ეყრდნობა,ებჯინება მთავარი ოტახის დამრეც კედელს,რომელსაც ოთახის შიგა მხარეს ორი სამკუთხა ფორმის საყრდენი კედელი ამაგრებს.
იმირის გორაზე აღმოჩნდაკიდევ ერთი სახლი,რომელსაც კონუსისებური გადახურვისგან განსხვავებით,ბრტყელი გადახურვა ჰქონდა.სახლი ორი ერთმანეთზე გადაბმული სათავისაგან შედგება.ერთი მომცროა,მეორე კი უფრო დიდი ზომისაა.სწორედ მოზრდილ სათავსშია მოწყობილი კერა.მის წინ ხის ბოძები დგას;კედლებსა და ბოძს კიჭებია გადებული და ზედ დატკეპნილია თიხის ბრტყელი სახურავი.კერიის თავზე სახურავში გაჭრილია ღიობი
სოფელ ურბნისის მახლობლად ქვაცხელებში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულით დათარიღებული სახლი,რომელიც საცხოვრებლის უფრო განვითარებულ სახეს წარმოადგენს:კედლით გამოყოფილი წინკარით,მოზრდილი ოთახითა და ბრტყელი გადახურვით.გეგმით იგი სწორკუთხაა,მაგრამ თავისი მომგვალებული კუთხეებით კავშირს ამჟღავნებს წინარე მხარის მრგვალ სახლებთან.აქაც ოთახის ცენტრში კერიაა მოწყობილი ჭერში გაჭრილი ღიობითურთ.კერიის წინ კი სწორკუთხა მოყვანილობის,კარგად გათლილი ხის ბოძია აღმართული