არქივი

James Bond Girls

e5d0e83fe6f4

ჯეიმს ბონდს მუდამ თან ახლავს ულამაზესი ქალბატონები, ვნახოთ ისინი პირველი ფილმიდან დღემდე.

1. ურსულა ანდრესი – ჰანი რაიდერის როლში

74989a222b04

მშვენიერი შვეიცარიელი ურსულა ანდრესი პირველი ქალია ჯეიმს ბონდების ფილმების სერიაში. მან დაატყვევა მაყურებელი თეთრი ბიკინითა და დანით, რომელმაც კინოისტორიაში ნამდვილად დატოვა კვალი. იგი მიჩნეულია ყველაზე პოპულარულ ბონდის გოგონად.

2. დანიელა ბიანკი – ტატიანა რომანოვას როლში

4a86a5fb77c9

იტალიელი, მშვენიერი დანიელა რუსი აგენტის, ტატიანა რომანოვას როლში, ცდილობს მოხიბლოს ბრიტანელი აგენტი ჯეიმს ბონდი. იგი ეხმარება ბონდს მიზნის მიღწევაში, რადგანაც თავად მოტყუებულია ხელმძღვანელობისაგან.

3. ონორ ბლექმენი – ფუსი გალორის როლში

6d152989aaba

ონორ ბლექმენი ინგლისელი ლამაზმანია, რომელიც ფილმში გოლდფინგერის პირადი პილოტია და საკუთარი მფრინავთა ცირკი აქვს. თუმცა ჯეიმს ბონდით მოხიბლული მის მხარეზე გადადის და საბოლოოდ მის მკლავებშიც მოექცევა.

4. კლაუდინ აუგერი – დომინო დერვალის როლში

de6b58a27255

ფრანგი კლაუდინი ბონდის ერთ-ერთი მტრის საყვარლის როლს თამაშობს. ბონდი გებულობს, რომ დომინოს ძმა მისმა საყვარელმა მოკლა, იყენებს ამ ინფორმაციას და დომინოს საშუალებით ამარცხებს მტერს.

5. აკიკო ვაკაბაიაში – აკის როლში

468d8440a511

იაპონელი აკიკო ფილმში თამაშობს ჯეიმს ბონდის დამხმარე აკის როლს. იგი ბევრ სიტუაციაში ეხმარება ბონდს, მაგრამ სამწუხაროდ ჯეიმსი ვერ ახერხებს მის შველას და აკის მის ლოგინშივე კლავენ.

6.დაიანა რიგი – ტერეზა დი ვინჩენცო

d80e5b6f03c7

ინგლისელი დაიანა თამაშობს იმ ერთადერთი ქალის როლს, რომელზეც ჯეიმსი დაქორწინა. იგი გრაფინია ტერეზა (ტრეისი) დი ვინჩენცოა, რომელსაც ჯეიმსი თავდაპირველას სუიციდის მცდელობისას გადაარჩენს, მაგრამ მისი მტრები ტერეზას ქორწილის დღეს კლავეენ.

7. ჯილ ჯონი – ტიფანი ქეისის როლში

6651c3ee8b8c

ამერიკელი ჯილი ბრილიანტების გადამტან ტიფანის როლს თამაშობს, რომელსაც მისი ხელმძღვანელები და ჯეიმს ბონდის მტრები მხოლოდ და მხოლოდ გადამტანად იყენებენ და შემდეგ მის მოკვლას ცდილობენ. იგი ჯეიმსის მხარეს იჭერს და ეხმარება მას ჩაშალოს მოწინააღმდეგეების გეგმები.

8. ჯეინ სეიმური – სოლიტარის როლში

d694756571c2

ინგლისელი ჯეინ სეიმური განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სოლიტარია ფილმში. მას კარტებით წინასწარმეტყველება შეუძლია, რასაც ჯეიმსის მოწინააღმდეგეები იყენებენ. თუმცა ჯეიმსის მოხიბული სოლიტარი მას უბიწობას შესწირავს და კარგავს ნიჭს. თუმცა ჯეიმსი ამარცხებს მტრებს და შველის სოლიტარს.

9. ბრიტ ეკლანდი – მერი გუდნაითის როლში

e471c2631042

შვედი ბრიტი ჯეიმს ბონდის ყოფილლი მდივანია, იგი გაგზავნეს, რათა დაეხმაროს ჯეიმს დავალების შესრულებაში. იგი შეყვარებულია ჯეიმსზე, როგორც სხვები და ეხმარება მას, თუმცა საბოლოოდ მაინც ჯეიმსს უწევს მისი ხსნა.

10. ბარბარა ბახი – ანია ამასოვას როლში

1c43297b6503

ამერიკელი ბარბარა ბახი რუსი აგენტის, ანია ამასოვას როლშია. ჯეიმს ბონდი კლავს ანიას საყვარელს, თუმცა მათი საერთო ოპერაციის დასრულეამდე ანიამ არაფერი იცის. იგი ჯეიმსს მოკვლას პირდება, მაგრამ საბოლოოდ ანიას უყვარდება ჯეიმსი.

11. ლუი ჩილე – მერი გუდჰედის როლში

5ccfe3c99884

ამერიკელი ლუი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის აგენტის მერი გუდჰედის როლშია, თუმცა მტრის კომპანიაში პროფესორად მუშაობს. თავდაპირველად იგი წინააღმდეგია ჯეიმსთან ერთად მუშაობის, მაგრამ საბოლოოდ ისინი ერთიანდებიან.

12. კაროლ ბუკე – მელინა ჰაველოკის როლში

89a96f545312

ფრანგი კაროლი მელინა ჰაველოკის როლს თამაშობს, რომელსაც მშობლებს თვალწინ უკლავენ და გადაწყვეტს შურისძიებას. ჯეიმს ბონდს კი სხვა მიზნები ამოძრავებს, თუმცა საბოლოოდ მელინას მშობლების მკვლელის კვალს ადგება და ისინი ერთად მოქმედებენ.

13. ანდრეა ანდრესი – ოკტოპუსის როლში

2e5208ef4df2

შვედი ანდრეა, მომხიბვლელი ოკტოპუსის როლშია, რომელიც საკუთარ ცირკს ფლობს და კუნძულზე გოგონებთან ერთად ცხოვრობს. მას იყენებენ საიუველირო კონტრაბანდის გადასატანად და ჯეიმსი მას ეხმარება, რადგან გაიგებს თუ როგორ იყენებენ ოკტოპუსის.

14. ტანია რობერტსი – სტეისი სუტონის როლში

cd868aee7733

ჯეიმს ბონდის დამხმარე სტეისი სუტონის როლში ამერიკელი ტაანია რობერტსი გვევლინება. იგი ნაზი, მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ჯეიმსის მტრის ზორინის შესახებ და ეხმარება ჯეიმსს დავალების შესრულებაში.

15. მარიამ დაბო – კარა მილოვის როლში

65ca59cc1dea

დანიელი მარიამი ჯეიმსის მოწინააღმდეგის საყვარლის როლში გვევლინება, რომელსაც საყვარელი ატყუებს. კარა ვიოლინჩელოზე უკრავს და საბოლოოდ ეხმარება ჯეიმს მისი საყვარლის წინააღმდეგ შეთქმულლების მოწყობაში.

16. კერი ლოუელი – პემ ბუვიეს როლში

9acddd4d8e19

პემ ბუვიე ჯეიმსის ყოფილი გოგონაა, რომელსაც ჯეიმსი დავალების შესრულებისას შემთხვევით გადააწყდება. ისინი ერთიანდებიან, რადგანაც ფლობენ ერთმანეთისათვის საჭირო ინფორმაციას. პემის როლს ამერიკელლი კერი ლოუელი ასრულებს.

17. იზაბელა სკორუპო – ნატალია სიმონოვას როლში

b930cc863f50

პოლონელ-შვედი იზაბელა რუსი პროგრამისტის, ნატალია სიმონოვას როლში გვევლინება. იგი გადამწვარ სადგურში მარტო აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც ჯეიმსის მტრები გადაწვავენ სადგურს. იგი ჯეიმს ეხმარება რუსი გენერლის წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელებაში, რომლის უკანაც ყოფილი ბრიტანელი აგენტი 006 დგას.

18. მიშელ იო – ვეი ლინის როლში

ea40981d71cc

მალაიზიელი მიშელი ჩინელი აგენტის როლს თამაშობს, რომელიც არ უთმობს ჯეიმსს პირველობას და ცდილობს საქმე ჯეიმსამდე დაასრულოს, მაგრამ საბოლოოდ რწმუნდება, რომ აუცილებელია გაერთიანება.

19. დენიზ რიჩარდსი – ქრისმას ჯონსის როლში

4b902b96aa5c

ყველასთვის ცნობილი ლამაზმანი, ამერიკელი დენიზ რიჩარდსი პროფესორ ქრისმას ჯონსის როლში გვევლინება, რომელიც უკარებას სახელითაა ცნობილი ლაბორატორიებში. მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობის მიზნების შესახებ იგებს, იგი ეხმარება ჯეიმს და ბრიტანულ დაზვერვას.

20. ჰოლი ბერი – ჯინქსის როლში

b7b6ae233524

არამხოლოდ ჯეიმსი იბრძვის მსოფლიოს გადასარჩენას, ამას აკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აგენტები. ჯეიმსის გზას აქ ამერიკული დაზვერვის აგენტი ჯინქსი კვეთს, რომლის როლსაც ჰოლი ბერი ასრულებს.

21. ევა გრინი – ვესპერ ლინდის როლში

73f6a7607e9a

მშვენიერი ფრანგი მსახიობი ევა გრინი იან ფლემინგის ნოველების მიხედვით, ბონდის პირველ გოგონად მიჩნეულ ვესპერ ლინდის როლს ასახიერებს. იგი ორმაგი აგენტია, რომელიც ბონდს სიკვდილისგან იხსნის, მათ ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად სრულდედბა.

22. ოლგა კურილენკო – კამილა მონტესის როლში

69c12c5c1dbc

ფრანგი ოლგა კურილენკო , ბოლივიელი აგენტის, კამილა მონტესის როლშია წარმოდგენილი. მას მშობლები მოუკლეს და იგი შურისძიებას ისახავს მიზნად, მაგრამ იგი თითქმის თავად გახდება მსხვერპლი, ამიტომ იგი შეურთდებაა ჯეიმსს და ერთობლივი ძალებით იბრძვიან.

23. ბერენის მარლო – სევერინის როლში

1f5fb89a3b70

სევერინი ბონდის მოწინააღმდეგის საყვარელია. სევერინი და ჯეიმსი ერთმანეთს კაზინოში ხვდებიან, სადაც ჯეიმსი მას არწმუნებს, რომ მოკლან სილვა და გაათავისუფლოს ამით სევერინი. გოგონა მას ემორჩილება, მაგრამ საბოლოოდ კვდება სილვას ნასროლი ტყვიით.

ჯეიმს ბონდის სხვა გოგონები:

4329eb31f159

301331d9c038

a9048caed823

9814890d9370

83fbc9264f78

cdffe2aab712

4b1e20a69539

0cbb89946613

6c914355b238

60085e337787

0d86293137c3

99a498b421db

bc5cebbd2c56

7e0d48553776

bac48972e265

Back to top button