არქივი

სერიული მკვლელები (ტედ ბანდი)

d3rnk
ტედ ბანდი კოლორადოდან ფლორიდამდე ყველგან დამოგზაურობდა, არავინ იცის რატომ აირჩია ეს ადგილები, როცა შეიძლებოდა, რომ სხვაგან ჩადენილი იგივე მეკვლელობებისთვის სიკვდილით დასჯას გადარჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი მოტივაცია გაუგებარია, ერთი რამ ცხადია, რომ ტედი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი სასტიკი სერიული მკვლელი და უმაღლესი თაღლითი. თუ თქვენ იმ დროში იქნებოდით ლამაზი გოგონა, მუქი, შუაზე გადაყოფილი თმით და შეხვდებოდით ტედ ბანდს, დიდ ხათაბალაში გაყოფდით თავს, რომელსაც თქვენთვის არასასურველი დასასრული ექნებოდა.

a2700e2e8dc1

ბადი იყო დაახლოებით 6 ფუტის სიმაღლის, ტალღოვანი ყავისფერი თმით, გამჭოლი თვალებით, დაიბადა 1946 წლის ნოემბერში. მან დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სწავლობდა სამართლის სკოლაში, და აქტიურად მოღვაწეობდა სიეტლში როგორც პოლიტიკის ასევე საზოგადოებრივი საქმიანობების სფეროში. ცოტა არ იყოს ირონიულია ის ფაქტი, რომ ბადი სიეტლში დახმარების ცხელ ხაზზე მუშაობდა მოხალისედ, კონსულტაციებს უტარებდა ადამიანებს, რომელთაც თვითმკვლელობის სურვილი ან რაიმე სხვა სახის პრობლემები ჰქონდათ.

244440634448
სასამართლოზე გაბრაზებული ბანდი

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი კაცის უკან ნამდვილი მონსტრი იმალებოდა. თვით Ann Rule- ამერიკელი სისხლიანი დანაშაულებების აღმწერი და მწერალი ურთიერთობდა ტედთან, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს კაცი იყო თავი და თავი ამდენი ქალის სიკვდილისა. შემდეგში Ann-მა დაწერა წიგნი ტედის შესახებ The Stranger Beside Me.

ვისაც კრიმინალური ფილმების ყურება იზიდავს გაიხსენებს ალბათ კინოს The Silence Of The Lambs, სადაც სერიული მკვლელი ქალების მახეში გასაბმელად მარტივ ხერხს იყენებს, თავს აჩვენებს მათ, ვითომ ხელი დაზიანებული აქვს და რაღაცის გადასაზიდად დახმარებას ითხოვს, სწორედ იგივე სურათი მეორდებოდა ბადის დანაშაულებრივ სამყაროში. ისიც ამ მეთოდით ატყუებდა ქალებს, ზოგჯერ დღეში ერთი მსხვერპლიც კი არ აკმაყოფილებდა და მეორედ გადიოდა სანადიროდ.

2d8d7288fca4

ერთმა ფლორიდელმა ქალმა ადგილობრივ გაზეთს მისცა ინტერვიუ, სადაც მისი ცოტა არ იყოს უცნაური ისტორია იყო აღწერილი. ეს ქალი თურმე ტედის პოტენციური მსხვერპლი იყო, მაგრამ შემთხვევით გადარჩა. ის ყვებოდა, რომ ერთ ღამეს ფლორიდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კაცი შენიშნა, რომელსაც ხელები წიგნებით ჰქონდა დატვირთული, ამავე დროს სახეზე საშინელი ტკივილი აღბეჭდოდა და როგორც ჩანს იძულებული იყო ამდენი წიგნი ერთ ხელში დაეკავებინა. ქალმა დახმარება შესთავაზა და წიგნები წააღებინა, როცა მანქანასთან მივიდნენ, მსხვერპლი როგორც ჩანს რაღაცამ შეაშინა და გაიქცა, ამან იხსნა მისი სიცოცხლე.

ვერ დავასახელებ ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ტედმა, მაგრამ ის ვიცით, თუ როგორი გარეგნობისანი იყვნენ ისინი, რაც ზევით ვახსენე კიდეც. გარდაცვლილთა ძვლებს ბანდი ყველასგან დავიწყებულ ტყეებში ასაფლავებდა.

დიდი გაქცევა

მაიკლ სკოფილდისგან განსხვავებით ბანდს ტანის მოხატვა არ დასჭირვებია ციხიდან გასაქცევად. დიახ, ის კოლორადოში დაიჭირეს, კერძოდ ასპენში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა ურჩია აქ დარჩენილიყო, რადგან ასპენი საკმაოდ ლიბერალური სასამართლოთი ხასიათდება, ტედმა თავისი არ დაიშალა და მოსამართლეს სხვაგან გადაყვანის მოთხოვნით მიმართა. ეს თხოვნა დააკმაყოფილეს კიდეც და კოლორადო სფრინგში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბადი მიხვდა, რომ მისი ადვოკატი მართალი იყო და აქ კარგი დღე ნამდვილად არ ელოდა, დიდი შესაძლებლობა იყო სიკვდილით დასჯა გამოეტანათ განაჩენად, ამ ამბით შეშინებულმა მაშინვე გამოსავლის ძიებას მიჰყო ხელი.

5d0afe3f53b2
ბანდის კბილები,ეს სურათი სასამართლოზე წარადგინეს, თუ რატომ, ამას ბოლოში გაიგებთ

მის კამერაში, ჭერზე, რაღაც მეტალის ფირფიტა შენიშნა, რომელიც როგორც ჩანს არასწორად იყო გაკეთებული და შემდეგ მიტოვებული. კარგა ხნის თვალიერებისა და ჯაჯგურის შემდეგ ბადმა მოახერხა ხვრელის გაკეთება ზევით. შემდეგ იქ რომ გატეულიყო დიეტაზე დაჯდა და გაქცევაც მოაწყო. ციხე ერთ სართულიანი შენობა იყო, თავზე კი სხვენი ჰქონდა დაშენებული, რომელიც ყველა კამერას უკავშირდებოდა. ასე რომ ტედი ჯერ სხვენში აძვრა და შემდეგ ტყვეობას თავი დააღწია, ამას გარდა მისი გაქცევა დღის ბოლომდე ვერ შენიშნეს, რადგან საწოლში წიგნები დატოვა და ზევიდან ადიალაც გადააფარა, ყველას ეგონა, რომ ბანდს ეძინა.

მკვლელობები ფლორიდაში

ბანდის ყოველთვის იზიდავდა კოლეჯის ტერიტორიები, ალბათ სტუდენტებში უფრო ადვილად პოულობდა მსხვერპლს. ასე რომ როცა ფლორიდაში ჩავიდა, თან 700 დოლარი ჰქონდა და აიღო ერთი ოთახი დიდ სახლში, რომელსაც ოაკს ეძახდნენ. ეს სახლი საერთო საცხოვრებელად ითვლებოდა და ძირითადად ფლორიდის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ მაცხოვრებლები, თანაც უნივერსიტეტთან საკმაოდ ახლოს იყო.

ტედმა კრის ჰაგენი დაირქვა და უკვე აქტიურ ცხოვრებაშიც გადაერთო. ის ადგილობრივ ბარს ესტუმრა, სადაც ხშირად სტუდენტები იკრიბებოდნენ და მსხვერპლიც შეარჩია, მასთან იცეკვა კიდეც, შემდეგ გასეირნება შესთავაზა. გოგონა ალბათ დათანხმდებოდა, რომ არა ტედის განსაკუთრებული გამოხედვა. ქალს არ მოეწონა კაცის გაცხარებული, გიჟური ყურება თვალებში და ამ ინტუიციამ მისი სიცოცხლე იხსნა.

რიჩარდ ლარსენს აღწერილი აქვს ბანდის ვიზიტი დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა კლუბის წევრების სახლში. ერთ-ერთი წევრი გოგონა ნიტა ნიარი სახლში ღამე დაბრუნდა, კარი პაროლის კომბინაციით გააღო და ზევით ჩუმად მიემართებოდა, უეცრად ძლიერი დარტყმების ხმა გაიგო, შემდეგ კი წინ ვიღაცამ ჩაუქროლა და ელვის სისწრაფით გავარდა კარში. ამ უცნობს მუქი ფერის კეპი ეფარა, მუქი პალტო ეცვა და ხელში რაღაც უხეში, სქელი ნაჭერი ეკავა.

ნიტამ სასწრაფოდ გააღვიძა მისი ოთახის მეგობარი, ნენსი დოუბი და უთხრა, რომ მათ თავს რაღაც ცუდი ტრიალებდა. გააღვიძეს კლუბის პრეზიდენტი ჯეკი მაქგილი და შემდგე ჰოლში შეიკრიბნენ, სადაც ღამის მსხვერპლიც გამოაშკარავდა.

კლუბის წევრი კარენ შანდლერი ოთახიდან რომ გამოვიდა დანარჩენმა გოგონებმა შიშით უკან დაიხიეს. კარენს თავი გასისხლიანებული ჰქონდა, მას დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ დაინახეს, რომ მისი ოთახის მეგობარი კეიტ კლეინერიც იგივე დღეში იყო.

პოლიცია როცა მოვიდა, სხვა ოთახების დათვალიერებაც დაიწყო. როცა ისინი ლისა ლევის ოთახში შევიდნენ და სინათლე აანთეს შემზარავი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. ირგვლივ ყველაფერი სისხლიანი იყო, გოგონა საწოლზე განრთხმული იწვა და ტანზე ზეწარი ეფარა, როცა ოფიცერმა ზეწარი გადააძრო თვალში გოგონას დასისხლიანებული დუნდულები მოხვდა… ტედ ბანდი ხომ გიჟდებოდა მკვდართან სექსზე…
ამას გარდა გოგონას სხეულს უკვე ფერი ეცვალა.
მეორე მსხვერპლი მარგარეტ ბოუმენი აღმოჩნდა, მის ოთახში თითქოს შლანგით მოესხათ სისხლი, საწოლი მთლიანად გაჟღენთილი იყო, მარგარეტისთვის თითქოს თავი მოეკვეთატ, ისე ჰქონდა ყელი გამოჭრილი.
კეტი კლეინერი და კარენ ჩანდლერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისინი გადარჩნენ, მაგრამ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრამვები მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვათ.

კლუბზე თავდასხმიდან საათნახევრის შემდეგ ბანდიმ იქვე ახლომახლო დანვუდის ქუჩაზე გადაინაცვლა. ამ ქუჩაზე მცხოვრები ქალი ღამე ხმაურმა გამოაღვიძა და მიხვდა რომ ეს ხმა გვერდითა აპარტამენტიდან მოდიოდა, სადაც ლამაზი მოცეკვავე ქალი შერილ თომასი მარტო ცხოვრობდა. ქალმა სასწრაფოდ ოთახის მეზობელი გააღვიძა და მათ ახლა უკვე გარკვევით გაიგონეს შერილის გაბმული ტირილისა და კვნესის ხმა. გადარეკეს მოცეკვავის მობილურზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო, შერილის მობილურის ზარის ხმა ქვევიდან მოესმათ, სადაც ვიღაც უცნობი პიროვნება გარბოდა. ეს ბანდი იყო, მას შეეშინდა და გაქცევით უშველა თავს.

პოლიციამ და მედიკოსებმა ახალ დაზარალებულთან ამოყვეს თავი, რომელიც სასტიკი ნაცემი იყო. პოლიციამ შერილის ოთახში იარაღი იპოვნა, ასევე ბალიშთან სპერმის მოზრდილი ლაქა აღმოაჩინა, ასე რომ ბადის საქმიანობის მცირე მონახაზიც შედგა. იგი ქალს გამეტებით სცემდა ხელკეტით, თავისუფალი ხელით კი მასტურბირებდა.

ერთ-ერთი ოფიცერის მიხვედრილობამ და სიფხიზლემ დანაშაულთა წყებას წერტილი დაუსვა. 1978 წლის 15 თებერვალს ოფიცერი დევიდ ლი საპატრულო მანქანით მოძრაობდა, როდესაც რესტორანთან უსაქმურად მდგარი ფოლტსვაგენის მარკის ავტომანქანა შენიშნა. უკვე გვიანი იყო და რესტორანიც დაკეტილი გახლდათ. დევიდმა გზა გააგრძელა, მაგრამ თან საეჭვო მანქანაზე დაკვირვებას სარკის საშუალებით განაგრძობდა. ფოლტსვაგენი დაიძრა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. დევიდმა მანქანა შემოატრიალა და უკან გაჰყვა, ამის მერე კი დაიწყო დევნა. ფოლტსვაგენმა ჯერ სიჩქარეს უმატა, სემდეგ კი სხვადასხვა ხრიკებით თავის დაძვრენას ცდილობდა, ამასობაში დევიდმა მანქანის ლიცენზიის ნომრით გაარკვია, რომ იგი მოპარული იყო. ბოლოს და ბოლოს ფოლტსვაგენი გაჩერდა. დევიდმა იარაღი ამოიღო და მანქანისკენ ფრთხილად წავიდა, ამასობაში კი ბანდი პროტესტს გამოთქვამდა და პოლიციელს მის უსაფუძვლო დევნაში ადანაშაულებდა.

დევიდი კი მივიდა და ცალ ხელზე ბორკილი დაადო, ბანდი კი მოულოდნელად თავს დაესხა, თუმცა ვეღარაფერი გააწყო.

სასამართლო პროცესი

ბანდის სასამართლო პროცესი ნამდვილი ცირკი, სანახაობა იყო. ის ტელევიზიით შუქდებოდა და ბანდი ამაყად წარადგენდა თავს. თვითმხილველად ნიტა ნეარი წარადგინეს, ეს ის გოგონა იყო, ღამით რომ დაბრუნდა კლუბის სახლში. შემდეგ ექსპერტიზა ჩატარდა, კერძოდ ლისა ლევის დუნდულზე ნაკბენი, რომელიც ზუსტად დეტ ბანდის კბილების შედეგი აღმოჩნდა.

1979 წელს ბანდის დაუმტკიცდა ლისა ლევისა და მარგარეტ ბოუმანის მკვლელობები და სხვა ქალებზე თავდასხმა. ამ თავდასხმებისთვის მიესაჯა ჯამში 270 წელი, ხოლო მკვლელობებისთვის კი ელექტრო სკამი.

7b4269bf2a88

მონსტრის დაბადება
რატომ გახდა ტედი ესეთი? ამასთან დაკავშირებით მხოლოდ მინიშნებები არსებობს. დედამ, ლუისმა ქორწინების გარეშე გააჩინა ტედი და 1946 წელს მარტოხელა დედათა თავშესაფარში ცხოვრობდა. შემდეგ კი ტედი ბაბუასთან იზრდებოდა (დედის მამინაცვალი) ფილადელფიაში.
ბაბუა მკაცრი, უსიამოვნო ფიგურა იყო. იგი ტედის ნამდვილი მამა გახლდათ. თუმცა
1951 წელს, როცა ტედი 9 წლის იყო, დედამისი გათხოვდა და ჯონ ბანდს გაჰყვა ცოლად. ძნელია იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია ტედის განსაკუთრებული სიძულვილი ისეთი გარეგნობის ქალების მიმართ, როგორებსაც ის კლავდა.
d9f8e4040edb

1989 წლის 25 იანვარს ბანდი სიკვდილით დასაჯეს. იგი სიკვდილამდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. მწერლები Steve Michaud და Hugh Aynesworth ბევრჯერ გაესაუბრნენ ტედს და ჩაწერეს უამრავი ფირი, ასევე გამოაქვეყნეს წიგნი ,,Only living witness”.
ბანდი თავისუფლად ლაპარაკობდა მკვლელობებზე, მხოლოდ მესამე პირის როლში, თითქოს მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა და პირდაპირ არასოდეს უღიარებია დანაშაულებები.

ბანდი ერთ პროფესორთან მეგობრობდა. სწორედ ამ კაცს ერგო ტედის ერთ-ერთი ბოლო წერილი, რომელშიც ეწერა: ფრთხილად იყავი, ამ ქვეყანაზე იმდენი სიგიჟე ხდება.

ბოლო ინტერვიუ მან სიკვდილის წინა დღეს ფსიქოლოგ ჯეიმს დობრონს მისცა. სადაც მან გაიხსენა თავისი დამოკიდებულება პორნოგრაფიის მიმართ. ამ უკანასკნელს როგორც თვითონ თქვა უდიდესი წვლილი მიუძღოდა მის ძალადობრივ სექსუალურ მოწოდებაში. ამ ლაპარაკის დროს ციხის ნათურა აციმციმდა, ტედმა კი ფსიქოლოგს მშვიდად უთხრა, ნუ გეშინიათ, მალე გაჩერდებაო. მან იცოდა ნათურის ციმციმის მიზეზო, ამ დროს მისთვის ელექტრო-სკამს ამზადებდნენ.

ბანდის გამონათქვამი:
,,მკვლელობა არ არის ვნება, ეს არ არის ძალადობა, არამეს ეს არის ფლობა. როცა გრძნობ, თუ როგორ ტოვებს ქალის სხეულს უკანასკნელი ამოსუნთქვა, შენ უყურებ მას თვალებში. ამ დროს ადამიანი ღმერთს ემსგავსება.”


ინტერვიუ, სადაც ტედი ამბობს, რომ ის დამნაშავე არაა

ბანდის ბიოგრაფია ვიდეოს სახით, საიდანაც მის პიროვნებაზე ბევრ რამეს შეიტყობთ

მსგავსი ამბები

Back to top button