TECH & მეცნიერებაუცნაური

5 საუკეთესო საბრძოლო გამოგონება!!! (ნაწ. 2)

omi

5 საუკეთესო საბრძოლო გამოგონება (ნაწ. 2)

1.ჭკვიანი უნიფორმა

ომისდროს როცა დაავადება ვერაფერს გაკლებს არსებობს მთავარი პრობლემა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. მაგალითად სამხედრო მოქმედებების დროს ერაყში 2001-2011 წლებში დაღუპულთა მეოთხედის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი მათ რომ დროულად დახმარებოდნენ ექიმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ადამიანები იღუპებიან ჯერ კიდევ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. მეცნიერები ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც მუშაობენ. საავადმყოფოების აშენება ვერ გვიშველის გვჭირდება ჭკვიანი უნიფორმა რომელსაც შეეძლება მიაწოდოს იმფორმაცია ჭრილობაზე უახლოეს მედ პუნქტს. ასევე სენსორებმა უნდა დააფიქსირონ ჭრილობის სიღრმე კანის დაზიანება ტყვიის ადგილმდებარეობა და რომელი ორგანოები დაზიანდნენ. დანარჩენი სენსორები გააკონტროლებენ სისხლის დენას რადგან გამოვავლინოთ არის თუ არა სხვა დაზიანებები თუნდაც ქიმიური ატომური ან ბიოლოგიური. ამოცანა იმაში მდგომარებს რომ უნიფორმას მივცეთ საშუალება ამოიცნოს მებრძოლის ნებისმიერი დაზიანება.

unifrm

2. ელექტრომაგნიტური იარაღი

ელექტრომაგნიტური იარაღი არც ისეთი სამეცნიერო ფანტასტიკაა როგორიც შეიძლება მოგეჩვენოთ. პირველი ასეთი იარაღი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიგონეს და ამის შემდეგ არ შეწყვეტილა მისი ვარიაციების შექმნა. ბოლოსდაბოლოს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მისი შექმნა გუგლის დახმარებით. მოკლედ რომ ვთქვათ ელექტრომაგნიტური აიარაღი დენს უშვებს ორ პარალელურ რელსში ( აქედან მომდინარეობს მისი სახელი railgun). როცა მეტალის აღჭურვილობა ეხება რელსებს, ის აშეშებს მიზანს და ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს. ველი წარმოქმინს ლორენცის ძალას რომელიც აღჭურვილობას რელსების დახმარებით ტოვებს თანაც ძალიან ჩქარა. ასეთი იარაღი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი მაგარამ მოითხოვს ძალიან დიდ ელექტროენერგიას გასროლის დროს, ამიტომ ასეთი იარაღი ჯერაც არ შეუტანიათ სამხედრო აღჭურვილობაში. ასევე უნდა ითქვას რომ საცდელ ნიმუშებს შეუძლიათ გაისროლონ ხმის სიჩქარეზე 7-ჯერ სწრაფად ამიტომ უკვე შეიქმნა ორგანიზაციები რომლებიც ამით ინტერესდებიან. ასეთ იარაღს შეუძლია ისროლოს 160 კილომეტრზე და მიზანს შეეჯახოს 32-ჯერ უფრო ძლიერად ვიდრე მანქანა რომელიც 160 კმ/სთ-თი მოძრაობს. მიუხედავად იმისა რომ ასეთი იარაღის გამოყენებაზე უკვე საუბრობენ მისი კვების წყაროს პრობლემა ჯერაც არ აღმოფხვრილა. თუმცა ფიქრობენ რომ ეს იარაღი საბრძოლო გემებზე დააყენონ. ასევე სასაცილო ფაქტია ის რომ როდესაც მეცნიერები ამ იარაღს იკვლევენ ისინი ყოველთვის გაუმართავ ნიმუშს იყენებენ რადგან იციან დასრულებული ნიმუშის მიერ გასროლილმა ტალღამ შეიძლება გამოსაცდელი ზონა დატოვოს და ამასთან ერთად რამდენიმე სახლიც აწიოს ჰაერში.

railgun

3.ლაზერული იარაღი

HELLAD ცდილობს შექმნას ლაზერი მაღალენერგიული სითხეებით, თუმცა სხვა ლაზერებთან შედარებით მათ ერთი განსხვავებული იდეა აქვთ მათ უნდათ ლაზერული იარაღის ისტრიბიწელზე დაყენება. DARPA HELLAD-ის პროგრამის თანახმათ ცდილობს შექმნას 150 კილომეტრიანი ლაზერი რომლის დაყენებაც შესაძლებელი იქნება არც ისე დიდი ისტრიბიწელის ბორტზე. რაც იმას ნიშნავს რომ უნდა იყოს დაახლოებით 10ჯერ უფრო მსუბუქი ვიდრე მისი ნებისმიერი ანალოგი. მეგავატური ლაზერი უკვე დაყენებულია ბოინგ 747-ის ბორტზე თუმცა კომპანიას ახლა უფრო მანევრირებადი რამ სჭირდება. DARPA ცდილობს შექმნას ლაზერების ჯგუფი რომლებიც გაერთიანდება და შექმნის ერთ დიდი სხივს. გამოცდა რაკეტებზე უკვე ჩატარდა 2014 წელს.

HELLADS1

4.გეკონისებური კოსტურმი (გეკონი ხვლიკია)

როდესაც გეკონი კედელზე მიცოცავს მას იჭერს პატარა თმები მის თათებზე. აქ მუშაობს ვენ დერ ვაალსის ძალა გეკონის ფეხები კედელს ეხება მოლეკულურ დონეზე. მილიონობით პატარა თმა ქმნის ელექტრონული მიზიდულობის ძალას იმ მოლეკულებთან რომელსაც ეხება. ეს ძალა იმდენად დიდია რომ გეკონს შეუძლია ერთი “თითით” ეკიდოს შუშის კედელზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ჩვენც შეგვიძლია წლობით გეკონების გამოკვლევამ შედაგად მოგვცა ის რომ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს Geckskin-ი, ხელოვნური კანი რომელიც იყენებს იმავე ვან დერ ვაალისის ძლას იმისთვის რომ მოეჭიდოს ზედაპირს. Geckskin-ი ძალიან გამძლეა მას შეუძლია დაიჭიროს 317 კილოგრამი პარატა ზედაპირზე. როგორ შეიძლება ამის საბრძოლო აღჭურვილობაში გამოყენება? როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ DARPA დიდ როლს თამაშობს ამ პროექტის განხორციელებაში მათ სურთ პროგრამა Z-Man-ის თანახმად შექმნან რაღაც ადამიანი-ობობას მსგავსი მებრძოლი.

gekon

5.ნაწინასწარმეტყველები ომი.

ერთი საქმეა უპასუხო ომს შენი იარაღითა და ტექნოლოგიით ხოლო მეორეა იწინასწარმეტყველო თითოეული გასროლა. Lockheed Martin-მა გამოიგონა სისტემა რომელიც სწორედ ამით დაკავდება. ის იწინასწარმეტყველებს ომს ზუსტად ისე როგორც მეტეოროლოგები ამინდს. (იმედია უფრო ზუსტი იქნება). 2001 წლიდან სისტემა W-ICEWS-მა შეაგროვა 30 მილიონზე მეტი ცალკეული სიახლეები მთელი მსოფლიოდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური ალგორითმი iTRACE ეძებს ომის შესაძლო ფაქტებს მთლელს მსოფლიოში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სისტემა ეძებს საფრთხეს მთელს მსოფლიოში და შემდეგ ასკვნის რომელი გადაიზრდება ომში. რამდენად ეფექტურია ასეთი გამოგონება არავინ იცის ამან უარასი შეიძლება მოუტანოს ყველას.

devilmaycry

Im nebo

მსგავსი ამბები

Back to top button