Hortus Celestia – ჰოლანდიური სასათბურე მეურნეობის მომავალი
Hortus Celestia ერთგავრი ექსპერიმენტია სასათბურე მეურნეობის განვითარებაში. მისი ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში რომ სათბურები კოშკის 28 სართულზეა განთავსებული.
Hortus Celestia აშენდა ჰოლანდიური კომპანია Naaldwijk-ისათვის. ეს არის ვერტიკალურად განთავსებულული სასათბურე მეურნეობა და ასევე საექსპოზიციო დარბაზები. ვიზიტორის განცვიფრება კოშკის პირველი სართულიდან იწყება, ხოლო რაც უფრო მაღალ სართულზე ავდივართ მოულოდნელობის ეფექტი უფრო და უფრო იმატებს. ეს არ არის უბრალოდ სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად გამიზნული მეურნეობა, ის უფრო ეკო-პარკია.
კოშკი განთავსებულია ეკო-კომპლექსის ცენტში, მისი ბოლო სართულიდან საოცარი პანორამა იშლება. კონსტრუქცია სპეციალურად შემუშავდა იმისათვის რომ ადამიანებს შენობის გარედანაც ჰქონოდათ შიგნით მიმდინარე პროცესების დანახვის საშუალება, როგორც ხედავთ კოშკის ექსტერიერი უმეტესად მინითაა დაფარული.
კოშკის პირველ სართულზე განთავსებულია ვიზიტორთა დარბაზი, კაფე , რესტორანი და მცენარეთა ექსპოზიცია. ზემო სართულები კი მთლიანად მცენარეებს ეთმობა. პროექტის მიხედვით კოშკის გარშემო ბიზნესცენტრების და სკოლების მშენებლობაცაა დაგეგმილი, რათა ადამიანებმა სამუშაოს და სწავლის შემდეგ სიმწვანეში შეძლონ განტვირთვა, და ძალების აღდგენა.