არქივი

გამონათქვამები

eda9fc07a883

გამონათქვამები .. :)

ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულის. არისტოტელე

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა. არისტოტელე

ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს. აინშტაინი

სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია. არისტოტელე

არამზადის სინდისი რომ გავაღვიძოთ, სილა უნდა გავაწნათ. არისტოტელე

სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას. არისტოტელე

იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა. აინშტაინი

თითოეულმა მოქალაქემ თავისი შესაძლებლობების მიხედვით საკუთარი მისწრაფება იქითკენ უნდა მიმართოს, რომ გარკვეული ძალაუფლება ჰქონდეს საკუთარ სახელმწიფოზე. არისტოტელე

მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა. აინშტაინი

გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ. აინშტაინი

კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება. აინშტაინი

წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა. ალერიუსი

ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ. აინშტაინი

ჭეშმარიტება არის ის, რაც უძლებს ექსპერიმენტებს. აინშტაინი

გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი. აინშტაინი

ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ. აინშტაინი

ღმრთისათვის სათნოყოფა – აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა – აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური

სჯობს უჭმელობით სიკვდილი საყვედურითა ჭამასა. დავით გურამიშვილი

საკუთარი თავის გარდა სხვის რწმენაში დარწმუნებული ნუ იქნებით. გოეთე

ყველანი, ვინც იდეას შორდებიან, ბოლოს და ბოლოს შეგრძნების ანაბარა რჩებიან. გოეთე

ყველა ჭეშმარიტების ბედი ასეთია-თავიდან მას დასცინიან, შემდეგ კი მიიღებენ ხოლმე. გოეთე

ჭკვიანია იგი, ვინც კაი დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია,ვინც თავის დროზე წავა. გაიბელი

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. გოეთე

კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუმდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია,წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი. გოეთე

მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი გოეთე

თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს. გოეთე

სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება. გასეტი

ადამიანი იმისთვის კი არ ცოცხლობს, რომ მდიდარი გახდეს, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. სტენდალი ის, ვინც ადამიანებს იმედს აძლევს, როგორც უნდა, ისე მართავს მათ. სიდონსი

ის კი არ არის გაჭირვებული, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა. სენეკა

თითოეული ადამიანის ხასიათი, იმის მიუხედავად, სიკეთეს მოტანა შეუძლია თუ მავნებლობა, გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ბედზე. სმიტი

კანონი მოკლე უნდა იყოს, რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს. სენეკა

ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელია. სენეკა

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა. სტენდალი

მიზანი ყოველივე ბრძოლისა -გამარჯვებაა. სტალინი

:ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან. სოკრატე

ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ. სტეინბერგი

————————————————-სხვადასხვა————————————–
“არასოდეს არ გაჩუმდე, თორემ სიჩუმე მოგიღებს ბოლოს.”

“კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან ჯობია.”

“გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი.”

“მეგობრებისათვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად მსხვერპლის გაღება.”

“საბედისწერო მოგონება მუდამ ხელს გიშლის ბედნიერები ვიყოთ.”

“ზოგჯერ ჩემი ღიმილი კუბოზე დაგდებულ თაიგულზე მეტად სევდიანია.”

“სიყვარულის გრძნობას ორი დაუძინებელი მტერი ყავს: ეჭვი და სიამაყე.”

“ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს.”

“თუ ქალის გულის მოგება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო.”

“არ გინდა ისეთი ბედნიერება რომელიც სხვის უბედურებაზეა დამოკიდებული.”

“პირდაპირ თუ იარე,შორს ვერ წახვალ.”

“თუ პეპლების გაცნობა გსურს,ორი ან სამი მუხლუხას ატანაც უნდა შესძლო.”

“საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.”

“პატივმოყვარე კაცის თვალში ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია”

“თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე”

“უბედურების უფსკრულს არ შეუშინდე, ბედნიერების მწვერვალზე არ იამაყო.”

“ვარდსა ეკლიანს ვერ მოწყვეტ ისე, ეკალმა ხელი რომ არ გატკინოს, ვერასოდეს იპოვი ისეთ მეგობარს, რომ არასოდეს არ გაწყენინოს.”

“თუ ყველაფერი მოიმოქმედე, რათა ზოგიერთი კაცის გული მოგეგო და ვერაფერს მიაღწიე, დაგრჩენია კიდევ ერთი საშვალება, აღარაფერი მოიმოქმედო.”

“ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო,რისი გაკეთებაც ძალუძს.ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა,გონიერებას უნდა ემყარებოდეს.”

“ეჭვიანობა ნიშანია ადამიანის უძლურებისა.”

“კარგია როცა ძაღლია მეგობარი, ცუდია როცა მეგობარი ძაღლია.”

“ან ჩუმად იყავი, ან რამე ისეთი თქვი, რაც დუმილზე უკეთესია…”

“პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.”

“თავმდაბალი არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი ყველაზე უმდაბლესად მიაჩნია?”

“პლატონური სიყვარულის დროს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს რაიმე უბედურებას, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ნათელი და წმინდაა.”

“მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ყველაფერს,მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.”

“ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წამოდგომაში ეხმარება”

“არ უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს.”

“სურვილზე თუ არ გაბატონდი, მისი მონა გახდები”

“ვინმეს უნდა ვჭირდებოდეთ, ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი.”

“ცხოვრება დიდი სცენაა და გაცილებით ძნელია ითამაშო ამ სცენაზე ისე, რომ არ ინანო.”

“ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები.”

“რა ვიყოთ რომ ძველი პალტო მაცვია, საქმე ის არის ამ პალტოში ვინ რა კაცია.”

“ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რაზეც ხმამაღლა არ გაჰკივიან.”

“საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია.”

“ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახოსვდეს რომ შიშველი დაიბადე.”

“მეფეები არაფერს არ ფლობენ.ისინი მხოლოდ-“მეფობენ”.ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.”

“მხოლოდ გული ხედავს კარგად,თვალს არ ძალუძს დაინახოს ის,რაც მთავარია და არსებითი.”

ხანდახან დუმილი ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა….

“სიამაყე სიყვარულის წინაშე მინის ჭურჭელივით იმსხვრევა.”

უფრთხილდი საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის!

ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდეგ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება.

“რამდენიც არ უნდა იყოს სიცილი არასოდეს არის ამ ქვეყნად ზედმეტი”.

“ეს ქვეყანა ბრიყვებითაა სავსე, თუ არ გინდა მათი ნახვა ჩაიკეტე სახლში და დაამტვრიე ყველა სარკე”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button