Microsoft HoloLens-ახალი ხედვა
Microsoft HoloLens-ახალი ხედვა
გახადე წარმოსახვა რეალური
ჰოლოგრამა არის ევულუცია კომპიუტერულ სამყაროში.დიზაინერებმა, გრაფიკოსებმა, პროგრამისტებმა და და სხვა მრავალი პროფესიის ადამიანმა დიდიშრომა გაიღო, რათა დაენახა ადამიანს სამყარო ახალი თვალით,შეექმნა ახალი გრაფიკული თუ კონსტრუქციული ნამუშევრები კომპიუტერულ სამყაროში და დაენახა იგი რეალურად. ჰოლოგრამული კომპიუტერის ერა დადგა,რადგან “Microsoft”_ი წარმოგვიდგენს ჰოლოგრამულ პლატფორმას,რომელიც იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 10_ზე.
NASA_ს მეცნიერები ახლო მომავალში დაიწყებენ მარსის შესწავლას სწორედ MICROSOFTის ახალი პროდუქტით HOLOLENS_ით.
HoloLens საშვალებას გვაძლევს, რომ რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ ჩვენი წარმოსახვა. ასევე შევძლებთ შევქმნათ დიზაინი ნებისმიერი ნივთის, დავინახოთ იგი არა გონებაში, არამედ რეალურად და შემდეგ იგი ვაქციოთ მატერიად 3D პრინტერის საშუალებით.
Microsoft როგორც ყოველთვის გვაოცებს,იგი მიიწევს მუდამ წინ და მისი ყოველი ნაბიჯი სავსეა ახალი ტექნოლოგიებით,რომლებიც ადამიანის განუყოფელი ნაწილი ხდება ცხოვრებაში. ჩვენ კი ვალდებულები ვართ ავუწყოთ ცხოვრებას ფეხი და ვიყოთ სიახლეების ეპიცენტრში