არქივი

忍者

86e2b917c8ab

“忍者” ეს, ვისთვის გაუგებარი სიმბოლოები და ვისთვის მართკუთხედები ნიშნავს… ნინძას. ნინძა ჰოლივუდურად ნიშნავს ადამიანს რომელიც შავებს ატარებს, შეუძლია წყალზე სიარული, შეუძლია ფრენა და ზოგადად მაგარი ბიჭია, ხოლო იაპონურად-შპიონს, დივერსანტს და დაქირავებულ მკვლელს.

ვინ იყვნენ ნინძები?

af64b267f124

XV-XVI საუკუნეებში იაპონია პროვინციებად იყო დაყოფილი, ხოლო ამ პროვინციებს მართავდნენ “დაიმიოები” (Daymio), თუ მათ მოუნდებოდათ ომის გაჩაღება, ეს კი საკმაოდ ხშირად უნდებოდათ, მათი ძირითადი ძალა სამურაები იყვნენ, ხშირი საბრძოლო მოქმედებები იწვევდა დიდი ადამიანური რესურსების კარგვას, ლოგიკურია რომ დროის განმავლობაში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბრძოლის ტაქტიკა უნდა შეეცვალათ. ახალი ტაქტიკა აღარ ითვალისწინებდა გახსნილ ბრძოლას, არამედ შპიონაჟს და ფარულ მოქმედებას. მტრისგან ფარული მოქმედებები სამურაებისთვის სირცხვილი იყო, მათ ერჩივნათ ბრძოლის ველზე ღრიალით შეეკლათ თავი მტრისთვის. ნინძები კი შპიონაჟისთვის ფართოთ იყვნენ გამოყენებულები. მათ და სამურაებს შორის ასეთი კონტრასტის გამო, ისინი ბევრს არ უყვარდა, რადგან იმ დროს სამურაები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ნინძები დაზვერვის გარდა დაიმიოს სხვა დავალებებსაც ასრულებდნენ, როგორიცაა მაგალითად შეკვეთილი მკვლელობა. თუმცა არსებობს სხვა სახის დავალებებიც რომლებზეც ბევრმა არაფერი იცის, რადგან მათზე საუბარი ნაკლებად საინტერესოა. მაგ: ნინძები დაიმიოს დაკვეთით სხვადასხვა ადამიანებს უვრცელებდნენ ჭორებს რათა ჩირქი მოეცხოთ მათი რეპუტაციისთვის.

დაიმიოსთვის დიდი სირცხვილად ითვლებოდა ნინძების გამოყენება, თუ დაიმიოს გამოამჟღავნებდნენ ნინძების გამოყენებაში, საქმე შეიძლება სეპუკუმდეც (Seppuku) მისულიყო.

გავრცელებული აზრის მიუხედავად,თითქოს ნინძები დიდებული ოჯახებიდან იყვნენ, ისინი სინამდვილეში საზოგადოების ქვედა ფენიდან იყვნენ.

ნინძების წვრთნა

86b499837fb0

ყველა უნარს თუ დისციპლინას რომელსაც იყენებდნენ ნინძები, ჩვენს დროში საერთო სახელი, ნინჯუცუ (Ninjutsu) ჰქვია, თუმცა XVI საუკუნეში გამოირჩეოდა რამდენიმე დისციპლინა. ნინძებს ბავშობიდანვე ინტენსიურად წვრთნიდნენ, მათ უნდა შესძლებოდათ დიდი დისტანციების უპრობლემოდ დაფარვა, მათ ასევე ასწავლიდნენ ხმაურის გარეშე სიარულს და ცურვას. ნინძები ასევე კარგად ერკვეოდნენ საწამლავებში და ასაფეთქებელ ნივთიერებებში. ყველა ნინძას ჰქონდა ცოდნა, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება როგორც საკუთარი თავისთვის aსევე სხვისთვის.

აღჭურვილობა

9c95904b5efe

გავრცელებული აზრის მიხედვით, ნინძები ატარებდნენ შავი ნაჭრის სამოსელს, თუმცა ეს აზრი შორს არის რეალობისგან. ამ აზრის ფართოთ გავრცელებას ხელი შეუწყო სხვადასხვა ფაქტორმა, პირველრიგში ეს იყო იმდროინდელი მხატვრობა, მხატვრები ნინძებს ხშირად შავ სამოსელში ხატავდნენ, რადგან წარმოეჩინათ მათი დაფარულობა და იდუმალება. რაც შეეხება ნინძების ნამდვილ ჩაცმულობას, როგორც ვიცით ისინი ყოველთივის ცდილობდნენ დაფარულები და რაც შეიძლება შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ, ამიტომ ლოგიკურია რომ ისინი იცვამდნენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი მისია არ ითვალისწინებდა უშუალო კონტაქტში შესვლას და მხოლოდ დაზვერვით შემოიფარგლებოდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი ნინძები სპეციალურ აღჭურვილობას იყენებდნენ. მათი აღჭურვილობა დიდად არ განსხვავდებოდა სამურაების აღჭურვილობისგან.

2c8af32fe318

(სამურაის აღჭურვილობა)

a69dc2690f39

(ნინძას აღჭურვილობა)

ერთერთი ყველაზე თვალშისაცემი განსხვავებაა კაპიშონი, რომელიც სპეციფიკური იყო ნინძის აღჭურვილობისთვის.

ლეგენდები ნინძებზე

54c9f1411075

უამრავი ლეგენდა არსებობს ნინძებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ, როგორებიცაა:მყისიერი გაქრობა, წყალზე სიარული, ფრენა, სხვადასხვა არსებების გამოძახება, სხვადასხვა არსებებად გადაქცევა,მითი, რომ თითქოს მათ შეეძლოთ ხუთი ელემენტის მართვა… ეს ლეგენდები ხშირად თვითონ ნინძებიდან მოდიოდა, რომლებიც სხვადასხვა ჭორების გავრცელების ექსპერტები იყვნენ, ამ გზით ისინი ცდილობდნენ ხალხში ჩაენერგათ ნინძებისადმი შიში. ასევე არსებობს ლეგენდა რომ ნინძები იყენებდნენ ფრანებს რათა ეფრინათ, დაეზვერათ და დაებომბათ მტრის საჯარისო დანაყოფები. ფრანები იმდროინდელ იაპონიაში მართლაც ფართოთ გამოიყენებოდა, თუმცა არა ნინძების მიერ, ისინი უფრო ხშირად გამოიყენებოდა რაიმე სიგნალის მისაცემათ ბრძოლის ველზე.

თანამედროვე ნინძები

b01471cc13a1

გინდ დაიჯერეთ გინ არა, მაგრამ ნინძების კვალი ჯერ კიდევ არ გამქრალა, შეიძლება შეგნებულად არა,მაგრამ თანამედროვე პარკურის მიმდევრები თავისი მოძრაობით ძალიან ახლოს მიდიან იმ მოძრაობებამდე, რომლებსაც ნინძები იყენებდნენ. ბევრი ისტორიკოსის აზრით ნინძები სწორედ ასე გადაადგილდებოდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა დიდი მანძილი უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად დაეფარათ.

ბოლოს, შესაჯამებლად უნდა ითქვას, რომ ნინძები სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ , ვიდრე მათ თანამედროვე ადამიანი წარმოიდგენს, ჩემი აზრით ნამდვილი ნინძა გაცილებით საინტერესოა ვიდრე ნინძა რომელსაც ჩვენ განსხვავებული ფილმებიდან თუ კომიქსებიდან ვიცნობთ.

Fin

როგორც იცით, მე გამოვაცხადე კონკურსი რომლის მიზანია, უცნაური ბლოგის მომხმარებლებმა გააკეთონ პოსტერი რომლითაც ბიძია სემის პოსტერი ჩანაცვლდება (რომელიც დაბლაა მოცემული) კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ შენ შეგიძლია ხატვა, ან კარგად ფლობ ფოტოშოპს, მაშინ შექმენი პერსონაჟი რომელშიც გაერთიანებული იქნება პროპაგანდული პოსტერი და ქართული ელემენტები. შენს მიერ შექმნილი პერსონაჟისთვის შეგიძლია ასევე მოიფიქრო სახელი და გამოაგზავნო სურათთან ერთად. საბოლოო ვარიანტი გამომიგზავნე მისამართზე [email protected] სურათები მიიღება 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება ბლოგზე, სადაც საიტის მომხმარებელი აირჩევს საუკეთესოს.

P.S. გამარჯვებული პოსტერის გამოყენებისას მითითებული იქნება მისი ავტორი, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ სურათთან ერთად თქვენი სახელი და გვარი, ან ნიკი.

70965fe2fa40

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button