ცოტა რამ რეპტილიებზე (ნაწ.4): ხვლიკები
ხვლიკის 5000-ზე მეტი სახეობა არსებობს.ისინი გავრცელებულნი არიან ყველა კონტინენტზე,ანტარქტიდის გარდა.მთავარი ჯგუფებია : გეკონი,სცინკა , ქამელეონი , იგუანა და გილა ურჩხული.ხვლიკები ძირითადად იკვებებიან მწერებით , ზოგჯერ მცენარეებითაც.დიდი ზომის სახეოები პატარა ფრინველებს , ძუძუმწოვრებსა და ქვეწარმავლებს ჭამენ. ყველა ხვლიკს აქვს ქერცლი,რაც მათ კანს მექანიკური დაზიანებისა და სიცხეში გამოშრობისგან იცავს.
ბრჭყალები და თათები
ტერფის ფორმას ხვლიკის გადაადგილების მანერა განაპირობებს. მორბენალ სახეობებს გრძელი თითები აქვთ , წყალში მოცურავეებს აპგადაკრული , მცოცავებს – წვეტიანი ბრჭყალებით ან წებოვანი ბალიშებით.
მცოცავები:
ქამელეონს თითები ორ მოპირდაპირე ჯგუფად აქვს გაყოფილი , ამიტომ წვრილ ტოტებს ადვილად ეჭიდება.
მთხრელები:
ვარანებს მაგარი ნიადაგის მოსათხრელად და მსხვერპლთან საბრძლოველად სქელი , წვეტიანი ბრჭყალები აქვთ.
ქვიშრობის ბინადარნი:
უდაბნოს გეკონებს აპგადაკრული ტერფები აქვთ ამიტომ მარჯვედ დგანან ქვიშის დიუმებზე.
მორბენალი:
მორბენალ ხვლიკებს გრძელი თითები სწრაფ სირბილში ეხმარება, რადგან მათი საშუალებით დიდ ნაბიჯებს დგამენ.
თავდაცვის ხერხები
ხვლიკებზე მრავალი მტაცებელი ნადირობს, ამიტომ მათ რამდენიმე ეფექტური თავდაცვის ქცევა გამოუმუშავდათ. ქამელეონები ფერს იცვლიან და გარშემო თითქმის უჩინარდებიან. ზოგი ხვლიკი თავდამსხმელს სისინით ან გრძელი ენის გადმოგდით აბნევს, შემდეგ კი თავს გაქცევით შველის. სხვები უბრალოდ გარბიან ან წყალში ყვინთავენ , სადაც მტაცებელი ვერ მიწვდება.