გართობაკულტურა

National Geographic-ის საუკეთესო კადრები

0b9b232ef3e4

National Geographic ყოველ წელს ატარებს ფოტოკონკურსს, რომელიც მოტივაციას წარმოადგენს დამწყები და უკვე პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის. მე წარმოგიდგენთ ზოგ საუკეთესო საკონკურსო ფოტოს, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია. ეს კადრები ფოტოგრაფების წარმოსახვის და კრეატიულობის ნაზავია. ეს ნაზავი კი საკმაოდ ლამაზია.

77cd957e7967

ეს ფოტო გადაღებულია კანანას ნაკრძალში, ბოსტვანაში. ამ სურათზე ჩანს, როგორ ელოდება დედალი ლომი ჟირაფს, რათა თავს დაესხას. ფოტოგრფის თქმით, ლომმა ვერ მოახერხა ჟირაფის მოკვლა და მისგან 10 ფეხის ნაბიჯის სიგრძეზე ისევ ბალახებში დაიმალა. (ფოტოგრაფი-ალექს ტანი)

e9326cbbbbcd

ჭექა-ქუხილის ღრუბლები მონტანის დაბლობზე,მზის ჩასვლისას. (ფოტოგრაფი-შონ ჰეივი)

b7db74f8c1e8

ხსნა. თავგანწირვა მსოფლიოს გადასარჩენად. (ფოტოგრაფი-ჰონგსიკ კიმი)

ed487f4d7649

დიდი პირამიდები. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ სიკვდილი ეს იყო ახალი მოგზაურობის დასაწყისი შემდეგ სამყაროში. პირამიდები კი იყო სხეულის საცავი, რათა იგი არ შეწუხებულიყო და კარგად ეცხოვრა ახალ გარემოში. (ფოტოგრაფი-ისუს ორანდი)

3e758f823f96

სიყვარულის მუსიკა. ფოტო 2010 წელს სოფელ ტენგანანში,ბალიშია გადაღებული. ტანგანანი ყველაზე ცნობილი სოფელია, რადგან მხოლოდ აქ შემორჩნენ ნამდვილი ბალელები. ამ სურათში ხედავთ, თუ როგორ ართობს კაცი შეუძლო ბავშვს,რომელიც მისი შვილი არაა, მაგრამ საკუთარი ვაჟივით უყვარს. (ფოტოგრაფი-არიო ვიბისონო)

8dd83f2da7f8

უბრლოდ ტალღა სხვა რაკურსით. (ფოტოგრაფი-ფრედი კენდეირა)

df928dcf363b

ყავისფერი დათვი, ბუსკინის მდინარე, ალასკა. ეს დათვი მდინარეზე თევზაობდა მთელი დილის განმავლობაში. მზის ამოსვლიდან ერთ საათშია ეს კადრი გადაღებული, სადაც ვხედავთ, რომ სიცივის გამო დათვს ორთქლი ასდის და სულაც არ ანაღვლებს ფოტოგრაფის მიერ მისი იდილიის დარღვევა. (ფოტოგრაფი-ჯეიმს ჰასკინსი)

085e1a58b1e5

დროის ნაოჭები.სილამაზე ამ ქალის თვალებშია. (ფოტოგრაფი-ნიკი კრეჩიცკი)

04d1c7138ebd

ეული. ხე რომელიც მნახველს ალბათ ვაჟა ფშაველას ხმელ წიფელს გაახსენებს. ფოტო გადაღებულია ვერტმფრენიდან. (ფოტოგრაფი-მაც ალმლოფი)

d9d93f079b4a

ფერნანდო დე ნორონჰას არქიპელაგი,ბრაზილია. ეს არქიპელაგი ველური ბუნების სავანეა, შემოსაზღვრული კუნძულებით, მაგრამ ვხედავთ, რომ აქაც კი დელფინები ადამიანების მსხვერპლნი არიან. (ფოტოგრაფი-ჟოაო ვიანა)

c3e7a8e19295

კოსმოსი. დედა ბუნება აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. (ფოტოგრაფი-პატრიკ ჯონ ოდოჰერი)

a798caa2e58b

ბავშვი რომელიც ჩვენშია. ჟანგუდან ლჰასაში მოგზაურობისას თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მუშები, მთელი გზის მანძილზე. ეს ჩინური მმართველობის გავლენაა ტიბეტზე. მათ სურთ ჩინელები დაასახლონ ტიბეტის მიწაზე. თუმცა მაინც არის ადგილები, სადაც მხოლოდ ტიბეტელები შეძლებენ ცხორებას. ამ ფოტოზე ჩანს ბავშვი, რომელსაც მამის ხელი უკავია, ტიბეტელი მამის რომელიც მუშაა ჩინური მთავრობისთვის. (ფოტოგრაფი- სერგი ბარისაშვილი)

db75e2b0e193

აისი ბოისეში. ნისლით და დილის მზის ნათებით,ეს არის ადგილი სადაც ყოფნას ნებისმიერი ადამიანი ინატრებს. (ფოტოგრაფი-გლენ ჰაში)

722c527daa07

დიახ, ეს არის გაზაფხული. თევზაობა ხიდის ბოლოს. (ფოტოგრაფი-სტან ბაუმანი)

1eb3fdfd8476

მზერა. ასეთი არწივები მხოლოდ 400 ინდივიდია. (ფოტოგრაფი-როლფ სკრიფჟაკი)

a73233231a9e

მონბლანის ქარბუქის წინააღმდეგ. ეს ფოტო ეძღვნება კაცს რომელიც პირველი მიდის ამ ფოტოში. იგი ევერესტზე ასვლისას დაიღუპა. (ფოტოგრაფი-ანიკო მოლნარი)

791d23f0a3ab

ამოფრქვევა. ეს ფოტო გადაღებულია ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას, მთვარის ფონზე. (ფოტოგრაფი-ოლაფურ რააგნარსონი)

65dd8646e16a

ეს უფრო ნახატია, ვიდრე ფოტო. იგი გადაღებულია ანგოლაში. ამ სურათში მხოლოდ ნისლის, ღამის, მანქანების და იდუმალების ნარევია. (ფოტოგრაფი-კონსტანტინ ლუჩანსკი)

813aa254d633

ლამა,რომელიც მთის წვერზე დგას და მზეს ეფიცხება. ჩავინ დე ჰუანტარი, პერუ. (ფოტოგრაფი-ჯონ პალმერ გრეგი)

ec435d78e0f3

დაცემული ანგელოზი. ფრანგი პარაშუტისტი, რომელიც რამდენიმე წუთში საომარ მოქმედებებში ჩაერთვება. ბადპაშ კუსა კალა, ავღანეთი (ფოტოგრაფი-სტივენ გრეივსი)

d6aed0361b6a

ელვა. ცენტრალური შენობა,ჰონგ კონგი. (ფოტოგრაფი-მაიკლ სიუარდი)

c757e6aeb573

უდაბნოს სილამაზე-ოაზისი. (ფოტოგრაფი-ნამ ინ გეუნი)

5fed00a9cce3

ამ ფოტოზე ხედავთ ჩრჩილს, რომელიც სინათლეზე მოდის. (ფოტოგრაფი- სტივენ ირვინი)

d59a9cd502d0

ბავშვობის ძალა. ლენჩოისი,ბრაზილია. (ფოტოგრაფი-როდროგო მაგალესი)

33dae04320ae

სელაპები ქარბუქისას. სამხრეთ პოლუსი (ფოტოგრაფი-ერიკ გარნეტი)

a7cc4def50a3

ეს ფოტო პერსპექტივის შედევრია. გადაღებულია მასაი მარაში, კენია. (ფოტოგრაფი-უცნობია)

b71d6b76da00

ღრუბელი და გემი. ხედი აი პეტრის მთიდან. ყირიმის ნახევარკუნძული,შავი ზღვა, უკრაინა. (ფოტოგრაფი-ევგენი ტიმაშოვი)

vanik0

nothing interesting

მსგავსი ამბები

Back to top button