არქივი

რატომ ვცივდებით ყინვისას

5944713cdd45

იელსის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის ელენ ფოქსმანის (Ellen Foxman) და მისი კოლეგების კვლევა, საშუალებას იძლევა გავიგოთ გარემოს დაბალი ტემპერატურის როლი გაციებაში. გამოირკვა, რომ სიცივე ხელს უშლის ცხვირის ღრუს უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, რომლებიც ვირუსების შეკავებაზე არიან პასუხისმგებელნი. კვლევის დეტალური შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ PNAS-ში.

თაგვების შესწავლისას, ბიოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რინოვირუსების უმრავლესობა, უფრო მეტად მაშინ მრავლდება, როდესაც სხეულის ტემპერატურაზე ოდნავ ნაკლები ტემპერატურაა. სწორედ რინოვირუსები არიან პასუხიმგებელნი, ეგრეთ წოდებული გაციების წარმოქმნაში, და მათვე შეუძლიათ ასთმის შეტევების გამოიწვევს.

d46395404a8a

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორი ქცევა ახასიათებს ვირუსს ცხვირის ღრუში, სადაც ჩვეულებრივ ტემპერატურა 33-35 °С-ა, და შეადარეს იმავე ვირუსის ფილტვებში გავრცელებას, სადაც ტემპერატურა 37 °С-ა. გამოირკვა, რომ როდესაც ვირუსი უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე უჯრედებს უტევს, ორგანიზმი მათ უფრო ეფექტურად პასუხობს — გამოიყოფა უფრო მეტი ინტერფერონი და უჯრედების იმუნური პასუხი მატულობს. ცხვირის ღრუში კი, სადაც ტემპერატურა უფრო დაბალია, უჯრედები ვირუსსზე უფრო არაინტენსიურად რეაგირებენ, რაც მის სწრაფ გავრცელებას იწვევს.

d3c291256283

ამგვარად, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ცივი ჰაერის შესუნთქვა ორგანიზმის დაცვით ძალებს ასუსტებს და ხელს უშლის მას ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში. ამ გამოკვლევით მათ შეძლეს დაემტკიცებინათ ხალხში გავრცელებული, მაგრამ მეცნიერების მიერ ხშირად სადავო მოსაზრება, რომ გადაციება დაავადების რისკს ზრდის, თუმცა მის გამომწვევ უშუალო მიზეზს არ წარმოადგენს.

მსგავსი ამბები

Back to top button