კულტურაუცნაური

ინგლისის ეკლესიამ პირველი ქალი ეპისკოპოსი აკურთხა

0a4b2e6b53fa
ინგლისის ეკლესიამ პირველი ქალი ეპისკოპოსი აკურთხა, რითაც თავდაყირა დააყენა საუკუნეების საეკლესიო ტრადიცია, რომლის თაობაზეც აზრები ორად იყო გაყოფილი.

ეკლესიამ 48 წლის მღვდელი ლიბი ლეინი, რომელიც დაქორწინებულია და ორი შვილის დედაა, სტოკპორტის ეპისკოპოსად დაასახელა.

პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა ტვიტერზე დაწერა: „ვულოცავ მის უწმინდესობა ლიბი ლეინს პირველ ქალ ეპისკოპოსად კურთხევას. ეს ესტორიული მოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თანასწორობისთვის“.
ხანგრძლივი და ცხარე დებატების შემდეგ, ინგლისის ეკლესიის მმართველმა სინოდმა, ივლისში, ხმათა უმრავლესობით, ქალების ეპისკოპოსებად კურთხევა დაუშვა, ხოლო ოფიციალურად კანონი გასულ თვეში მიიღო.

ინგლისის ეკლესიაში ქალები მღვდლებად 1994 წლიდან მსახურობენ. ამ გადაწყვეტილებამ 470 მამაკაცი მღვდლის პროტესტის ნიშნად გადადგომა გამოიწვია. ბევრი მათგანი კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა.

ორი წლის წინ, ტრადიციონალისტი საერო წევრების წინააღმდეგობამ სინოდის კენჭისყრისას ქალი ეპისკოპოსების მომხრეთა დამარცხება გამოიწვია, რამაც მოდერნისტები და საეკლესიო იერარქები დააფიქრა.

ქალები ეპისკოპოსებად მსახურობენ აშშ–ში, ავსტრალიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში, თუმცა ანგლიკანური ეკლესიები მრავალ განვითარებად ქვეყანაში მათ მღვდლებად არ აკურთხებენ.

ლეინი დაქორწიენბულია მის უწმინდესობა ჯორჯ ლეინზე, რომელიც მანჩესტერის აეროპორტის კაპელანია.

ლიბი (ელიზაბეთ) ლეინი ქრისტიანობის მიმდევარია 11 წლიდან. იმ დროს, ის მარტო დადიოდა სოფლის პატარა ეკლესიაში, დერბიშირში. ბოლო 14 წლის მანძილზე ინგლისის ჩრდილოეთში, ჩესტერის ეპარქიაში მუშაობდა.

ის თავის ინტერესთა ჩამონათვალში აღნიშნავს სკოლის თვითმმართველობის წევრობას, სოციალური ინიციატივების წახალისებას, საქსოფონზე დაკვრის შესწავლას, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრობას, კითხვასა და კროსვორდების ამოხსნას.

 

წყარო : www.ginsc.net

მსგავსი ამბები

Back to top button