გასართობიკრეატივისაკითხავი

მათემატიკური ხრიკები


სკოლის დამთავრების შემდეგ ყოველ ჩვენგანს იმედი ჰქონდა, რომ დადგა ახალი დრო და ცხოვრებაში ყველაფერი წინ არის, პერიოდი, სადაც არ იქნება გამოცდები, ექსპერიმენტები, განრიგი, მორიგეობა და სხვა დანარჩენი, რითაც ასე დავიღალეთ სკოლის წლებში. თუმცა ზრდასრულმა ცხოვრებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

დავიწყოთ გამოცდებით, ისინი განრიგით კი არ არის დაწესებული, არამედ სპონტანურად, ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყველაზე მოულოდნელ მომენტში. მაგრამ ისინი მატებენ პიკანტურობას ჩვენს უფერულ ყოველდღიურობაში. ექსპერიმენტები ცხოვრებას გვიფერადებს, ხდის საინტერესოს და სახალისოს. განრიგი საჭიროა ცხოვრების გასამარტივებლად და არა – პირიქით. ასაკის მატებასთან ერთად ამას კარგად ვხვდებით. მორიგეობა სასარგებლოა ოჯახურ ურთიერთობაში. მაგალითად სამზარეულოში მორიგეობა ან ჩვენი შვილების საშინაო დავალების შემოწმება. ესე იგი ყველაფერი, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ სასარგებლო აღმოჩნდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დღესდღეობით საჭიროა თვითგანვითარება, რათა არ მოხვდე “ნაცრისფერ მასაში”, შეგეძლოს იცხოვრო “ჭკუით” და გახდე წარმატებული.
წარმოგიდგენთ 10 სწრაფ მათემატიკურ ხრიკს წიგნიდან “რიცხვების მაგია”.

1. როგორ დავითვალოთ მომსახურებისთვის ნაჩუქარი ფული სწრაფად

დავუშვათ, რომ რესტორანში ანგარიში 42 დოლარის მოგივიდათ და გსურთ მომსახურებისთვის დატოვოთ ამ თანხის 15%. პირველ რიგში ვითვლით თანხის 10%-ს, რაც ტოლია 4,20-ის. მიღებული რიცხვის ორზე გაყოფით, მივიღებთ 2,10-ს რაც სრული თანხის 5%-ია. თუ ამ რიცხვებს მივუმატებთ მივიღებთ (6,30) სასურველ 15%-ს.

$42-ის 15% = ($42-ის 10%)+ (($42-ის 10$) / 2)
$4,20 + $2,10 = $6,30

2. როგორ გავამრავლოთ სწრაფად

თუ ორ რიცხვს პირველი ციფრები ერთნაირი აქვს, ხოლო მეორეების ჯამი არის 10-, შეგვიძლია საკმაოდ მარტივად გავამრავლოთ. მაგალითად, 83 x 87 (პირველი ციფრები – 8, მეორე კი 3 + 7 = 10): პირველ ციფრს ვამრავლებთ ერთით მეტზე (8 x 9 = 72) და მეორე ციფრებს ვამრავლებთ ერთმანეთზე (3 x 7 = 21). მიღებულ მნიშვნელობებს ვწერთ ერთად, შედეგად მივიღებთ 7221.

3. გამრავლება 11-ზე

ყველამ ვიცით, რომ 10-ზე გამრავლებისას რიცხვს ემატება 0, მაგრამ იცით თუ არა, რომ არსებობს ორნიშნა რიცხვის გამრავლების ასეთივე ხერხი 11-ზე?

აიღეთ თავდაპირველი რიცხვი და დატოვეთ ადგილი ციფრებს შორის

(ამ მაგალითში განვიხილავთ რიცხვს 52):
5_2
ახლა მიუმატეთ ეს ციფრები ერთმანეთს და მნიშვნელობა ჩაწერეთ შუაში:
5_(5+2)_2
ამგვარად, თქვენი პასუხია: 572

თუ ციფრების მიმატებისას გამოვიდა ორნიშნა რიცხვი, უბრალოდ დაიმახსოვრეთ მისი მეორე ციფრი, ხოლო ერთიანი დაუმატეთ მისაღები პასუხის პირველ ციფრს:

9_(9+9)_9
(9+1)_8_9
10_8_9 ანუ 1089 – ეს ყოველთვის მუშაობს.

4. კვადრატში სწრაფად აყვანა

ეს ხერხი დაგეხმარებათ სწრაფად აიყვანოთ ისეთი ორნიშნა რიცხვი კვადრატში, რომელიც ბოლოვდება 5-ით. გაამრავლეთ პირველი ციფრი ამ ციფრს +1, ბოლოში კი მიუწერეთ 25. სულ ესაა!

25 კვადრატში = (2 x (2+1))
2 x 3 = 6
625

5. გამრავლება 5-ზე

მრავალი ჩვენგანი უბრალოდ იმახსოვრებს გამრავლების ტაბულას, მაგრამ როდესაც ეს ეხება დიდ რიცხვებს საქმე რთულდება. ეს ხერხი ძალიან მარტივია.

აიღეთ ნებისმიერი რიცხვი და გაყავით ორზე. თუ შედეგად მიიღებთ მთელ რიცხვს, მიუწერეთ ბოლოში 0.
თუ ვერ მიიღეთ მთელი რიცხვი, არ მიაქციოთ ყურადღება მძიმეს მიუწერეთ ბოლოში 5. ეს ყოველთვის მუშაობს:

2682x 5 = (2682 / 2) & 5 ან 0
2682 / 2 = 1341 (მთელი რიცხვია, ამიტომ მივუწეროთ 0)
13410

განვიხილოთ სხვა მაგალითი:

5887 x 5
2943,5 (მივიღეთ ათწილადი, გამოტოვეთ მძიმე მიუწერეთ 5)
29435

6. გამრავლება 9-ზე

იმისათვის, რომ ნებისმიერი რიცხვი 1-დან 9-მდე გაამრავლოთ 9-ზე, დაგჭირდებათ თითები. მოხარეთ თითი, რომელიც შეესაბამება გასამრავლებელ რიცხვს (მაგალითად 9 x 3 – მოხარეთ მესამე თითი), დაითვალეთ თითები მოხრილ თითამდე (ჩვენს მაგალითში 9 x 3 არის 2), ახლა დაითვალეთ მოხრილი თითის შემდეგ, (ჩვენს შემთხვევაში – 7). მივიღეთ პასუხი – 27.

7. გამრავლება 4-ზე

ეს საკმაოდ მარტივი ხერხია, თუმცა მხოლოდ ზოგიერთისთვის. საჭიროა მხოლოდ რიცხვის ორზე გამრავლება, შემდეგ ისევ ორზე.
58 x 4 = (58 x 2) + (58 x 2) = (116) + (116) = 232

8. რთული გამრავლება

თუ თქვენ გსურთ დიდი რიცხვების გამრავლება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ლუწია, შეგიძლიათ უბრალოდ გადააჯგუფოთ ისე, რომ მიიღოთ პასუხი:

32 x 125 იგივეა, რაც:
16 x 250 იგივეა, რაც:
8 x 500 იგივეა, რაც:
4 x 1000 = 4000

9. გაყოფა 5-ზე

სინამდვილეში დიდი რიცხვების 5-ზე გაყოფა საკმაოდ მარტივია. საკმარისია მხოლოდ გაამრავლოთ ორზე და გადაიტანოთ მძიმე მარცხნივ:

195 / 5
ნაბიჯი 1: 195 x 2 = 390
ნაბიჯი 2: გადავიტანოთ მძიმე: 39,0 ან უბრალოდ 39

2978 / 5

ნაბიჯი 1: 2978 x 2 = 5956
ნაბიჯი 2: 595,6

10. გამოკლება 1000-დან

იმისათვის, რომ გამოვაკლოთ რიცხვი 1000-ს, შეგიძლიათ ამ მარტივი ხერხით იხელმძღვანელოთ: გამოაკელით 9-ს ყველა ციფრი, გარდა ბოლოსი. ბოლო ციფრი გამოაკელით 10-ს. მაგალითად:

1000 – 648

ნაბიჯი 1: 9-ს გამოაკელით 6 = 3
ნაბიჯი 2: 9-ს გამოაკელით 4 = 5
ნაბიჯი 3: 10-ს გამოვაკლოთ 8 = 2
პასუხი: 352

გისურვებთ წარმატებებს!

წყარო: cluber.com   edu.aris.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close