არქივი

კატაკომბების ხელოვნება

05e02fb93b2f
სიტყვა “კატაკომბა” წარმოდგება ლათინური სიტყვისგან , რაც თხრილს ნიშნავს. რომის მიდამოებში მრავლად იყო ქვის მოსაპოვებელი კარიერები. ეს კარიერები ქრისტიანებმა მიცვალებულთა დასაკრძალად გამოიყენეს….

ქრისტიანობა რომის იმპერიაში ჩაისახა და საკმაოდ სწრაფად დაიწყო გავრცელება მთელ მის ფარგლებში. ქრისტიანობა ძირფესვიანად განსხვავდებოდა  იმ წარმართული კულტებისაგან რომელიც რომის იმპერიაში იყო გავრცელებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იყო ის რომ წარმართული მრავალღმერთიანობის ნაცვლად ქრისტიანობა- ერთღმერთიანი ანუ მონოთეისტური რელიგიაა.

პირველი ქრისტიანები რომის იმპერიაში დიდ დევნას განიცდიდნენ და იძულებულნი იყვნენ ფარულად შეკრებლილიყვნენ რიტუალების ჩასატარებლად. ამგვარი ფარული შეხვედრები რომში ე.წ. კატაკომბებში ხდებოდა. კატაკომბები მიწისქვეშ გათხრილი დერეფნების და სათავსების მთელი სისტემაა. აქ კედლებში საგანგებოდ გამოკვეთილ ნიშნებში (კუბიკულებში) ქრისტიანები თავიანთ მიცვალებულებს კრძალავდნენ. აქვე სრულდებოდა სულის მოსახსენებელი რიტუალები.
bc1abe3c3524

პირველი ქრისტიანები მხატვრობით ამკობდნენ კატაკომბებს. კატაკომბების მხატვრობა, როგორც წესი, თეთრ ფონზე სრულდებოდა. რომის კატაკომბების მხატვრობაში უამრავი გამოსახულება გვხვდება: მტრედი, ღუზა, ხე, ჯვარი, თევზი, ჩიტი, და ა.შ. გარდა ამისა, აქ ბიბლიისა და სახარების სიუჟეტური სცენები და ცალკეული წმინდანებიც გამოისახებოდა ხოლმე: ქრისტე კეთილი მწყემსის სახით, ღვთისმშობელი ყრმით, მიცვალებულები ლოცვის პოზაში ხელაპყრობილნი, ირმები წყაროსთან, ღიტები და ა.შ.
701f0093c261

დროთა განმავლობაში დადგინდა სცენების გამოსახვის წესი. წესების ამ ერთობლიობას იკონოგრაფია ეწოდება. ერთი შეხედვით, კატაკომბების გამოსახულებები არაფრით განსხვავდება რომის წარმართული მხატვრობისაგან, მაგრამ მთავარი მათი ახალი შინაარსი და სიმბოლური მნიშვნელობაა, რაც მხოლოდ ქრისტიანებმა იცოდნენ და ამიტომ მხოლოდ ისინი ახერხებდნენ მხატვრობის შინაარსისა და იდეის “ამოკითხვას”.
0fc10e9b6c00
d048a6b851ff

 

ინფორმაციის ნაწილი : sofojangulashvili.blogspot.com

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button