არქივი

გიტარის გაკვეთილი

3a0bf778611a

გიტარის გაკვეთილი დამწყებთათვის…

არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე გიტარაზე დაკვრა, თავიდან როგორც ყველას მეც გამიჭირდა მითუმეტეს მასწავლებლის გარეშე. დიდი ხანი ვეძებდი ვიდეო გაკვეთილებს და წიგნებს საიდან შეიძლებოდა დამეწყო სწავლა, როგორც ყოველთვის მიწევდა რთულად გაკეთება ყველაფრის და გავანებე თავი ვიფიქრე მასწავლებელთან მივალ და ის მასწავლის მეთქი, მაგრამ წავაწყდი youtube.com ზე ვიდეოს სადაც 30 ძირითადი აკორდის აღწერა იყო (ვინც იცის არ დაიწყოს რა პოვნა უნდოდაო დამწყები ბაიბურში არაა ამიტომ გაუჭირდება, როგორც მე). მოკლედ აი ეს ვიდეო…

ამ ვიდეოში რაც აკორდები იყო ამოვიწერე დავწერე რვეულში და შემდეგ დავიწყე სიმღერების ძებნა თავის აკორდებით და ერთ კარგ ქართულ საიტს წავაწყდი სადაც აკორდებია თავის სიმღერის ტექსტებით… მთავარ გვერდზე ვნახე მგზავრების “მთვარე” და შევედი
Mgzavrebi – Mtvare

G
როცა მთვარე ვარსკვლავებს ნახავს
Em
როცა ქარი მოყვება ზღაპარს
C
როცა ღამე მისურვებს ტკბილ ძილს
D7
მაშინ ვიწყებ უმიზეზოდ
G
ფიქრს, ამაო ლოდინს, არ უჩანს ბოლო
Em
ცხოვრება გაrbის, ფიქრები მხოლოდ
C
არ მინდა, არ მინდა, არა,
D7
მთვარემაც მიმატოვოს
G Em
წამო, მთვარე დავიაროთ, შემოვიაროთ
C D7
მთელი ღამე და ქუჩები, გადავიაროთ
G Em
წამო, მთვარე დავიაროთ, შემოვიაროთ
C D7
მთელი ღამე და ქუჩები, გადავიაროთ,
C D7 G
ხოდა, გადავიაროთ …

(ვიდეოს გულდასმით გადახედეთ და კარგი იქნება თუ ამოიწერთ რვეულში ამ აკორდებს უფრო გაგიადვილდებათ)
ვიდეოში უკვე ნასწავლი მქონდა ეს აკორდები მთავარი იყო მათი გადაბმა… დაახლოებით 3 საათში ამ სიმღერას ვუკრავდი თავიდან ბოლომდე.

შემდეგ მოყვა და მოყვა ნელნელა ხელიც მიმეჩვია. მოკლედ ასე დავიწყე მე და გირჩევთ თქვენც სცადოთ მაგრად გაგისწორდებათ მეც თავის დროზე მაგრად მიხაროდა ))))

მსგავსი ამბები

Back to top button