TECH & მეცნიერებაგართობა

5 თამაში რომლითაც არ მოიწყენ მეგობრულ გარემოში!!!

მეგობრობა

ხშირად ბევრი ჩვენგანი დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს მეგობრებთან ერთად ატარებს. იმისთვის რომ ეს დასვენება იმაზე უკეთესი გამოვიდეს ვიდრე ელით მე შევაგროვე რამდენიმე სახალისო თამაში რომელიც დაგეხმარებათ იცინოთ ბევრი და უკეთ გაიცნოთ თქვენი მეგობრები. სპეციალურ რეკვიზიტეს ეს თამაში არ მოითხოვს ამიტომ მოემზადეთ.

1. ქუდი “Шляпа”
ყველა მონაწილე იფიქრებს 10-10 სიტყვას, წერენ მათ ფურცლებზე და დებენ ქუდში. და შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო: მოთამაშეებმა უნდა ამოიღონ ფურცელი, მასზე დაწერილი სიტყვა უნდა ახსნან ან დახატონ ან მოძრაობებით აჩვენონ შეზღუდულ დროში ხოლო დანარჩენები ცდილობენ გამოიცნონ თუ რა სიტყვას ხსნის იგი. ვინც პირველი გამოიცნობს იღებს ქულებს ხოლო თამაშის მერე დაანგარიშებული ქულებით გამოვლინდება გამარჯვებული რომელსაც გადაეცემა რაიმე პრიზი…

games

2. ასოციაცია
ჯდებით კრუგში, ვიღაც იფიქრებს სიტყვას და ყურში ეუბნება მეორეს. მეორე სწრაფად ჩასჩურჩულებს ასოციაციას რაც პირველივე გაგონებაზე შეექმან. მეორე მესამეს მესამე მეოთხეს და ასე შემდეგ სანამ სიტყვა არ დაუბრუნდება ჩამფიქრებელს. თუ სპილოდან გამოგივათ სტრიპტიზიორი ჩათვალეთ თამაში გამოგსვლიათ.

3. მიცანი მე.
რამდენიმე ადამიანი ჯდება მწკრივში. ერთ ერთი მოთამაშე დგება და მან უნდა ამოიცნოს მწკრივში მჯდომი ადამიანები თვალებახვეულმა. შესაძლებელია შეხება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელებზე ფეხებზე თმაზე და ასე შემდეგ გააჩნია რაზე ხართ წამსვლელი.

game
4. ჯენგა
ხის კუბიკებით იგება კოშკი, ისე რომ ყველა სართულზე იცვლება წყობა. შემდეგ მოთამაშეებმა უნდა გამოიღონ თითო კუბიკი რიგრიგობით ისე რომ არ დაანგრიონ კოშკი. ის ვინც კოშკს დაანგრევს ითვლება წაგებულად ხოლო ვიც ყველაზე მეტი კუბიკი გამოიღო მოგებულია.

5. საიდუმლოს მცველი
ძალიან ცნობილი და ტვინისმჭამელი თამაშია. წამყვანი იფიქრებს ფრაზას რომელიც ყველა მონაწილისთვის ნაცნობია, შეიძლება სლოგანი ციტატა და ასე შემდეგ. ამბობს სიტყვების რაოდენობას მასში. შემდეგ მოთამაშეები წამყვანს ეკითხებიან ნებისმიერ შეკითხვას. ყველა პასუხში უნდა იყოს ერთი სიტყვა ჩაფიქრებული ფრაზიდან. პასუხი უნდა ჩაატიოთ ერთ წინადადებაში. პასუხების გაანალიზების შემდეგ მოთამაშეები გამოთქვამენ თავის ვერსიებს “საიდუმლო ფრაზის” შესახებ.

gam

devilmaycry

Im nebo

მსგავსი ამბები

Back to top button