საკითხავისასარგებლო

რა არის სამართალი?

ადამიანებმა კაცობრიობის ისტორიაში მიაღწიეს იმ ეტაპს,როდესაც მათ სჭირდებათ რაღაც ის,რაც იქნება მათი და მათი უფლებების დამცველი. აქედან კაცობრიობა თესავს ახალ მარცვალს, მარცვალს,რომელსაც სამართალი ეწოდება.
კაცობრიობის არსებობაში უმთავრეს როლს თამაშობს ისტორია, რომ არა ისტორია,არაფერს ექნებოდა აზრი. ისტორიის შემდეგ იერარქიით ასპარეზზე გამოდის სამართალი,რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ისტორია.
სამართალი იქმნება კერძოდ სამართლიანობისგან, თვით ბიბლიაში, რომელიც სამართლის ერთ-ერთ წყაროდ შეგვიძლია ჩავთვალოთ,ნახსენებია სამართლის შესახებ. თვით მოსეს 10 მცნება უკვე მიგვითითებს სამართლის შესახებ. კაენის მიერ აბელის მოკვლა,ასევე სამართლიანობის ერთ-ერთი მაგალითია. ანუ სამართალი კონკრეტულად არ შექმნილა, თვით დრომ და კაცობრიობის ისტორიაში განვლილმა მოვლენებმა ჩამოაყალიბეს სამართალი. უფრო სწორად რომ ვთქვათ დაგვანახეს,განგვიმარტეს ის არსი,რომელიც სამართალს ახასიათებს.
არა მხოლოდ იურისტებისთვის სამართალი უნდა იყოს ესოდენ მნიშვნეოვანი. სამართალი ყველა პროფესიის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი,სამართალი ფიზიკას ჰგავს, ყოველი ჩვენი ქმედება,ნაბიჯი სამართლისა და სამართლიანობის ნაწილია.

სამართლის წარმოშობის მრავალი ისტორია არსებობს. მოდით განვიხილოთ ამ თემებიდან ორი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას რეალობასთან.
ადამიანებმა დაიწყეს თანაცხოვრება,მათ ჩამოაყალიბეს ე.წ. ჯოგი. ჯოგში გაჩნდა სხვადასხვა ინტერესები, შემდეგ ჯობი იქცევა გვარად,თემად. აქ უკვე მკვიდრდება მატრიარქატი და ოატრიარქატი. ადამიანები თანაცხოვრების შენარჩუნებისათვის იგონებენ მას,რაც ყველასთვის იქნება ერთი. მას რასაც იდეოლოგია დასარწმუნოება ეწოდება.საერთო სარწმუნოების თემი უფრო მტკიცე იერსახეს იძენს, მაგრამ თემში ხშირია უთანხმოებები,ისინი მიმართავენ ბელადს კონკრეტული თემის გადასაჭრელად,ხოლო ბელადი წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ პრობლემებს. იგივე ამბის განმეორების თავიდან აცილების მიზნით ბელადი აწესებს ნორმებს,რომელთა დაცვა ყველასათვის აუცილებელია, თვით ბელადისთვისაც კი. მაშიდელი ნორმები არ იყო ისეთი სიბრძნით და გამჭრიახობით სავსე,როგორც დღეს არის. ბელადი აწერებდა ჩვეულებრივ წესებს, მაგ. ის,რომ ქალის მოვალეობა ბავშვის მოვლაა,ხოლო მამაკაცისთვის ნადირობა და მოპოვებული ნადავლით ოჯახის რჩენა, თუ მამაკაცენი ვერ მოიპოვებდნენ ნადავლს,ქალი ვალდებულია სხვა თემელ კაცებთან ერთად წავიდეს ტყეში და მოიპოვოს კენკროვანი ან ბალახისმაგვარი საკვები. ჯერ-ჯერობით ასე ითესება სამართლის მცირე მარცვალი. უკვე შემდგომ თემში მკვლელობის აღმოჩენისას ბელადი აწესებს კიდევ ერთ ნორმას, სასჯერლს მკვლელობის ჩადენისას. ასე იზრდება ის მარცვალი პატარა სამართლის ნერგად. სხვა თემელებთან ომიანობის პერიოდში ბელადი ქმნის ახალ ნორმებს, რომელიც იცავს თავისი თემის სუვერენიტეტს. ასე ის ნერგი იქცევა უკვე პატარა სამართლის ხედ. უკვე შემდგომ სამართლის ხე მყარდება,როცა შემდგომ ყალიბდება ახალი ნორმები,რომელსაც მოვყავართ დღევანდელი სამართლის საბოლოო ვერსიამდე.

მეორე ვერსია უკვე შემდგომ პერიოდებს ეხება, კერძოდ ისტორია გვიამბობს სამართლის ჩამოყალიბების შესახებ. ისტორია გვიამბობს ვაჭარზე,რომელსაც თავისი საქოლის დაცვა სურს სხვებისგან, ამიტომ ის ავალდებულებს იმდროინდელ ხელისუფლებას, რომ შემოიღოს შესაბამისი ნორმები,რომელიც დაიცავს მას,მის ინტერესებს და რა თქმა უნდა მის საქონელს, მაგრამ ყველაფერი ეს არ წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას თუ არა ზემოთ პირველად ნახსენები სამართლის წარმოქმნის შესახებ პირველყოფილ ადამიანებში.
სამართალი ერთ-ერთი ურთულესი საზოგადოებრივი ინსტიტუტია და იგი ისევე, როგორც სახელმწიფო,საზოგადოებრივი განვითარების შედეგია. სანამ გადავიდოდეთ ზოგადად სამართალზე,მინდა ავღნიშნო რომ სამართალი არ არის ზუსტი მეცნიერება,ის მუდმივად ცვალებადია. შეუძლებელია რომ სამართალში მივიდეთ კონკრეტულ დასკვნამდე და ამ დასკვნის დედა აზრი მომავალში არ შეიცვალოს.

როგორც ვახსენეთ კაცობრიობისადმი სამართლის მნიშვნელობა მართლაც, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია. რა შეიძლება მომხდარიყო თუ არ იქნებოდა სამართალი? ალბათ ყველას გაგონილი გაქვთ ,,პანდორას“ ყუთზე,მითი,რომლის მიხედვითაც თუ მოხდება პანდორას ყუთის გახსნა, იქიდან 1000 უბედურება დაიხსნის თავს,რომელთა შორისაც ერთ-ერთია ქაოსი. აქედან მინდა ვთქვა,რომ არა სამართალი,ალბად დღეს პანდორას ყუთის ერთ-ერთ ნაწილს ქაოსს დავაკმაყოფილებდით. წარმოვიდგინოთ ქვეყანა სადაც ხალხი არ არის შებოჭილი კანონით,ქვეყანა რომელიც სავსეა მკვლელობებითა და ძარცვებით,ხალხი მოქმედებს ისე,როგორც უნდა,ასახიჩრებს,შეურაცხყოფას აყენებს სხვებს და ა.შ. შემზარავია არა?

სამართალი და სამართლიანობა ადანობის ცხოვრების განუყუფელი ნაწილია ისე,როგორც წყალი და ჯანგბადი, რომ არა სამართალი და სამართლიანობა დღესაც ჯოგული წყობილება ექნებოდა კაცობრიობას.
სამართალი და სახელმწიფო ერთმანეთთანაა დაკავშირებული,რომ არა სამართალი არც სახელმწიფო იარსებებდა და პირიქით. ასევე მჭიდრო კავშირშია ადამიანი და სამართალი. სამართალი ეხმარება ადამიანს პიროვნების ჩამოყალიბებაში,ხოლო ადამიანი სამართალს არსებობაში. რომ არა ადამიანო მაშ ვისთვის უნდა დაწერილიყო სამართალი. ცხოვრებაში ყველა მთავარი ფაქტორი ერთმანეთთან არის კავშირში. ისინი წარმოადგენენ ე.წ. ჯაჭვურ რეაქციას,რომლის გაწყვეტის შემთხვევაში დაინგრევა ყველაფერი. დღეს არსებული,რასაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა და ავითარებდა.

zukrika

დაინტერესებული ვარ ამ ბლოგით, მინდა გავაცნო და გავუზიარო ჩემი სიახლეები სხვებს.

მსგავსი ამბები

Close
Close