კრეატივისაკითხავისასარგებლო

ჩვენი პლანეტის ფილტვებად წოდებული ამაზონის დაბლობი.(ნაწილი 1)


ამაზონი მსოფლიოს მდინარეებს შორის მეორე ადგილზეა სიგრძის მიხედვით. იგი მიედინება სამხრეთ ამერიკაში დასავლეთიდან აღმოსავლეთში. მისი სიგრძე 6440 კმ-ს  (4 000 მილი) აღწევს. წყლის სიუხვის მიხედვით  კი იგი პირველია მსოფლიოში.  ამაზონს 1000-მდე შენაკადი აქვს და მსოფლიოს სამდინარო წყლის მეხუთედს მოიცავს. ამაზონის გარშემო განლაგებულია ამაზონის დაბლობები, რომლებიც ტყით არის დაფარული ძალიან ნოტიოა. ამაზონის სიგრძე 6440 კმ მაგრამ მასზე არცერთი ხიდი არ არის.


ამაზონის დაბლობები დაფარულია ხშირი, ტროპიკული ტყეებით რომელებშიც მრავალფეროვანი ცხოველთა და მცნარეთა სამყაროა. აქ ნახავთ მსოფლიოში გავრცელებული მცენარეების თითქმის მეოთხედ ნაწილს. მაგალითად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტყის 10-კმ-იანი მონაკვეთზე მეცნიერებმა 750 სახეობის მცენარე აღმოაჩინეს! ტროპიკული ტყეები გვამარაგებს კაუჩუკით, ხის მასალით,თხილით. სხვადასხვა მცენარის ფოთლებისა და ფესვებისაგან ბევრი სამედიცინო პრეპარატი მზადდება. ასევე, ეს ტყეები გვამარაგებს ჟანგბადითრომელიც ყველა ცოცხალიორგანიზმისათვის აუცილებელია.


ამაზონის დაბლობის ტროპიკული ტყეების გაჩეხის გამო, აქ ბინადარი ცხოველები და მცენარეები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ფერმების მაღაროებისა და გზების ასაშენებლად ტყის უზარმაზარ ტერიტორიებს წვავენ. ცეცხლის კვამლი აბინძურებს ჰაერს. იქ კი, სადაც ადრე ხშირი ტყე იყო , ცარიელი უდაბნო რჩება.
ბევრი მცენარე და ცხოველი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაცვის ქვეშ იმყოფება, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.

თუ მოგეწონათ ისევ დავდებ შემდეგ ნაწილს რომელშიც უკვე ამაზონში მცხოვრები ტომების შესაჴებ იქნება ^–^

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close