ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

The Sacrament of the Last Supper (საიდუმლო სერობის საიდუმლოება)


მინდა მოგითხროთ სალვადორ დალის ძალიან სანტერესო ნახატის შესახებ „საიდუმლო სერობის საიდუმლოება“. ამ ტილოს პირველად მაშინ წავაწყდი, როდესაც პრეზენტაციაზე ვმუშაობდი და ვცდილობდი გამერჩია საიდუმლო სერობის რამდენიმე ნამუშევარი. დალის საიდუმლო სერობა ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ტილო გახლდათ ჩემს პრეზენტაციაში, როგორც ავტორის ოსტატობის, ისე მისი შინაარსის თვალსაზრისით. პირადად მე მომხიბლა სიმბოლოების ასეთმა ოსტატურმა დამალვამ.

თავდაპირველად მაყურებლის მზერა მიპყრობილია ცენტრისკენ. მხატვარმა ქრისტე განათავსა ნახატის შუაგულში, სინათლის წყარო კი – ზუსტად ქრისტეს თავზე, ამ ხერხით ქრისტე დომინანტური ფიგურა ხდება ნახატში. მხოლოდ ამის დანახვის შემდეგ და მისი მარჯვენა ხელის ჟესტის შემდეგ, მაყურებელი აიხედავს ნახატის მაღლა და დაინახავს მეორე ფიგუგრას, რომელიც მეორე მხრივ დომინირებს ნამუშევარში.

ჟესტები

იესოს ჟესტიკულაცია ასეთია: მარცხენა ხელით ის საკუთარ თავზე მიუთითებს, ხოლო მარჯვენა ხელით უზარმაზარ და მისტიკურ ფიგურაზე. რას უნდა ნიშნავდეს უზარმაზარი ტანი? არის ეს სიმბოლური თუ მას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს? ვხედავთ, რომ ფიგურა მამაკაცია, მაგრამ მას სახე არ აქვს, ისევე როგორც იესო, ზედა ფიგურაც გამჭვირვალეა, შესაძლებელია, თუ არა, რომ ორივე ფიგურა ერთიდაიგივე, იესო ქრისტე იყოს? მათ შორის მსგავსებას, გარდა იმისა, რომ ორივე კაცია და ორივე გამჭვირვალეა, ერთმანეთს იმითაც გვანან, რომ ორივეს ერთნაირი ფერის კანი აქვთ და არცერთს არ აქვს ჯვარცმის შემდგომი ჭრილობები. განსხვავება მათი სხეულების ზომებშია, ასევე ტანისამოსსა და თმაშიც. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ორი ფიგურა ერთი და იგივე არ არის. მაშინ ვინ არის ის ფიგურა, რომელზეც მიუთითებს იესო და რომელიც მასზე ბევრად დიდია? შეიძლება ეს იყოს მამა ღმერთი?

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: 5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? 6. უთხრა მას იესომ: მევარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. 7. მე რომ მიცნობდეთ მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. 8. ფილიპემ უთხრა: უფალო გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. 9. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? 10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაშ ვარ და მამა – ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. 11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი – ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. 12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.

იოანე (14:5-12)

იესოს ჟესტის ინტერპრეტაციის შესანიშნავი მაგალითია მისი პასუხი: „ვინც მე მიხილა“ ხელს ადებს საკუთარ თავს, „მან იხილა მამაც“ მიუთითებს ფიგურას, რომელსაც ამდენი საერთო აქვს იესოსთან. ასევე აღსანიშნავია შესაბამისი ადგილი მამა ღმერთის ფიგურისა ტილოზე ისე, რომ არ გამოჩენილიყო მისი სახე. ძველი აღთქმის მიხედვით ვერავინ იხილავს უფლის სახეს: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“.

სივრცე

ნახატში სივრცე გაყოფილია 12 ნაწილად ხუთკუთხედების მეშვეობით. არასოდეს ყოფილა მამა ღმერთი, იესო და მაყურებელი ასე ახლოს ერთმანეთთან, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ადამიანი გარდაიცვლება და სამოთხეში მოხვდება. სწორედ სამოთხეს შეიძლება წარმოადგენდეს თორმეტკუთხა სივრცე. ამას მაფიქრებინებს არა მარტო ეს საინტერესო და მშვიდი პეიზაჟი არამედ ორი ნავი. ნავთსაყუდელი ხომ სწორედ ის ადგილია, რომლისკენაც ყველა ქრისტიანი მიისწრაფვის. სწორედ სამოთხედ შეგვიძლია მივიჩნიოთ სივრცე, რომელსაც თორმეტკუთხედი ქმნის.

თორმეტი ფიგურა მაგიდის გარშემო

თორმეტი ფიგურა, რომლებიც დაჩოქილნი არიან მაგიდის გარშემო პატივის მისაგებად, აუცილებლად მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას. ტრადიციული სიმბოლიზმის გათვალისწინებით, ადვილად ამოვიცნობთ მათ, ეს ქრისტეს 12 მოწაფეა, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ საიდუმლო სერობაზე. თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ, რამდენიმე მათგანის გარდა, 12 მოწაფე სინამდვილეში ერთმანეთის ასლები არიან. ისინი არ განსხვავდებიან თმით, პოზითა და ტანისამოსით და ასევე შუქით, რომელიც მათ ეცემა. ნამდვილი განსხვავება მხოლოდ სამოსის შეცვლილი ფერებია: ლურჯი და ოქროსფერი. ოქროსფერი მეორდება ლურჯმოსასხამიანი მოწაფის თმის ფერში და ასევე ნავის ფერშიც, რომელიც იესოს გამჭვირვალობის წყალობით ჩანს. ფიგურები იდეალიზირებულია. შეგვიძლია ისინი ჩავთვალოთ ქრისტეს 12 მოწაფედ, თუმცა ისინი არ არიან ისტორიული თორმეტი მოწაფე, ამ ნახატში, ისინი უცხოდ რჩებიან. განსხვავებით ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობისა, სადაც 12 მოციქულის ვინაობა ადვილად ამოსაცნობია, დალის ნამუშევარში 12 მოციქულის ვინაობას არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა. უფრო მნიშვნელოვანი მათი ქმედებაა და არა მათი იდენტიფიცირება. ისინი მოწიწებით იჩოქებენ, ლოცულობენ და თაყვანს სცემენ, მაგრამ მათი ყურადღება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენთვის, არაა მიპყრობილი ქრისტესკენ. მართლაც, მათ თითქოს არ იციან ფიგურის არსებობისა და მათ შორის ყოფნის შესახებ. არცერთი მათგანი ხილულად არ გამოხატავს იესოს იქ ყოფნას, სწორედ შესაძლოა ამიტომაცაა რომ იესო არ ზის მაგითასთან აშკარად. ჩვენ ვხედავთ მისტიკურ, გამჭვირვალე და სულიერ იესოს, მაგრამ იესო ფიზიკურად არ იმყოფება იქ და ამიტომ არცერთი თორმეტთაგანი არ გამოხატავს არაფერს, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იესო იქ იმყოფება. მოციქულთა თავები დახრილია სამსხვერპლოს წინაშე და არა ისესოსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ის, რაც შთააგონებთ თაყვანისცემასა და ლოცვას მოციქულებს, მაგიდაზეა, მყარი და აშკარა ჩრდილებით, იესოს ფიგურისგან განსხვავებით: პური და ღვინო, წმინდა ზიარება, საიდუმლო სერობის სიწმინდე და საიდუმლო. და აქ მივადექით ნახატის მნიშვნელობას. ის, რაც ამ ნახატზეა წარმოდგენილი არ არის საიდუმლო სერობა. ყველ შემთხვევაში არა ისტორიული საიდუმლო სერობა, როგორიც ლეონარდომ დახატა. სინამდვილეში ჩვენს წინაა სწორედ ის, რაც ნამუშევრის სათაურია. საინტერესოა ასევე, რომ  დალისა და შეიფერის კომენტარები, როცა ეხებიან ფიგურათა, როგორც მოციქულთა საკითხს, არ აღმოჩნდა დამხმარე: „მას შემდეგ რაც წარმოვიდგენთ საიდუმლო ორგანიზაციას, თითოეული მოციქული უნდა იყოს ნათლად ერთბაშად აღტყინებული ისევე, როგორც მზეს შემოხვეული თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი.“ (სალვადორ დალის კომენტარი). შეიფერი: „ჩვენ გვაქვს საიდუმლო სერობის საიდუმლოება.“ ჩვენ გვაქვს ნახატი, რომლის თემაც იესოს არსებობა ევქარისტიაში. ზიარების საიდუმლო კათოლიკური მისტიციზმის ქვაკუთხედია და განსაკუთრებით კათოლიკური მისტიკური დასასრულისა, რომელმაც მიიქცია დალის ყურადღება.  ზიარების საიდუმლო და მნიშვნელობა შემდეგია: რაღაც გზით, ქრისტე მართლაც არის ზიარების დროს ღვინოსა და პურში და ზიარების საიდუმლოს თანახმად ქრისტეს სისხლი და ხორცი გადადის მორწმუნის სხეულშიც ზიარების მიღების შემდეგ. ზიარების კლასიკური განმარტება – აღქმადი ნიშანი უხილავი რეალობისა – გადმოსცემს კათოლიკური ზიარების მიღების იდეას, რომ ხილული ნიშნებით (ღვინო და პური), რომელიც წარმოდგენილია მაგიდაზე, მყარი და არსებულია და აღქმადია თორმეტი ფიგურისთვის მაგიდის გარშემო, უხილავი რეალობა, თვით ქრისტე, ღმერთის საიდუმლო დედამიწაზე, გამოხატული მამა ღმერთი ამ მისტიკურ ოთახში ნამდვილია და ნამდვილად არსებობს. დალის ინიციატივა არ ყოფილა ის, რომ დაეხატა ჩვეულებრივი საიდუმლო სერობა, მიუხედავად იმისა, რომ თორმეტი უცნობი ფიგურა მაგიდის გარშემო გვახსენებს ისტორიულ შემთხვევას. დალის ნამდვილი განზრახვა, რომელიც მან ოსტატურად შეასრულა ტილოზე, იყო ის, რომ შეეხსენებინა ჩვენთვის, თუ რა იმალება თითოეულ უქმე დღეს პურისა და ღვინის მისტიკურ მნიშვნელობაში: ის, რომ თაყვანისცემა აქ დედამიწაზე ნამდვილს ხდის სამოთხეში თაყვანისცემის რეალობას. ქრისტეს ნამდვილად არსებობა ნიშნავს მამა ღმერთის არსებობასაც. საზოგადოება, რომელიც შეკრებილია ამ სასწაულის ხილვისთვის – ეკლესია – გვიჩვენებს სულიწმინდის არსებობასაც და სადაც არის სამება, იქ იქნება სამოთხეც, ჩვენი თვალებისგან დაფარულად, მაგრამ ნაგრძნობი და აღქმული ჩვენი ლოცვის დროს.

შეიფერი, თეოლოგი, გზას ასცდა მაშინ, როცა ეგონა, რომ სალვადორ დალის საიდუმლო სერობის საიდუმლოება გამოხატავდა ტრადიციულ ვახშამს 12 მოციქულთან ერთად. ჩვენი თვალი მიჩვეულია ლეონარდო და ვინჩის შედევრის შემდეგ 13 ფიგურის დანახვისთანავე მის აღქმას საიდუმლო სერობის ტრადიციულ მნიშვნელობად. მაგრამ ამ ნახატზე ჩვენ ვაწყდებით ნიშნებს, რომლებიც განასხვავებს ტილოს შინაარს ტრადიციული საიდუმლო სერობისგან: იესოს, რომელიც ზის, შეუცნობელი სულიერი ბუნება, არავითარი კავშირით მის მლებლებთან მაგიდასთან, და იმავე ბუნების ბუნდოვანი ფიგურა მის თავზე და სივრცე, რომელშიც იმყოფებიან, დაუყოვნებლივ მიანიშნებს მაყურებელს, რომ ისინი ხედავენ რაღაც განსაკუთრებულსა და იშვიათს საიდუმლო სერობის სახით. დალის საიდუმლო სერობის საიდუმლო მართლაც ამაღელვებელი და საინტერესო ტილოა რაც კი ოდესმე შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში.

გამოყენებული მასალები : sacramentofsupper.blogspot.com

მსგავსი ამბები

Close
Close