გასართობისაკითხავისასარგებლო

პიეტა – მიქელანჯელო


პიეტა ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლის მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერებაა. ლეგენდის მიხედვით სიკვდილმისჯილი მშობელი ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავენ ქალის სახით. პიეტას აგრეთვე უწოდებენ ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მიცვალებული იესო). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია.

ქანდაკება გამოსახავს ღვთისმშობლის კალთაზე დასვენებულ მიცვალებული იესოს სხეულს ჯვარცმის შემდეგ. ნამუშევრის თემა ჩრდილოეთში წარმოიშვა, პოპულარული იყო საფრანგეთში ამ დროს (1498-99), მაგრამ არა იტალიაში.

ქანდაკების სტრუქტურა პირამიდულია, და „პირამიდის წვერო“ ემთხვევა ღვთისმშობლის თავს. ქანდაკების ფიგურები არაპროპორციულია, ამის მიზეზი ის სირთულეა, რომელიც მოქანდაკეს დააწვა: ზრდასრული კაცის სხეული უნდა გაეწვინა ქალის კალთაზე. ღვთისმშობლის სხეულის დიდი ნაწილი დაფარულია მოსასხამით. მიქელანჯელოს პიეტას ინტერპრეტაცია განსხვავებულია სხვა ხელოვანთა შემოქმედებისგან, რადან მან გამოაქანდაკა სრულიად ახალგაზრდა ღვთისმშობელი და არა მოცუხი ქალი, რომელიც 50 წელს ზემოთაა.

ჯვარცმის ნიშნები თითქმის არ ჩანს, გარდა პატარა ნაჩხვლეტებისა და ჭრილობისა იესოს გვერდზე.

ქრისტეს სახე არ ამჟღავნებს წამების ნიშნებს. მიქელანჯელოს, სავარაუდოდ არ უნდოდა, რომ პიეტას მისეულ ვერსიას წარმოედგინა სიკვდილი, არამედ მას უფრო უნდოდა ეჩვენებინა გარდაცვალების რელიგიური ხედვა და მშვიდი სახე იესოსი, ამგვარად ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირისა ქრისტეს ფიგურის საშუალებით.

 

ღვთისმშობელი 33 წლის შვილის კვალობაზე ძალიან ახალგაზრდად გამოიყურება, რაც შეუსაბამოა იმ დროის სხვა ნამუშევრებისთვის, რომლებიც დატირების სცენას გამოსახავს. უამრავი ახსნაა შემოთავაზებული ამის თაობაზე. ერთ-ერთი არის ის, რომ ახალგაზრდობა სიმბოლურად გამოხატავს უხრწნელ სიწმინდეს, რადგან მიქელანჯელომ საკუთარ ბიოგრაფს ასეთი რამ უთხრა:

„იცი, რომ უმანკო ქალები უფრო დიდი ხნით რჩებიან ნორჩნი, ვიდრე ისისნი, ვინც არ არიან უბიწონი? როგორ შეიძლება ღვთისმშობლის, რომელსაც არასოდეს განუცდია ეს ავხორცობისკენ სწრაფვა, შემთვევაში შეცვლილიყო მისი სხეული?“

სხვა ახსნა გვთავაზობს, რომ მიქელანჯელოზე გავლენა იქონია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივმა კომედიამ“.  სამოთხეში, წმინდა ბერნარდი, ღვთისმშობლის მიმართ ლოცვის დროს წარმოთქვამს ასეთ სიტყვებს: „დედაო მარიამ, შენი ვაჟის შვილო“ (“Vergine madre, figlia del tuo figlio“).

 

ფორმალური შეთანხმების მიხედვით პიეტა უნდა ყოფილიყო რომში ყველაზე მშვენიერი ხელოვნების ნიმუში, რაც არცერთ ცოცხალ ოსტატს არ შეეძლო მიქელანჯელოზე უკეთ რომ გაეკეთებინა. მიქელანჯელომ ეს თხოვნა ისე შეასრულა რომ მისმა პიეტამ გადააჭარბა არა მხოლოდ იქაურ ხელოვნების ნიმუშებს, არამედ თავად ანტიკური ბერძნების და რომაელების ნამუშევრებს, სტანდარტებს რითაც საერთოდ ხელოვნება ისაზღვრებოდა.

ქრისტეს დატირება  იყო თემა რომელიც პოპულარული იყო ჩრდილო ევროპულ ხელოვნებაში რადგან მეთოთხმეტე საუკუნე ტრადიციულად ფოკუსირდებოდა მარიამის და იესოს ფიგურების ტკივილზე. მაგრამ მიქელანჯელოს ინტერპრეტაციამ, თუ როგორ უჭირავს მარიამს მკვდარი ქრისტე თავის ხელებში აღსანიშნავია რენესანსის ჰუმანისტური იდეალების- ფიზიკური სრულყოფილების და მშვენიერების. მიქელანჯელომ აღნიშნა ეს მომენტი, გაყინა დროში, და აირჩია რომ მარიამი გამოეჩინა როგორც ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ვისაც გრაციოზულად ჰყავს დასვენებული საკუთარი შვილის და მხსნელის უსიცოცხლო სხეული საკუთარ მუხლებზე. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მის შედევრს ისე ჩანს თითქოს მარიამის ცალი ხელი გაწელილია და ამით განსაკუთრებულად ჩანს მისი შვილის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება. ასეთი შუემჩნეველი და ეფექტური დეტალი განსაკუთრებით აღსანიშნავი ხდება მაშინ, როდესაც ვიხსენებთ მიქელანჯელოს ასაკს, ის 24 წლის იყო როცა პიეტა დაამთავრა.

მიქელანჯელოიყენებდა სისწრაფეს რომ ძალიან მაღალ დონეზე გაეპრიალებინა და თითქმის შეუძლებლად გაერეალურებინა ჩვეულებრივი ცივი ქვები. და მიქელანჯელოს გენია მდგომარეობდა მის ტრიანგულარ ფორმაში, და მან შესანიშნავად იცოდა ანატომია, რაც მას ძალიან ეხმარებოდა საკუთარი ქმნილებების შექმნაში. და გიორგიო ვასარის მიხედვით, პიეტას დამთავრების შემდეგ მან გაიგო თითქოს პიეტა სხვისი ნამუშევარი იყო, ვინმე ქრისტოფერო სოლარის. და მიქენალჯელომ ამოტვიფრა საკუთარი სახელი მარიამის მკერდზე. პიეტა არის მისი საუკეთესო ნამუშევარი და ერთ-ერთი საუკეთსო გამოსაკვლევი ხელოვნების ნიმუში იტალიურ რენესანსში.

მსგავსი ამბები

Close
Close