გასართობისაკითხავისურათები

შეშლილთა პორტრეტები

ქალი, რომელიც იტანჯება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით
1821 წლის ბოლოსთვის, რომანტიზმის წამყვანი მხატვარი საფრანგეთში, თეოდორ ჟერიკო, დაბრუნდა ინგლისიდან, სადაც ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და სადაც ხალხს თავი მოეყარა მისი შედევრის, „მედუზას ტივის“ სანახავად, რომელიც გამოფენილი იყო ეგვიპტურ ჰოლში, ლონდონში. მიუხედავად გამოფენის წარმატებისა, საფრანგეთის მთავრობამ მაინც უარი განაცხადა ნახატის ყიდვაზე და ჟერიკოს უზარმაზარი ხარჯები ნიშნავდა, რომ მხატვარი განიცდიდა ფულის ნაკლებობას და ყველა შემთხვევაში ის უნდა გადასულიყო სხვა ამბიციურ და ძვირ, დიდი მასშტაბის პროექტზე, ისეთზე, როგორიც „მედუზას ტივი“ გახლდათ. ჟერიკოს ჯანმრთელობაც უფრო და უფრო გაუარესდა. საფრანგეთში დაბრუნებისას, საგზაო ავარიას გართულებები მოჰყვა, რომელმაც გამოიწვია სიმსივნის განვითარება ხერხემალზე და რომელიც მისთვის ფატალური აღმოჩნდა. თეოდორ ჟერიკო 32 წლის ასაკში, 1824 წლის იანვარში დაიღუპა.

 

ალბათ უმნიშვნელოვანესი მიღწევა მხატვრისა გარდაცვალებამდე შესრულებული პორტრეტები იყო, რომლებიც სიგიჟეს გამოხატავდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად მხატვარმა 10 მათგანი დახატა, თუმცა მხოლოდ ხუთმა მათგანმა მოაღწია ჩცენამდე: კაცი, რომელიც იტანჯება სამხედრო მეთაურის სიცრუით; კლეპტომანი; ქალი რომელიც იტანჯება გადაჭარბებული შურით; აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილი ქალი და ბავშვთა მტაცებელი.

 

 

არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია იმ ნახატების შესახებ, რომლებიც დაიკარგა. მხატვრის პირველი ბიოგრაფის მიხედვით, ჟერიკომ ისინი დახატა ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ ჟან ჟორჟისთვის, სალპეტრიერის, ქალთა თავშესაფარი პარიზში, მთავარი ექიმი. ნახატების მფლობელი ჟორჟი გახლდათ, როცა მათი შემქმნელი გარდაიცვალა.

 

შექმნის სამი თეორია

კაცი, რომელიც იტანჯება სამხედრო ფუფუნებით

როგორ შეხვდა ეს ორი პიროვნება უცნობია. სავარაუდოდ, ჟერიკო ჟორჟის პაციენტი იყო, ან ისინი ბუჟონის (beaujon) საავადმყოფოში შეხვდნენ, საიდანაც ჟერიკომ წაიღო გაკვეთილი კიდურები, რათა შეესწავლა ისინი ნახატის შესაქმნელად, ნახატი კი ყველასათვის კარგად ცნობილი „მედუზას ტივია“. რაც ყველაზე უფრო საკამათოა, არის ჟორჟის როლი ნახატების შექმნაში. არსებობს სამი მოსაზრება. პირველი ორი მოსაზრება პორტრეტებს უკავშირებს ფსიქოლოგიურ ტრამვას, რომელიც ჟერიკომ განიცადა შედევრის შექმნის დროს, და ნერვულ აშლილობას, რომელსაც ჟერიკო განიცდიდა შემოდგომაზე და დასრულდა 1819 წელს. პირველი მოსაზრების მიხედვით ჟორჟი დაეხმარა მას და გამოიყვანა მდგომარეობიდან, ხოლო ჟერიკომ, თავის მხრივ, მადლიერების გამოხატვის მიზნით გადასცა პორტრეტები ექიმს, მეორე მოსაზრების მიხედვით, ჟორჟმა ურჩია ჟერიკოს დაეხატა პორტრეტები, როგორც ახალი ფორმა ხელოვნების თერაპიისა. მესამის მიხედვით, ჟერიკომ დახატა ჟორჟისთვის ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, რათა დახმარებოდა ექიმს მის გონებრივი დაავადებების შესწავლაში. სწორედ ამ ბოლო მოსაზრებას უფრო მიიჩნევენ სარწმუნოდ, ვიდრე წინა ორს. პორტრეტებს მიაკუთვნებენ ინლისიდან დაბრუნების შემდგმომ პერიოდს.

პორტრეტები

ხუთი გადარჩენილი პორტრეტი წაგრძელებულია და წინა ხედზე არ არის გამოხატული ხელები. ტილოები განსხვავდებიან პროპორციებით, მაგრამ ყველა ფიგურის თავი მაქმიმალურადაა მიახლოებული სინამდვილესთან. ხედვის წერტილი სამი ნახატისთვის (რომლებზეც კაცები არიან გამოსახულნი) თვალებთანაა, ხოლო იმ ნახატების შემთხვევაში, რომლებზეც ქალები არიან გამოსახულნი, აღნიშნული წერტილი შედარებით მაღლაა, რაც მიუთითებს იმას, რომ ნახატები გასნხვავებულ ადგილას შეიქმნა. ჩანს, თითქოს, ქალთა პორტრეტები შესრულებულია ქალთა საავადმყოფოში სალპეტრიერში მაშინ, როცა მამაკაცთა გამოსახულებიანი პორტრეტებზე გამოხატულნი არიან ჩარენტონისა და ბიცეტრის მცხოვრებნი.

ქალი, რომელიც იტანჯება გადაჭარბებული შურით

არცერთ ფიგურას არ აქვს სახელი, ყველა ამოიცნობა მათივე სიგიჟით. არცერთი არ იყურება პირდაპირ დამკვირვებლისკენ, რაც ხელს უწყობს სიგიჟის შეგრძნების უფრო მძაფრად გამოხატვას მათს მზერაში, ასევე ისინი თითქოს შტაინთქმებიან მათსავე ფიქრებში ან გამოცალკევებულნი არიან იმ პროცესისგან, რომელშიც სინამდვილეში ჩართულნი არიან.

კლეპტომანიაკი

თითოეულ პორტრეტზე გამოსახულ ფიგურას უჩანს პროფილის სამი-მეოთხედი, ზოგიერთს მარცხნიდან, ზოგს კი – მარჯვნიდან. ეს პოზა ტიპურია ფორმალური და მოწიწებული პორტრეტებისთვის, რაც ეფექტს ახდენს შეზღუდულ კომპოზიციაზე, რომელიც არ ხდის ცხადს, რომ ისინი შემოსაზღვრულნი არიან საგიჟეთით. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, თუ სად დაიხატა ეს პორტრეტები, ვერ განვსაზღვრავთ ვერც სურათების უკანა ხედით, რადგან ისეთივე ბნელია, როგორც ფიგურების ტანი, მთელი ყურადღება გადატანილია ფიგურათა სახეებზე. მუქი ფერები ქმნის მოღუშულ ატმოსფეროს, რაც თვითანალიზის მძიმე ფიქრებში გვითრევს. ფიგურათა სამოსი, თითქოს აკეთილშობილებს მათ, თუმცა ის არავითარ განმსაზღვრელს არ იძლევა ფიგურათა ბუნებისა და ხასიათის მდგომარეობაზე, გარდა ერთი გამონაკლისისა, კაცი, რომელიც იტანჯება სამხედრო ფუფუნებისგან, რომელიც ატარებს მედალიონს მკერდზე, პატარა ქუდს თავზე და მოსასხამს ცალ მხარზე, რაც მიუთითებს მის ილუზიას. მედალიონს არავითარი ბრწყინვალება არ შემორჩენია და „ბაწარი“, რომელზეც ის კიდია დროებითსა და ნახმარს ჰგავს.
ბავშვთა მწვალებელი

ნახატები შესრულებულია დიდი სისწრაფით და სავარაუდოდ ერთ პოზაში. კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ ნამუშევრების ფერწერულ ხარისხს, განსაკუთრებულ გავლენას ფერწერისა, გასხვავებით ჟერიკოს ადრინდელი უფრო სკულპტურული სტილისგან, კრიტიკოსთა აზრით, არამტკიცე ფერწერა ჟერიკომ პაციენტთა დისონანსური აზრების გადმოსატანად გამოიყენა.

გამოყენებული მასალები: www.khanacademy.org

მსგავსი ამბები

Close
Close