არქივი

Gericault’s the Raft of the Medusa

JEAN LOUIS TH%C3%89ODORE G%C3%89RICAULT La Balsa de la Medusa (Museo del Louvre, 1818 19)
1816 წლის ივნისში, გემი მედუზა 3 სხვა გემთან ერთად გაემართა სენეგალის პორტისკენ, სან-სუისში (Saint-Louis), რომელიც გადაეცათ ფრანგებს ბრიტანეთისგან, როგორც სიმბოლო რწმენისა ახალგამეფებული ლუი მეთვრამეტისა. გემზე იმყოფებოდა 400 ადამიანი, სენეგალის მმართველის, მისი 160 ჯარისკაცისა და გემის 160 ეკიპაჟის წევრის ჩათვლით. გემის კაპიტანი ჰუგო დუროი დე შომერისი ( Hugues Duroy de Chaumereys)  გახლდათ, 53 წლის კაცი, რომელიც არ ყოფილა ღია ზღვაში 25 წლის განმავლობაში და არასოდეს ყოფილა გემის კაპიტანი მანამდე.

სხვა გემების გასწრების მიზნით, მედუზა მიუახლოვდა აფრიკის სანაპირო ზოლს და სწრაფად ჩამოიტოვა სხვა გემები. სამწუხაროდ, გემი ძალიან მიუახლოვდა ნაპირს და დაეჯახა ქვიშიან ბრცვს ზღვაში. ეკიპაჟის წევრები ცდილობდნენ  შეემსუბუქებინათ  გემიი, ისინი ისროდნენ გამოუსადეგარ და მძიმე ნივთებს გემიდან იმ იმედით, რომ გემი არ ჩაიძირებოდა და წყლიდან ამოიზნიქებოდა, მაგრამ ამაოდ, რადგან კაპიტანმა არ მისცა მათ  უფლება წყალში გადაეყარათ ზარბაზნები, რადგან მას ეშინოდა, რომ განარისხებდა მის ამომრჩევლებს საფრანგეთში.

საბოლოოდ, ყველა იძულებული გახდა მიეტოვებინა გემი. მდიდარები სწრაფად გადაიყვანეს სამაშველო ნავებზე მაშინ, როცა 149 ადამიანი იძულებული იყო ასულიყო ტივზე, რომელიც თოკით იყო მიბმული ერთ-ერთ სამაშველო ნავზე. რაღაც მომენტში ტივი შემთხვევით თუ სპეციალურად ჩამორჩა სამაშველო ნავს. ამ ყველაფერმა გამოიწვია 2 კვირიანი კოშმარი შტორმიან ზღვაში, სასტიკი მკვლელობები, სიგიჟე და კანიბალიზმი. მხოლოდ თხუთმეტი ადამიანი გადაურჩა განსაცდელს და ხუთი მათგანი პოვნიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა.

ტრაგედია შეიქმნა მთავარი ახალი ამბავი, როგორც მოვლენა და სკანდალი ამ დღისა. გემის კაპტანი დე შომერისი გაასამართლეს, შემდეგ კი გაამართლეს, რადგან ფრანგებს ეშინოდათ, რომ ბრიტანელები დასცინებდნენ მათ დე შომერისისთვის ყველაფრის დაბრალების გამო.

2 წლის შემდეგ ხელოვანმა თეოდორ ჟერიკომ გამოაჩინა დიდი ნახატი,“ მედუზას ტივი“. ჟერიკომ სიღრმისეულად გამოიკვლია საგანი, წაიკითხა რა ორი გადარჩენილის მიერ დაწერილი პამფეტი, ის ასევე დადიოდა საავადმყოფოებსა და მორგებში, რათა შეესწავლა მომაკვდავნი და მიცვალებულნი (და სხეულის ნაწილებიც კი, რომლებიც გახრწნა საკუთარ სამუშაო სტუდიაში) და მან გაუშვა ტივი ზღვაში, რათა ენახა, თუ როგორ ტივტივებდა ტალღებში. ჟერიკო, ასევე მუშაობდა ცოცხალ მოდელებთანაც და რაც საინტერესოა, ოჟენ დელაკრუა ერთ-ერთი მათგანი იყო. მისი გვამი სახით ძირს წევს მკლავებგაწვდილი, კომპოზიციის ცენტრში.

ნახატი მიეკუთვნება რომანტიზმს, მიმდინარეობა, რომელიც ნეოკლასიციზმის შემდგომი პერიოდია მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში. ნახატის სტილი მჟღავნდება დრამითა და მსუბუქი მონასმებით, ძლიერი პალიტრით, განათებისა და სიბნელის მკვეთრი კონტრასტით და დრამატული პოზებით. ნაშრომის თემა რომანტიზმის ნახატებისთვის ხშირად მომდინარეობს ლიტერატურიდან, მაგრამ ასევე შეიცავს სოციალურ მოვლენებსაც.

ჟერიკოზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მიქელანჯელომ, ისევე როგორც თითქმის ყველა ნეოკლასიციზმისა და რომანტიზმის მიმდევარ მხატვარზე და, მაშასადამე, ჟერიკომ დახატა იდეალური, დაკუნთული, ფიგურები, რაც ამ შემთხვევაში მკაცრად ეწინააღმდეგება სინამდვილეს, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები იმ ტივზე. აღსანიშნავია ასევე ფიგურათა რაოდენობა. ნახატზე სულ 20 ფიგურაა, სინამდვილეში კი მხოლოდ 15 გადარჩა.

იმისათვის, რათა დავინახოთ მსგავსება ფიგურებს შორის, შევადაროთ „მედუზას ტივი“ მიქელანჯელოს „განკითხვის დღეს“

Michelangelo, Giudizio Universale 02

ნახატის მასიური ზომა დამახასიათებელია ისტორიული ნახატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრის მთავარი თემა იმდროინდელი მოვლენა იყო, გასხვავებით სხვა ისტორიული ნახატებისა, „მედუზას ტივს“ არ ჰყავს გმირი, ნაცვლად ამისა ჩვენ ვხედავთ მსხვერპლებს. ხალხი, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს (ისინი მაინც არავის სჭირდებოდნენ), რადგან ისინი დგანან საზოგადოების დაბალ საფეხურზე; ახლა კი მსხვერპლნი საზოგადოების უფრო სასტიკი განაჩენის წინაშე დგანან: ყველა ადამიანი თავისი თავის პატრონია.

გასაოცარი მახასიათებელი ნახატისა არის გადაბმული სამკუთხედები, დამახასიათებელია რენესანსისა და ბაროკოს მხატვრობისთვის, ასევე, მიუთითებს ჟერიკოს აკადემიურ განათლებას. ბევრი ითქვა ფიგურის შესახებ პირამიდის წვერში, ფიგურა, რომელიც აფრიალებს დროშას შემხვედრი გემის დასანახად, აფრიკელი მამაკაცია, ხოლო ეს ხერხი, თავის მხრივ, არ არის მიღებული არჩევანი ამ დროის ისტორიაში. ხალხი ტივზე დაყოფილია 4 ჯგუფად, მიცვალებულნი და მომაკვდავნი არიან ცენტრში, შემდგომი ჯგუფის ფიგურები წამოდგომისთვის იბრძვიან, მესამე ჯგუფში შემავალთ თავი მოუყრიათ ანძასთან ერთი და იმავე გამომეტყველებით, ხოლო მეოთხე ჯგუფს „აგვირგვინებს“ აფრიკელი, რომელიც დროშას აფრიალებს. თუ სურათს თვალს გავადევნებთ მარცხნიდან მარჯვნივ, დავინახავთ, რომ ფიგურების ფიზიკური მდგომარეობა და არა აუცილებლად ემოციური დრამა უარესდება. წინა პლანზე მყოფი ფიგურები გამოხატავენ ღრმა ტანჯვასა და სასოწარკვეთას მაშინ, როცა უფრო აქტიური ფიგურების სახეები ცოტათი ბუნდოვანი და ჩრდილშია დამალული ან საერთოდ არ ჩანს. აღსანიშნავია მჯდომარე ფიგურა წინა პლანზე, სევდიანი მამა, რომელსაც უჭირავს მიცვალებული შვილის სხეული.

რაც შეეხება შემხვედრ გემს ჰორიზონტზე, მიუხედავად იმისა იცის თუ არა რა მოხდა სინამდვილეში, მაყურებელი ვერასოდეს შეიტყობს დანამდვილებით გემი არგუსი ტივისკენ მოემართება, თუ ტივს შორდება. სინამდვილეში, არგუსი დანამდვილებით გაუჩინარდა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში და შემდგომ ისევ გამოჩნდა, რამაც უფრო მეტი პანიკა და სასოწარკვეთა გამოიწვია, სანამ გამოჩნდებოდა და იხსნიდა გადარჩენილთ.

ცა და წყალი რომანტიზმისთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული. იმის გათვალისწინებით, რომ ცა და წყალი, ასევე, გამოხატავს დრამას. ამგვარი სანახაობა გვახსენებს ძალებს, რომლის შემნდობის მოლოდინში შესაძლოა  აღმოჩნდეს ადამიანი. ჟერიკოს დასჭირდა წელიწადი რათა დაეხატა ცა და ოკეანე.

სცენა ერთი შეხედვითვე დრამატულია. ეს უკანასკნელი „მოშორებულ“ ჰორიზონტთან ერთად ეფექტური ხერხია მაყურებლის სცენაში ჩასათრევად.

ჯულიან ბარმსი თავის ნოველაში „მსოფლიოს ისტორია“ ნახატის შესახებ:  „ყველანი ვიკარგებით ზღვაში, ვეხვევით იმედსა და სასოწარკვეთის საბურველში, ვეძახით რაღაცას, რაც შესაძლოა არასოდეს მოვიდეს ჩვენს საშველად“.

გამოყენებული მასალები: artandperception.com

მსგავსი ამბები

Back to top button