არქივი

Starry Night – Van Gogh (ვარსკვლავებიანი ღამე – ვან გოგი)

758px Van Gogh Starry Night Google Art Project
უმრავლეს ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ვან გოგი იმპრესიონისტი იყო ისე, როგორც ბევრი ამბობს, რომ ვან გოგი შეშლილი იყო და ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამბავი, თუ როგორ მოიჭრა ვან გოგმა ყური მეგობართან, ფრანგ მხატვართან, გოგენთან, კამათის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავია ხელოვნების ისტორიაში. ეს ყველაფერი მოხდა 1888 წელს, ერთი წლით ადრე სანამ ვარსკვლავებიან ღამეს დახატავდა და ერთი წლის შემდეგ, 1990 წელს ვან გოგი დაიღუპა. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, ვან გოგმა ეს ტილო მაშინ შექმნა, როცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა და ნახატის პეიზაჟი სწორედ ის ხედია, რომელსაც ვან გოგი პალატიდან ხედავდა.

ვან გოგი: იმპრესიონისმზა და ექსპრესიონიზმს შორის

სამწუხაროდ, არა მხოლოდ მათ, ვისაც გაეგოთ ყურის მოჭრის ამბავი, სჯეროდათ ვან გოგის შეშლილობისა. ხელოვნების კრიტიკოსები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვოდათ ხელოვანთა კარიერის დანგრევაში, ასევე დაარწმუნეს, რომ ვან გოგის დამახასიათებელი სტილი, რომელიც მოიაზრებდა კაშკაშა და მძიმე მონასმებს, იყო დაუდევარი, დაუმთავრებელი და ბავშვური. ეს იყო საბუთი იმისა, რომ მხატვარი შეშლილი და არ იყო ისეთი კარგი, როგორიც – მისი თანამედროვე რეალისტი მხატვრები. მაშინ, როცა მხატვრები მე19 საუკუნის შუა წლებში ძირითადად ინტერესდებოდნენ პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვით, რომლებიც სურათებს უფრო გავდა, ვიდრე ნახატებს, ვან გოგი იყენებდა გადაჭარბებულ და ექსპრესიულ მონასმებს, რათა დაენახებინა, თუ რას გრძნობდა და გამოემჟღავნებინა მისი პირადი შთაბეჭდილება ყველაფრის მიმართ რასაც ხატავდა. მაშინ, როცა „ვარსკვლავებიანი ღამე“ უდაოდ უსწრებდა მისი დროის ნახატებს და მიიკვლევდა გზას ექსპრესიონიზმისკენ, ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მიმდინარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში, ვან გოგის შემოქმედება მეტად შეუფასებელი იყო მისი სიცოცხლის განმავლობასა და მისი თანამედროვე საზოგადოებაში.

ტილოს რელიგიური ინტერპრეტაცია

შეშლიობისა და სიმარტოვის გარდა, უფრო დიდი მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს ვან გოგის ტილოს, „ვარსკვლავებიანი ღამე“. შესაძლოა, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ შექმნა ვან გოგმა ნახატი და როგორც ის არის დღეს ცნობილი და მიღებული, რომ ეს ყველაფერი განაპირობა უარყოფითმა ემოციამ, მაგრამ მოკაშკაშე ვარსკვლავები იმედიან განწყობას აღძრავს მაყურებელში მუქ ფონზე. 1888 წელს ვან გოგმა დაწერა პირადი წერილი, სადაც ის წერდა:  „დიდ ვარსკვლავის კამარას სამოთხისას მხოლოდ ღმერთი შეიძლება ეწოდოს“ („a great starlit vault of heaven… one can only call God”). ვან გოგი, ისევე როგორც მისი ბიძა, რელიგიური პიროვნებები გახლდათ, ვინსენტი მისიონერადაც კი გვევლინება ახალგაზრდა ასაკში. ბევრი ხელოვნების მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტილოში იმალება რელიგიური მნიშვნელობა. ნახატში მთვარე და ვარსკვლავები ღამით ცაზე გარშემორტყმულნი არიან ფართო შარავანდედით მაშინ, როცა ეკლესიის ფიგურა მოჩანს უფრო მუქი და პატარა, უფრო არადეტალურ შენობებს შორის. ზოგიერთი კრიტიკოსი ხედავს ნახატის ბიბლიურ მნიშვნელობას და უკავშირებს კონკრეტულ მუხლსაც:

„მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.“(დაბ. 39:7)

ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოს ბიბლიური მნიშვნელობა?

რატომ დახატა ვან გოგმა მაინც და მაინც 11 ვარსკვლავი? 11 ვარსკვლავის დახატვით ვან გოგი შესაძლოა მიგვითითებდეს დაბადების 39-ე თავის მე-7 მუხლზე, გასაღები ფრაზა ბიბლიური პერსონაჟისა, იოსები, „მესიზმრე“ და გარიყული ძმა 11 ძმას შორის. არ არის რთული რომ მივხვდეთ, თუ რატომ აირჩია მაინცდამაინც იოსები ვან გოგმა. ბიბლიის მიხედვით, იოსები ორმოში ჩააგდეს, მონად გაყიდეს, ხოლო შემდეგ მონობის წლები გამოიარა, თითქმის ისეთივე რამ შეეთხვა ვან გოგსაც სიცოცხლის ბოლო წლებში არლეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებდა იოსები, 11 უფროსი ძმის პატივისცემა ვერ დაიმსახურა, ისევე, როგორც ვან გოგის არაერთი მცდელობისა, მან ვერ ჰპოვა პოპულარობა მის დროში.

 

 

ვან გოგის კვიპაროსი

თუ 11 ვარსკვლავი განასახიერებს ვან გოგის მაკრიტიკებელ საზოგადოებას, სად არის თვითონ ვან გოგი სურათზე „ვარსკვლავებიანი ღამე“? შესაძლოა, მაგრამ არა უეჭველი, რომ ვან გოგს განასახიერებდეს კვიპაროსის ხე, მცენარე, რომელიც, ნარგიზების მსგავსად, გვევლინება სხვადასხვა ნახატებში, მაგალითად „ხორბლის ველი კვიპაროსებით“, ასევე დახატა 1889 წელს. დიდი კვიპაროსი უდაოდ თვალწარმტაცი საგანი და ფიგურაა და ამავე დროს ბუნდოვანი „რამ“ ამ ნახატში, ალბათ უფრო მისი ზომისა და ფერისა (ძალიან მუქი) და ავისმომასწავებელი კონტრასტისა, რომელიც საგრძნობლად შეიმჩნევა ფერადი და კაშკაშა ვარსკვლავების ფონზე.  იმის გამო, რომ „ვარსკვლავებიანი ღამე“ დაიხატა ავტორის სიცოცხლის ყველაზე უფრო მწუხარებით აღსავსე პერიოდში, არ არის გასაკვირი, რომ დეპრესიაში მყოფმა მხატვარმა საკუთარი თავი წარმოადგინა თითქმის საშიში და საზარელი კვიპაროსის ხით, ზოგჯერ ხე ერევათ სასახლეში, ზიკურასა თუ რაიმე სხვა შენობაში. არის თუ არა რაიმე სხვა მნიშვნელობა 11 ვარსკვლავში?

ვარსკვლავებიანი ცა: გზავნილი კრიტიკოსებს

მაშინ, როცა ადვილია იმის გაგება, თუ რატომ დაუკავშირა გარიყულისა და მეოცნებეს საკუთარი თავი ვან გოგმა, შესაძლოა, რომ უფრო მეტი სენტიმენტების აღმძვრელადაც კი მოიაზრება 11 ვარსკვლავი, ვიდრე მხოლოდ რელიგიურისა. დაბადების 37-ე თავის მე-9 მუხლში იოსები ეუბნება საკუთარ ძმებს/ცილისმწამლებლებს საკუთარი სიზმრის შესახებ, რომ მას სჯეროდა, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლებოდა. ვან გოგს შესაძლოა განეზრახა ტილო პირადი მიმართვისთვის, მისი ღარიბი და მწირი კრიტიკურლი რეპუტაციით ხელოვანთა წრეში. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, რისთვის დახატა ვან გოგმა სინამდვილეში ეს ტილო, თუმცა შესაძლოა, მხატვარი მიუთითებდა დაბადების 37-ე თავის მე-9 მუხლზე, იმ იმედით, რომ ისიც მოიპოვებდა სახელსა და პატივისცემას მისი ნამუშევრებისთვის მოგვიანებით, ისევე, როგორც ბიბლიურმა იოსებს სცეს თაყვანი მძიმე და რთული ცხოვრების შემდეგ.

იშვიათი ღამის პეიზაჟი

ვინცენტ ვან გოგის ნახატის „ვარსკვლავებიანი ღამის“ ბორცვების, მთებისა და ცის ხვეული ხაზები, შესანიშნავი, კონტრასტულად განსხვავებული, ლურჯი და ყვითელი, დიდი, თითქოს ცეცხლში გახვეული კვიპაროსის ხეები და სქელფენიანი მონასმები ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს და აღიქმება როგორც ავტორის გონების ტურბულენტული მდგომარეობა. ვან გოგის ეს ტილო უდაოდ განსაკუთრებული ნამუშევარია, არა მარტო მისი ხარისხით, არამედ ხელოვანის სხვა ნამუშევრებს შორის, ყველასათვის საყვარელ თემებთან შედარებით, როგორებიცაა ზამბახი, მზესუმზირები ან ხორბლის ველი, ღამის პეიზაჟი იშვიათია. მიუხედავად ამისა, საოცარია, რომ „ვარსკვლავებიანმა ცა“ საყოველთაოდ ცნობილია. ვან გოგი ამ ნამუშევარს საკუთარ წეილებშიც ახსენებდა, როგორც „ღამის სესწავლა“ ან „ღამის ეფექტი“

მისი ძმა თეო, პარიზის გალერეის მმართველი და თანამედროვე ხელოვნების ცოდნით დაჯილდოებული, ეუბნება ვინსენტს: „მე ცხადად ვგრძნობ რას უჭირავს მთავარი ადგილი ახალ ტილოებში, მაგალითად, სოფელი მთვარის შუქში… მაგრამ ვგრძნობ, რომ სტილის ძიება ანადგურებს საგნების სენტიმენტებს“. მიუხედავად იმისა რომ თეო ვან გოგი ფიქრობდა, ნახატი აბსოლუტურად ცდებოდა ნამდვილ ემოციურ არსსა და შესრულების სტილს, ნამუშევარი მისაბაძ მაგალითად იქცა თანამედროვეობაში პეიზაჟის ხატვის დროს.

ტექნიკური გამოწვევები

ვან გოგი - ვარსკვლავებიანი ცა რონას თავზე (1888)

ვან გოგს ლურჯი ცისა და ყვითელი ვარსკვლავების თემა მრავალი თვის წინ ჰქონდა გააზრებული, სანამ „ვარსკვლავებიან ღამეს“ დახატავდა 1889 წლის ივლისში. ნახატი წარმოადგენდა რამდენიმე ტექნიკურ გამოწვევას, რომლებიც ვინსენტს სურდა, რომ შეესრულებინა – საელდობრ, კონტრასტული ფერების გამოყენება და ნახატის აწეწილობა მშვიდ ღამეს – და ის გამუდმებით იმეორებდა ამას წეილებში ოჯახისა და მეგობრების მიმართ. „ვარსკვლავებიანი ცა, მაგალითად, არის ის, რაც მე რისი შექმნაც მინდა, რომ ვცადო“, ვან გოგი შესჩიოდა მხატვარ ემილი ბერნარდს 1888 წლის გაზაფხულზე, „მაგრამ როგორ შეიძლება მისი დანახვა, მასთან მისვლა, თუ არ გადავწყვეტ სახლში მუშაობბასა და მის წარმოდგენას?“

ხელოვანი, რომელმაც თავი მხატვრობას მიუძღვნა, როგორც კი შეძლებდა, წარმოდგენით ხატავდა. იდეა, დაეხატა გამოგონილი სცენა წარმოსახვით, აწუხებდა ვან გოგს. როცა მან დახატა მისი პირველი მაგალითი ღამის სცენისა „ვარსკვლავებიანი ღამე რონას თავზე“, ფრანგუის ქალაქის არლის სურათი ღამით, ის მუშაობდა გაზის ლამპის დამხარებით, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გვთავაზობს, რომ მისი მეორე ვარსკვლავებიანი ღამე შეიქმნა ექსკლუზიურად სტუდიაში.

არ არის გასაკვირი, რომ „ვარსკვლავებიან ღამეს“ დღეს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე 1889 წელს, როცა ის შეიქმნა. მიუხედავად იმისა, ვან გოგმა მართლაც იწინასწარმეტყველა საკუთარი წარმატება, თუ არა, მის სიცოცხლეში, ალბათ სიზმარშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა მის ასეთ პოპულარობასა და აღიარებას. დღესდღეობით ვან გოგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მხატვარია.

გამოყენებული ლიტერატურა: www.khanacademy.org

მსგავსი ამბები

Back to top button