წმინდა ქანდაკებები (ნაწ. 2 )
სფინქსი
სფინქსი მითიური არსებაა რომელსაქ ლომის ტანი და ადამიანის თავი აქვს.სფინქსი გიზის პირამიდის სამხრეთით მდებარეობ.ეს უძველესი ქანდაკება გამოკვეთილია დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელს.სავარაუდოდ ის პირამიდას იცავდა ავი სულებისგან.სფინქსი ბოთქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით იყო მოხატული,თუმცა დღეს ძალიან დაზიანებულია.
აბუ სიმბელი
დაახლოებირ ძვ.წ. 1260 წელს ეგვიპტის ფარაონმა რამზეს II-მ აბუ სიმბელის კლდეში ტაძარი გამოაჭრევინა.ტაძრის შესასვლეს რამზეს II-ის ოთხი 20-მეტრიანი ქანდაკება იცავს.ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ რომ მათი მეფე ღვთაება იყო და მის ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს.
ლეშანის გიგანტური ბუდა
მსოფლიოში უდიდესი ბუდას ქანდაკება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ქალაქ ლეშანთან მდებარე ლინგუინის მთასე კლდეშია გამოჭრილი.71 მეტრიანი გიგანტური ბუდას გამოჭრა ახ.წ. 713 წელს დაიწყო და 90 წლის შემდეგ დასრულდა.ქანდაკება იმდენად დიდია რომ ბუდას ცხვირი ადამიანზე 3-ჯერ დიდია .თავდაპირველად ბუდა 13-სარტულიანი შენობის შიგნით იდგა,მაგრამ მოგვიანებით შენობა განადგურდა და დარჩა მხოლოდ ბუდა.