ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

წმინდა ქანდაკებები

http://www.picz.ge/img/s1/1501/21/e/ecbb6a0f8be9.jpg

თავიანთი ღმერთების ქანდაკებებს მარტო ბერძნები არ ქმნიდნენ. საუკუნეების განმავლობაშ მრავალი ერი აგებდა ქანდაკებებს, რომლებითაც საკუთარ რწმენას გამოხატავდნენ . მიუხედავად იმისა , რომ ზოგიერთი რელიგია , მაგალითად ისლამი თავის მიმდევვრებს ღმერთის სახის შექმნას უკრძალავს, მსოფლიოში მაინც მრავალი მნიშვნელოვანი რელიგიური ქანდაკება არსებობს. ზოგჯერ ამ ქანდაკებებს ადამიანის ფორმა აქვთ, ზოგჯერ ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის , როგორიცაა , მაგალითად: სფინქსი. ზოგჯერ კი მხოლოდ ცხოველისა , როგორიცაა ნანდის ხარი. ზოგი ხალხი თვლის რომ ქანდაკებებში ღმერთები სახლობენ, ამიტომ თაყვანს სცემენ საკუთრივ ქანდაკებებს, სხვა ქანდაკებებს დედამიწაზე ღმერთის წარმომადგენლებლად თვლიან. წმინდა ქანდაკებები ხშირად გიგანტური ზომისაა და საკუთარი ძლიერებით მორწმუნეებს აჯადოებს , მაგრამ მრავალი ისეთი ქანდაკებაც კი , რომელთა ზომები ადამიანის ზომებს არ აღემატება მაგალითად , მარიამისა და იესოს ულამაზესი ქანდაკება , ძლიერ შტაბეჭდილებას ახდენენ ადამიანებზე.

http://www.picz.ge/img/s4/1501/21/5/50e981e10456.jpg

ჩაქმულის ქანდდაკება
მექსიკაში , იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენიცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკებაა წამოწოლილი. ის დაახოლებით ახ.წ 900-1050 წლებით თარიღდება და შესაძლოა ტოლტეკების წვიმის ღმერთის გამოხატავდეს, ქანდაკებას მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც სავარაუდოდ რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს აწყობდნენ , ეს სახელი ** ჩაქმული** , ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა იოგუსტ ლე პლონჯენმა შეარქვა, რომელიც მე-19 პლონჟენის მტკიცებით , ეს სიტყვა ** ღმერთვეფხვს** ნიშნავდა, დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ** ჩაქმულებს** უწოდებენ.

http://www.picz.ge/img/s3/1501/21/6/6ce84af3d0b8.jpg

იესოს ქანდაკება:
კორკოვადოს მთაზე, რომელიც ბრაძილიის ქალაქ რიო-დე-ჟანიეროს გადაჰყურებს, ქრისტეს შთამბეჭდავი ქანდაკება დგას, 30 მეტრის სიმაღლის ქვვისა და ბეტონის ეს ქანდაკება გაშლილი ხელებით თითქოს ქალაქის თავზე ლოცავს მთელ ერს, ქანდაკება ინჟინერმა ჰექტორ და სილვამ ააგო , 1921 წელს ბრაძილიის დამოუკიდებლობის 100 წლის თავის აღსანიშნავად, კვარცხლებკში რომელზეც იესო დგას, მდებარეობს ტაძარი, სადაც ერთდოულად 150 ადამიანი ეტევა, ტაძარს ქალაქთან ფუნიკულიური და 220 საფეხურიანი კიბე აკავშირებს.

http://www.picz.ge/img/s1/1501/21/3/3c4def19b637.jpg

მიქელანჯელოს **პიეტა**
ხუთი საუკუნის განმავლობაშ მსოფლიოს მრავალი კუნხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა ითალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში , ქალწულ მარიამის მკლავებზე დასვენებული ქრისტეს ქანდაკებუს სანახავად, ამ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი ** პიეტა** სინანულს ნიშნავდა. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული ეს შთამბეჭდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა, ხელოვნების ეს ნიმუში თეთრი მარმარილოთი არის გაკეთებული, 1499 წელს შეიქმნა .

loading...
თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close