ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ცხოველთა შთამომავლობის გაზრდა

http://www.picz.ge/img/s4/1501/21/f/fff9123ff556.jpg

ახალდაბადებული ცხოველები თავიანთი მშობლების დაპატარავებუი ასლებს ჰგვანან, თუმცა ზოგიერთი ზრდის პროცესში საოცარ ცვილებებს განიცდის. ზოგი ახადაბადებული ცხოველი მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული, რადგან თვითონ საკვების მოპოვება და თავის დაცვა არ შეუძლიათ, ზოგი კი დაბადებიდანვე თვითონ ზრუნავენ საკუთარ თავზე.

http://www.picz.ge/img/s4/1501/21/3/3e42b39db962.jpg

სხეულის ცვლილებები: ამფიბიები დებენ კვერცხებს, რომელსაც ქვირითი ეწოდება. ქვირითი დაფარულია რბილი, ჟელეს მსგავსი ნივთიერებით , იგი იცავს და კვებავს ჩანასახს , ახაგამოჩეიკლი ამფიბიები თავდაპირველად მშობლებს არაფრით არ ჰგვანან, მაგრამ იზრდებიან და ნელ-ნელა ემსგავსებიან მათ. ჯერ ფეხები უვითარდებათ , შემდეგ ფილტვები , ასე რომ , უკვე წყალშიც ძეუძლიად ცხოვრება და ხმელეთზეც.
გამოჩეკვა: ყველა ფრინველი ორი ან მეტი კვირის განმავლობაში ზის თავის კვერცხებზე და იცავს მათ, გამოსაჩეკად მომწიფებული პატარა ფრინველი კვერცხის ნაჭუჭს ნისკარტის კოპით ამტვრევს და დღის სინათლეზე გამოდის , კოპი ნისკარტზე არსებული წინაზარდია, რომელსაც კვერცხის კბილი ეწოდება, ახალგამოჩეკილი ფრინველების უმრავლესობას მშობლების მზრუნველობა სჭირდება, რადგან შეუღინღლავი და თვალაუხელელი იჩეკება.
ფრთების გაზრდა: ჩვეულებრივი მწერები დებენ კვერცხებს და ტოვებენ გამოსაჩეკად, მაგალითად პეპლები ფოთლებზე დებენ კვერცხებს და მიფრინავენ, კვერცხებიდან იჩეკებიან პაწაწინა მუხლუხოები, ისინი მცენარეებით იკვებებიან, მცენარეზე მიმაგრებულ ზრდასრულ მუხლუხოს უვითარდება მაგარი გარეგანი საფარველი , ე.ს ჭუპრი. შიგნითპეპელავითარდება რომელიც ფრთების გაზრდის შემდეგ გარეთ გამოდის.

http://www.picz.ge/img/s4/1501/21/3/39f1b63d4f09.jpg

გველის ბუდე
უამრავი ქვეწარმავალი კვერცხებს უსაფრთხო ადგილას დებს და არარასდროს ბრუნდება მათთან. მაგრამ რამდენიმე სახეობის გველი , მათ შორისაა სამეფო კობრა, ბუდეს იშენებს და თავის კვერცხებს იცავს.
პატარა ძუძუმწოვრები
ახალდაბადებული ძუძუმწოვრები დედაზე არიან დამოკიდებული და მასთან მანამ რჩებიან, სანამ საკვების მოპოვებასა და მტრის მოგერიებას დამოუკიდებლად არ შეძლებენ. დედაშვილი ჩვეულებრივ , მთელ დღეს ერთად ატარებს, ასე რომ პატარა ყველაფერს დედის მიბაძვით სწავლობს.

loading...
თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close