არქივი

თავგანწირული ნახტომები

cc01d206190b
ადამიანში იმთავითვე ჩადებულია სიმაღლის დაძლევის დაუოკებელი სურვილი და აღნუსხულია მრავალი თვგანწირული ნახტომი დიდი სიმაღლიდან.

1840 წელს მანიტუს ჩანჩქერში (ამერიკა) გადაეშვა სამუელ სკოტი. 1919 წელს იარა რივერში (ავსტრალია) კლდიდან გადაფრინდა ალექს ვიკემი,1921 წელს მუშაითმა პერიმ საზღვაო თვითმფრინავიდან “ისკუპა “მდინარე ოჰაიოში (ამერიკა), 1936 წელს ბოდენზეეს ტბაში (შვეიცარიაა) დირიჟაბლ “გრაფ ჰინდერბურგიდან” გადახტა პოლკოვნიკი ჰარი ფრობესი. მათ მიაწერენ რამდენიმე ათეული(ზოგს ლამის ასი და ასზე მეტი) მეტრი სიმაღლის დაძლევას,მაგრამ საქმეში ჩახედულთა თვალსაზრისით, ეს არა და არ შეეფერება სინამდვილეს.

თუ რაოდენ ძნელია დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა დაგვარწმუნებს შემდეგი ფაქტები:
სან-ფრანცისკოში, გეიტ ბრიჯიდან 1937-75 წლებში გადამხტარ ადამიანთაგან გადარჩა მხოლოდ 7.
კლიფოტონის კიდული ხიდიდან (ამერიკა),რომლის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 75 მეტრია,თვითმკვლელობის მიზნით თუ სანაძლეოს გამო გადამხტარ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ერთი, 24 წლის სარა ენ ჰენლი, ვისი ვარდნაც შეამსუბუქა ფართო ქვედატანმა. ამ ფარფაშა კაბამ პარაშუტის ფუნქცია შეასრულა.ჰენლი ჩავარდა ლოსტერშირის სანაპიროს შლამში და ისე დაშავდა,რომ ოთხმა ზორბა პოლიციელმა ძლივს მიიყვანა საავადმყოფოში.
ნიუ-იორკში ჯორჯ ვაშინგტონის ხიდიდან ,რომლის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან აღწევს ლამის ოთხმოც მეტრს,ჰუდსონში გადამხტარ ადამიანთაგან გადარჩა მოლოდ ერთი ჯეფრი კრომერი(1968).
სკოტი,ვიკემი,პერი და ფრობესი უთუოდ დიდი სიმაღლიდან ხტებოდნენ,მაგრამ სპეციალისტთა ვარაუდით, იგი არ აღემატებოდა 40 მეტრს.
გაოცებას იწვევს მექსიკელ მხტომელთა სითამამე და ვაჟკაცობა.აკაპულკოში ისინი ხტებიან კლდიდან ლა კებრადა (“ნაპრალი კლდეებში”), რომლის სიმაღლეა 30 მეტრი, ოღონდ კლდის ფუძე 6 მეტრით წამოწეულია და მხტომელი უნდა გადახტეს 7 მეტრით წინ. წყალი იმ ადგილას 3,60 მეტრია. ამ ადგილიდან გადმოხტომაში ლიდერობს რაულ გარსია-3500 ნახტომი.
რისკის მოყვარული ადამიანი ასევე მეცადინეობს დიდი სიმაღლიდან ჩახტეს რაც შეიძლება თავთხელ წყალში.ეს რეკორდი კი ანრი ლამოის ეკუთვნის, რომელიც უკვე 85 წელს გააცილებულია-იგი ნახევარი მეტრის სიღრმის აუზში გადახტა 12 მეტრის სიმაღლის სახლიდან

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button