არქივი

მაფიის იერარქიული კიბე

mafia

1.კაპო დი ტუტი კაპი – ბოსების ბოსი – ყველა მაფიოზური ოჯახის თავი. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი, რომელიც აკონტროლებს სიცილიურ მაფიას – მატეო მესინა დენარო

2.კაპო დი კაპი რე – სიტყვასიტყვით – მეფე ბოსების ბოსი – ტიტული მიიღო პატივისცემის ნიშნად პატიმრობისას ბოსების ბოსი ახლა პენსიაზეა.

3.კაპოფამილია – “დონი” – ოჯახის უფროსი

4.კონსილიერე – მრჩეველი – “დონის” კონსულტანტი. რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს, თუმცა მის რჩევებს უსმენს “დონი” ასე რომ თეორიულად ამ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ გადაწყვეტილებში წვრილის შეტანა.

5.სოტტო კაპო – “დონის” შემცვლელი და მეორე ადამიანი ოჯახში.

6.კაპოდესინა, კაპორიგემე, კაპო – ეს სამი სიტყვა აღნიშნავსს ერთსა და იმავე მოვალეობას – კაპიტანს, “სამართლიანი კაცი” მაფიის ჯარისკაცები. როგორც წესი კაპოს ემსახურება 5-20 ჯარისკაცი.

7.უომინი დონორე, სარისტა, სოლდატო,- “სამართლიანი კაცები” ან მაფიის “ჯარისკაცები”, ისინი არიან მაფიური კარიერის საწყისი საფეხურები.

8.პისიოტო – სიტყვასიტყვით “პატარა ადამიანები”. ამ კატეგორიას ეკუთვნის ის ხალხი რომელთაც უნდათ მაფიის წევრობა მაგრამ ჯერ ოჯახში არ მიუღიათ.

9.ჯოვანე დონორე – სიტყვასიტყვით “სამართლის შვილები” – მაფიის მეგობრები და მომხრეები. როგორც წესი არაიტალიური წარმოშობის ხალხი. ამ უმსხვილეს ჯგუფში შედიან გამყიდველი პოლიციელები, იურისტები, ბანკირები და ყველა ის ხალხი რომელიც ოჯახს ფუნქციონირებაში ეხმარება.

საჭიროა ავღნიშნოთ რომ ოჯახის “დონს” “ჯარისკაცებთან” არავითარი საქმე არ აქვს და ძალიან იშვიათად პირადად კონტაქტობენ კაპიტნებთან. და არასდროს თავად არ უბრძანებს შემსრულებელს. ამასთან ერთად შემსრულებლებმა ანუ ჯარისკაცებმა თითქმის არაფერი იციან კაპიტნისა და სხვა დაჯგუფებების შესახებ. ამის შედეგედ ფულის რაოდენობა იზრდება, ხოლო ყველა უკანონობა ქვედა ფენებში რჩება. ამაშია მაფიის მთავარი კოზირი – ამიტომაა “დონის” წინააღმდეგ რამენაირი მტკიცებულების შეგროვება შეუძლებელი, რადგან ფორმალურად ის არაფერს აკეთებს კანაონსაწინააღმდეგოს. ხოლო დაკარგული ჯარისკაცის შეცვლა ყოველთვისაა შესაძლებელი ისე რომ ოჯახი არ დაზარალდეს. მიუხედავად საიდუმლოებისა, ჯარისკაცებმაც კი საკმაოდ ბევრი იციან იქიდან რაც პოლიციასა და ინტერპოლს აინტერესებს. ამიტომ ისინი ჩავარდნის შემდეგაც ოჯახის მფარველობის ქვეშ არიან.

devilmaycry

Im nebo

მსგავსი ამბები

Back to top button