გართობაკულტურაუცნაური

უცნაური და გულისამრევი დელიკატესი-„ Tongzi Dan „

0f12d99dcc4c
საინტერესო ტრადიცია არსებობს ჩინეთის Zhejiang პროვინციაში. ყოველი წლის გაზაფხულზე აქ ამზადებენ სპეციალურ კერძს-Tongzi Dan, რომელიც თარგმანში ნიშნავს: “ღვთისმშობლის კვერცხი.”
კერძმა ეს სახელწოდება მიიღო იმ ფაქტის გამო, რომ ქათმის კვერცხები იხარშებოდა ახალგაზრდა ბიჭების შარდში და ეს დელიკატესი უნდა მიირთვან შემწვარ ხარის პენისთან ერთად… ნახეთ ვიდეო

0027059f3724
გაზაფხულის დადგომასთან ერთად აღმოსავლეთ ჩინეთის ზეიანგის (Zhejiang) პროვინციაში, უცნაური და გულის ამრევი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის უკვე ნაცნობი სუნის შეგრძნებაა, ეს გახლავთ შარდის სუნი. სწორედ შარდია ერთ–ერთი ძირითადი ინგრედიენტი იმ დელიკატესისა, რომელიც ადგილობრივთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. დელიკატესს ” Tongzi Dan ” ჰქვია, რაც “ბიჭუნას კვერცხს” ნიშნავს.
9ba22252d372
აღმოსავლეთ ჩინეთში, Zhejiang -ის პროვინციაში, საგაზაფხულო დელიკატესები იხარშება. 10 წლამდე ვაჟების შარდს საზოგადოებრივ ტუალეტებში აგროვებენ და მასში კვერცხს ხარშავენ, რომელსაც კანგაცლილს მიირთმევენ. დელიკატესის მოყვარულები აცხადებენ, რომ კერძი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამკვრივებს ძვლებს და ორგანიზმს შრომისუნარიანობას მატებს.

ჩინეთში კვერცხის შარდში მოხარშვის ტრადიცია ზეიანგის ( Zhejiang ) პროვინციაშ ი დიდი ხანია არსებობს-უკვე ასობით წელს ითვლის, თუმცა ადგილობრივი მზარეულები აპირებენ ამ კერძის საერთაშორისო ექსპორტზე გატანას.
და როგორც ადგილობრივი გურმანები ირწმუნებიან “დელიკატესი” ძალიან გემრიელია და მათი აზრით აღნიშნულ პირობებში მოხარშულ კვერცხს სამკურნალო თვისებებიც კი გააჩნია, შესაბამისად მასზე მოთხოვნაც ძალიან დიდია

0e1e2000f3dd
მედიკოსების უარყოფით შეფასებას თვით პეკინშიც, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ხელი არ შეუშლია კერძი კულინარიული მემკვიდრეობის ნაწილად გამოეცხადებინა.
მზარეულ ლუ მინგის განცხადებით კვერცხის მოსახარშად 10 წლამდე ბიჭების შარდია ყველაზე კარგი, და ისინი ამ “პროდუქტს” ადგილობრივ სკოლებში იმარაგებენ. “სკოლებში სპეციალურ ვედრებს ვდგამთ რომელშიც მოსწავლეები ისაქმებენ და ასე ვაგროვებთ ყოველდღიურად ” -აცხადებს მინგი.
კვერცხებს თავდაპირველად ნაჭუჭიანად ხარშავენ შარდში ხოლო შემდეგ ერთი დღღამის განმავლობაში გაფცქვნილი კვერცხი უნდა გაჩერდეს ამ სითხეში და მხოლოდ ამის შემდეგაა საჭმელად ვარგისი.”ეს კერძი გემრიელი და სასარგებლოა, გეხმარებათ კონცენტაციაში” აცხადებს ლუ მინგი

31943f3ab041

e34ad8b31e85

153b88015c9f

7df8a2fa569c
შარდში მოხარშული კვერცხის გარდა, აუცილებელია ბიჭებისათვის შემწვარი ხარის პენისის დაგემოვნება, რომელიც ასევე ჩინური დელოკატესია.
როგორც იუწყება პრესა, ბაზარში თითქმის ყველანაირ სულიერს იპოვით, დაკლულს, გასუფთავებულს და მოსახარშ-შესაწვავად გამზადებულს, მათ შორის ისეთებსაც, რისი ჭამაც სხვა ქვეყნებში წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
თუმცა, ჩინეთში არა მხოლოდ ეკზოტიკურ ცხოველებს, არამედ ერთი შეხედვით, არაეკზოტიკური ცხოველების ისეთ ნაწილებსაც ჭამენ, რაზეც თავად ჩინეთშივე ბევრი შეიკავებს თავს.
აი, მაგალითად დელიკატესი – ხარის პენისი

736c95194a3d
ჩინელები თვლიან, რომ ყველაფერს, რასაც ვჭამთ, შეუძლია გავლენის მოხდენა ადამიანის იმავე ორგანოზე, ტვინს ტვინზე, ხოლო პენისს – პენისზე. ამიტომ, ეს „ დელიკატესიც“ აფროდიზიაკად ითვლება , ანუ aphrodisia ბერძნულია და ნიშნავს სიყვარულით ტკბობას, ნეტარებას. ე.ი. აფროდიაზაკა ეს არის – ნივთიერება, რომლებიც ასტიმულირებს სექსუალურ ლტოლვას და იწვევს აღგზნებას და მამაკაცები ვიაგრას ეფექტის მისაღებად იმედიანად მიირთმევენ მას.
არ არის ხო დასაჯერებელი? ნახეთ ვიდეო…
ოღონდ გაითვალიწინეთ, თქვენც გული არ აგერიოთ !!!

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button