დღის ფოტოსაკითხავისურათები

დედამიწის აღსასრული!!!

დასაწყისის დასასრული…

თემა რომელზედაც არასდროს არავის არ სურს საუბარი

დედამიწა — მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი.

წარმოშობა
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

კონტინენტების და ოკეანეების წარმოშობა
ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე – პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

სიცოცხლის წარმოშობა
სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა.

დედამიწის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:

1.პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი .სუფევდა. პირველად მან თქვა – „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
2..მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
3..მესამე დღეს – ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
4..მეოთხე დღეს – მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
5..მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
6..მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
7.მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

დასაწყისი
დასასრული

დედამიწა დროთა განმავლობაში იზრდებოდა და ვითარდებოდა როგორც ადამიანი,თავიდან დედამიწაზე არაფერი არ იყო გარდა გავარვარებული მასიასა.ამის შემდეგ ნელ ნელა ეკოსისტემამ გააჩინა ერთ უჯრედიანი არსებები (ბაქტერიები) რომლებმაც დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადეს და უფრო დიდი არსებებად გადაიქცნენ.ასე განვითარდა დედამიწა და ცხოველებით და მცენარეებით მდიდარი პლანეთა მედიდურად განაგრძობდა სიცოცხლეს.ასეთ სიმშვიდეში ცხოვრობდა დედამიწა წლობის განმავლობაში.თუმცა შემდეგ გაჩნდა მაიმუნი და მანაც დროთა განმავლობაში განიცადა ევოლუცია და პირველ ყოფილ ადამიანად გადაიქცა,ამის მერე მან განაგრძო განვითარება და ისე განვითარდა და გამრავლდა რო ამის გამო დედამიწას ჰარმონია დაერღვა.ადამიანი კი აგრძელებდა გამრავლებას ჯერ 1 მილიონი იყო მერე 3,4,6,7,8 და ასე შემდეგ.დღეს დღეობით კი 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე.ზემოთ ავღნიშნე რომ დედამიწა შექმნა ღმერთმა და ეს ყველაფერი კი ბიბლიაში წერია .როდესაც რაიმეს თამაშს იწყებ დროთა განმავლობაში გაჩერდები და შეწყვეტ თამაშს ანუ დასასრული.ასევე ბიბლიაც სადღაც მთავრდება კონკრეტულად კი წიგნის ბოლო ფურცლებზე.აქამდე მომხდარი ყველა ფაქტი თუ კატასტროფა ყველაფერი ბიბლიაში წერია და ყველაფერი ისე ხდება და მოხდება ბოლო ფურცლამდე როგორც ბიბლიაში წერია.ბიბლიის მკითხველები ირწმუნებიან რო ბიბლიის დასრულებამდე სულ რაღაც ბოლო ფურცლებია დარჩენილი ამის შემდეგ კი ხალხი გაქრება და დაიწყება ახალი ეპოქა.არავინ არ იცის თუ ეს როგორ მოხდება წყალდიდობით ცეცხლით თუ ასე შემდეგ.მაგრამ რო მოხდება ეს აშკარაა.დღევანელი მეცნიერები იუწყებიან რო მზე ამოქმედდა და სიმხურვალემ მოიმატა,დაიწყო მზეზე მუდმივი აფეთქებები.ამ ყველაფერს ბევრი არ დაიჯერებს არ იმიტო რო არ მოხდება არამედ მიტო რო ამის აღიარების ეშინიათ ისევე როგორც მე.წარმოიდგინეთ ბურთი რომელიც ხელში გვიჩირავ და შიგნით მხოლოდ ჰაერია,იგი ამ დროს ადვილად გვიჩირავს და გავარდნის საშიშროება არ არის ტუმცა მას თუ წყლით გავავსებთ მაშინვე შეგვეშინდება იმის რო ან ის გასგდება ან ხელიდან ჩაგვივარდება ასეა დედამიწაც.ბიბლიაში წერია:ღმერთის სიტყვები:მე შევქმენი ცა და მიწა და ამასთანავე ადამიანი და ჩემივე ხელით გავანადგურებ მას… კონკრეტულად კიი (გამოცხადება 22:13 მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.)

დრო მოვა და თითოეული ჩვენგანი ამ გზას გავივლით…

ასე რო სანამ დრო არის იმისა რო ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ვიყოთ,დავტკბეთ ცხოვრებით და ცხოვრების დინებას მივყვეთ ბოლო ფურცლამდე

ინფორმაციის ნაწილი  : ka.wikipedia.org

თეგები

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close