TECH & მეცნიერებაუცნაური

ციხიდან გაპარვის 5 საუკეთესო შემთხვევა.

გაქცევა

1. პასკალ პაიეტი. სამჯერ გაიქცა ციხიდან ვერტალიოტის მეშვეობით!
პასკალ პაიეტი, იგივე კალაშნიკოვი პეტი, ციხეში მოხვდა ინკასაციის მანქანის ძარცვის დროს მკვლელობისთვის. 2001 წელს მას მიუსაჯეს 30 წლიანი პატიმრობა და ამ დროისთვის მან მოასწრო სამჯერ გაქცევა ვერტალიოტით! ბოლოჯერ 2007 წელს ციხის სახურავზე დაეშვა ვერტალიოტი რომელიც ნახევარი საათით ადრე გაიტაცეს პილოტთან ერთად. ვერტალიოტიდან გადმოვიდა პაიეტის ყურებამდე შეიარაღებული თანამზრახველი. მან მოახერხა ვერტალიოტში ჩაჯდომა და გაქცევა. მათ პილოტი ზღვის სანაპიროზე დატოვეს ხოლო მას შემდეგ პასკალზე და მის თანამზრახველებზე არავის არაფერი სმენია.

2.ჯონ დილინჯერი. ციხიდან გაიქცა ყალბი იარაღის მეშვეობით რომელიც იყო გაკეთებული ხისგან და გადაღებილი შავად.
1934 წლის 3 მარტს ჯონი დ. გაიქცა კროუნ პოინტიდან (რომლიდანაც გაქცევა შეუძლებლად ითვლებოდა), რომელსაც იცავდა ძალიან დიდი რაოდენობით პოლიცია და ნაციონალური გვარდიის მებრძოლები. გაზეთებში მაშინვე დაიბეჭდა რომ ჯონი გაიქცა ყალბი იარაღის დახმარებით, რომელიც ხისგან იყო გაკეთებული. ამ იარაღის დახმარებით მან დაცვის წევრი აიძულა კამერის კარი გაეღო, შემდეგ აიყვანა ორი მძევალი აიძულა დაცვის წევრები შესულიყვნენ მის კამერაში სადაც ისინი ჩაკეტა ხოლო თვითონ მშვიდად გამოვიდა ციხიდან.

3.ალფი ჰაინდსი. სამჯერ გაექცა კანონს, ერთხელ უბრალოდ მცველი ჩაკეტა ტუალეტში.
1953 წელს ალფი ჰაინდსი დააკავეს საიუველირო მაღაზიის გაქურდვისათვის, მაგრამ მოპარული 90 ათასი დოლარი არ დაუბრუნებია. სასამართლოზე მან არ ცნო თავი დამნაშავედ და მას მიესაჯა 12 წელი პატიმრობა.
იმის შემდეგ რაც ალფი რაღაცნაირად გაიქცა ჩაკეტილი კარებებიდან და 6 მეტრიანი ციხის კედლიდან საზოგადოებამ იგი მონათლა როგორც გუდინი ჰაინდსი. გაქცევის შემდეგ ის დაუბრუნდა კანონმურჩილ ცხოვრებას, მუშაობდა მშენებლად და დეკორატორად, სანამ 1956 წელს სკოტლანდ იარდის დეტექტივებმა არ მიაგნეს და დააბრუნეს ციხეში, 248 დღის ძებნის შემდეგ. ჰაინდსიმა დაპატიმრების შემდეგ კანონი სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ შეაბრუნა და პოლიციას ბრალი დასდო უკანონო დაპატიმრებაში რაც მან კვლავ გამოიყენა რომ სასამართლოს შენობიდან გაპარულიყო. როცა 2 მცველმა ის ტუალეტში გაუყვანა და ხელები გაუხსნა რათა თავისი საქმე მოელია მან ჩაკეტა ისინი ტუალეტში. ხოლო თავად უპრობლემოდ გავიდა შენობიდან.

4.ჯულიან შოტარდი. ციხიდან გაიქცა იმავე ფურგუნით რომელმაც ის ციხეში მოიყვანა.
2009 წელს ფრანგი სამართალდამრღვევი ჯულიან შოტარდი გაიქცა ციხიდან თამამი და მამცური ხრიკის საშუალებით. მან მოახერხა გაქცეულიყო პატიმართა ჯგუფიდან, რომლებიც ახლახანს იყვნენ მიყვანილნი ციხეში. სანამ დანარჩენი პატიმრები შიგნით შედიოდნენ შოტარდმა მოახერხა შემძვრალიყო ფურგონის ქვეშ, რომელმაც ახლახანს მოიყვანა იგი. ჯულიანმა წარმატებით დატოვა ციხე ფურგუნის ძარაზე დაკიდებულმა თუმცა სულ მალე ის თვითონ მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა მათ.

5.ფრენკ მორისი, კლარენს და ჯონ ენგლინები – ერთადერთი პატიმრები რომელბმაც მოახერხეს გაქცეულიყვნენ ალკატრასიდან.
1962 წლის 11 ივნისს ფრენკ მორისმა და ძმებმა ანგლინებმა წარმატებით შეასრულეს ერთ-ერთი დამაბნეველი და ძნელი გაქცევის გეგმამ, რომელიც თავად შეიმუშავეს. მორისი და ძმები ანგლინები ზემოთ ავიდნენ სავინტილაციო შახტისა და საკვამურების საშუალებით და გამოძვრნენ სახურავზე. ტრიო დაუყვა სახურავდა მათ კუნძულიდან გასაბერი ნავით გაცურეს. შემდეგ დღეს პოლიცია გაქცეულებს ალკატრასზე ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ციხის უფროსმა განაცხადა რომ გაქცეულებმა ცმისა და ტუალეტის ქაღალდით გამოტენეს საკუთარი საწოლები რითაც მოატყუეს დაცვა და სწორედ ასე შეძლეს გაქცევა.

devilmaycry

Im nebo

მსგავსი ამბები

Back to top button