გამოგონებასაკითხავისასარგებლო

შიფრები და კოდები!!!

შიფრები და კოდები
კოდები და შიფრები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება,თუმცა ამ როლს ისინი განსხვავებულად ასრულებენ.კოდირების დროს გზავნილის ყველა სიტყვა ან ფრაზა იცვლება კოდური სიტყვებით ან ციფრებით.კოდირებული ინფორმაციის ჩაწერის ან წაკითხვის ერთადერთი გზაა კოდების წიგნის გამოყენებაა.დაშიფრის დროს ტექსტში ასოების სხვა ასოებით ჩანაცვლება ხდება.შიფრით ჩაწერისა და ამოკითხვისთვის აუცილებელია თითოეული ასოს დაშიფვრის წესის ცოდნა.

შემდეგ მე წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფაქტს შიფრების და კოდების შესახებ

კრიპტოგრაფია ომის პერიოდში

დაწერილი ინფორმაციის ფარულად გადაცემის მეთოდებსა და საშუალებებს სტეგანოგრაფია შეისწავლის.მეთოდები,რომელთა საშუალებით ინფორმაციის გადაცემის ფაქტი საიდუმლოდ რჩება,ძველთაგანვე არსებობდა.სპარსეთში მცხოვრებმა სპარტელმა დემარატემ ძვ.წ 480 წელს სპარტაში გასანთლული სუფთა საწერი ფიცრები გაგზავნა,რითაც ბერძნები სპარსელთა თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.მან პირდაპირ ხის ფიცარზე დაწერა წერილი,რომელიც შემდეგ ცვილის ახალი ფენით დაიფარა.80 წლის შემდეგ სპარტელებმა მსოფლიოში პირველი გასაშიფრი მოწყობილობა გამოიგონეს,რომელსაც სკიტალი ეწოდება.იმ დროიდან მოყოლებული,კოდები,შიფრები და სტეგანოგრაფიული მეთოდები ფართოდ გამოიყენება სამხედრო და პოლიტიკური საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად.

მორზეს ანბანი

მორზეს ანბანი,რომელიც ამერიკელმა სემიუელ მორზემ 1835 წელს გამოიგონა,მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა იცის.იგი ინფორმაციის გაგზავნა-გადაცემის საშუალებაა და არა საიდუმლო კოდი.ჩვეულებრივი ანბანის ყოველ ასოს,რიცხვსა და სასვენ ნიშანს მორზეს ანბანში წერტილებისა და ტირეების გარკვეული კომბინაცია შეესაბამება.მათგან შედგენილი დაშიფრული გზავნილი კი ელექტროსიგნალების სახით ტელეგრაფის გადამცემი ხაზებით იგზავნება.მორზეს ანბანის გამოყენებით პირველად გახდა შესაძლებელი შეტყობინების მყისიერი გადაგზავნა.იგი,როგორც ინფორმაციის გადაცემის ოფიციალური სისტემა,2008 წელს გაუქმდა.

სემიუელ მორზე
სემიუელ მორზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი იყო სახვითი ხელოვნების დარგში,ეოდესაც მორზეს ანბანის შედგენისიდე დაებადა;თუმცა ის და მისი მხარდამჭერები მრავალი წელი ეძებდნენ თანხებს ახალი სატელეგრაფო სისტემის შესაქმნელად.მორზეს ანბანის გამოყენებით 1844 წელს გადაიცა პირველი გზავნილი კაპიტოლიუმიდან (ვაშინგტონი) ბალტიმორში.

ენიგმა
ენიგმა — გერმანული წარმოების პორტატიული ელექტრომექანიკური მანქანა, ის იყენებს როტორებს, უხმობს მათ ავიდნენ ცილინდრებზე ინფორმაციის კოდირებისათვის და\ან დეკოდირებისათვის. უფრო სწორედ, „ენიგმა“ — მანქანების მთელი ოჯახია, ვინაიდან არსებობდა მრავალი სხვადასხვა ვარიანტი. ის იქნა გამოშვებული გაყიდვაში ევროპასა და მთელს დანარჩენ მსოფლიოში 1920 წლიდან. ის ასევე იყო გამოყენებული სამხედრო და დიპლომატიური დანიშნულებით არაერთ ნაციაში. ყველაზე მეტად მას იყენებდნენ გერმანელები და მათი მოკავშირეები, მეორე მსოფლიო ომში და მის დაწყებამდე.

მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომამდე, მისი მომხმარებლების მიერ ის იყო განხილული როგორც ზუსტი, ინგლისელ კრიპტოლოგების შეეძლოთ ამ მანქანით დაშიფრული გზავნილების გაშიფრვა ელექტრომექანიკური ბომბებით. ამ წყაროს წყალობით მიღებულმა ინფორმაციამ საკმაოდ წინ წაწია ინგლისი ომში. ნავარაუდებია რომ ევროპის ბრძოლა დასრულდა ერთი წლით ადრე გერმანული კრიპტოანალიზის კოდის ხარჯით, რომელშიც საკმაო როლი ითამაშა ენიგმათი დაშიფრული ინფორმაციის გაშიფრვამ. თუმცა მანქანას ჰქონდა თავისი ნაკლებიც, დაშვებული ენიგმას გამომყენებელი დამშიფრველების მიერ, ისევე როგორც პოლიტიკოსების არასწორი ნაბიჯები, რომლებმაც შეამცირეს დაშიფრვის სირთულე.

მანქანა-შიფრატორი

ენიგმას ჰქონდა:26-ასოიანი კლავიატურა ლათინური ანბანით,26-ნათურიანი პანელი,საკომუნიკაციო პანელი,როტორების სისტემა შიფრატორი დისკოებით და ელექტრობატარეა.ენიგმა ასოთა გადაცვლების მილიარდობით შესაძლებლობას იძლეოდა.ყოველდღე განისაზღვრებოდა მისი შიფრი:მანქანის ხუთი როტორიდან რომელ სამს და როგორი თანმიმდევრობით ემუშავა.დაშიფრულ ტექსტს ოპერატორები ხელით იწერდნენ და მორზეს ანბანით ან სხვა საშუალებით ადრესატს გადასცემდნენ.გერმანიის ქვეითი ჯარი,საჰაერო ძალები და ფლოტი სხვადასხვა დღიურ კოდს იყენებდა.

ინფორმაციის წყარო:DiscoverEducation.com

თეგები

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close