გასართობისაკითხავისასარგებლო

ლეონარდო და ვინჩი(2)


გადავწყვიტე წინა პოსტის გაგრძელება დამედო…

ოთხმოციანი წლების ბოლოდან დავინჩი ანატომიით დაინტერესდა, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია და მრავალი აღმოჩენა გააკეთა. ადამიანის აგებულების კვლევა მას სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეუწყვეტია…
კუნთების მუშაობის, სისხლის მიმოქცევის, სახსრების, თვალის, ნერვული სისტემის აგებულების და ადამიანის სხეულის სხვა ნაწილების უამრავი ჩანახატები და აღწერებია შემორჩენილი.
გამორჩეულად საინტერესოა მისი დაკვირვებები ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. როდესაც იგი “მახინჯ” სახეებს ხატავს აკვირდება კუნთების განვითარებას, დეფორმაციას და დიაპაზონის სვლის, დაჭიმვობის, დრეკადობის დიაპაზონს. დავინჩმა დიდი განვითარება მისცა შემდგომში პლასტიკურ ოპერაციებს.
1482 წელს და ვინჩიმ ფლორენცია დატოვა და მილანში გადავიდა, სადაც საკუთარი სამხედრო-საინჟინრო შემოქმედება ქალაქის მმართველს ლუდოვიკო სპორცას შესთავაზა. სწორედ აქ მილანში სპორცას დაკვეთით შექმნა თავისი ეპოქალური შედევრი ფრესკა “საიდუმლო სერობა”, რომელმაც გადატრიალება მოახდინა დასავლურ სახელოვნო ტრადიციაში. ნახატში გამოყენებულმა პერსპექტივის კანონებმა და ჩრდილის ეფექტებმა ახალი გზა გაუხსნა მხატვრობას. ფრესკაზე გამოსახულია მომენტი, როდესაც იესო ქრისტე აცხადებს რომ, 12 მოციქულიდან ერთ-ერთი მას გასცემს და ასახულია მოსწავლეთა ხასიათი და გამომეტყველება ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ. მეცნიერები დღემდე არ წყვეტენ ფრესკის შესწავლას, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ნახატი და ცდილობენ ამოხსნან ამ გენიალური შედევრის საიდუმლოებები.


1499 წელს ფრანგებმა მილანი დაიპყრეს და ლეონარდოს ქალაქიდან გაქცევა მოუწია. ის რაღაც პერიოდი იტალიის მასშტაბით დახეტიალობდა, შემდეგ კი ვენეციაში ცეზარია ბორჯიასთან ინჟინრად დაიწყო მუშაობა. სასტიკ მმართველთან ცეზარია ბორჯიასთან მუშაობა, რომელიც რომის პაპის შვილი იყო და ეკლესიის მხარდაჭერით სარგებლობდა ლეონარდოს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ იმ დროისთვის წარმოუდგენელი პროექტები განეხორციელებინა: მიწის დაშრობა, მდინარისთვის კალაპოტისთვის შეცვლა, საფრენ აპარატებზე მუშაობა და სხვა მრავალი.
1506 წელს ის მილანში დაბრუნდა და საფრანგეთის მონარქის მთავარ ინჟინრად და მხატვარად დაიწყო მუშაობა. დაახლოებით ამ წლებში ლეონარდომ ცნობილი ნახატი მონა ლიზა შექმნა, დღემდე უცნობია ვინ არის ნახატზე გამოსახული ქალი.

loading...
თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close