აირჩიე პარტნიორი
ცხოველების უმრავლესობას პარტნიორი სჭირდება, რათა დაწყვილდეს და შთამომავლობა შექმნას. ამას გამრვალება ეწოდება, ხელსაყრელი ადგილი და სასრუველი პარტნიორი ძნელი საპოვნელია, კანსაკუთრებით მაშინ, როცა ირგვლივ უამრავი კონკურენტია. ცხოველები მეტოქის მოსაგერიებლად ათასგვარ ხერხსა და ეშმაკობას მიმართავენ.
ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
ერთი დედალისთვის მოქიშპე ორ მამალს შორის დაუნდობელი ბრძოლა ატყდება ხოლმე, თხები რქებით იბრძვიან , ირმებიც რქებით ეჯახებიან ერთმანეთს, ზოგჯერ ბრძოლა, უბრალოდ თავის მოსაწონებლად იმართება. ცხრიალა გველები ყელყელაობენ და ერთმანეთს ეხვევიან, თითოეული მათგანი ცდილობს მეორე მიწაზე დაანარცხოს, მაგრამ ისინი ერთმანეთს სერიოზულად არასოდეს აზიანებენ.
თავუს მოწონება
ფრინველთა სამყაროჩი ჩვეულებრივ მამლები ცდილობენ დედლების მოხიბვლას, დაწყვილება და გამრაველება, ძირითადად გაზაფხულზე ხდება. ამ დროს მამლები ლამაზები არიან, ისინი ეარშიყებიან დედლებს და მათი ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ხშირად საგანგებოდ ცეკვავენ და მღერიან ან თავიანთი ლამაზი ბუმბულით იწონებენ თავს.
პრეტენზიული ქალბატონი
ზოგიერთ ფრინველს დედლის მოსაზიდად უფრო მეტი ძალ-ღონის დახარჯვა უხდება, მამალი ფეიქარა ნისკარტითა და ფეხებით ბალახს ერთმანეთში ხლართავს, მისი ბუდე ძალიან ძნელი ასაშენებლია, შემდეგ დედალი მის ნაშრომს ამოწმებს და თუ დაუწუნა , მამალი ბუდენს ანგრევს და ხელახლა იწყებს შენებას.
დაწყვილება და დაშორება
ცხოველების უმრავლესობა დაწყვილების შემდეგ მეწყვილესთან არ რჩება, ხარირემი მყრივალობის დროს ბევრ ფურთან წყვილდება , ამიტომ არც ერთთან არ რჩება და არც შტამომავლობაზე ზრუნავს, მაგრამ არიან ცხოველები, რომლებიც ბოლომდე წყვილად ცხოვრობენ, მაგალითად, ტურების წყვილი მთელ ცხოვრბას ერთად ატარებენ, ზრდიან შვილებს და ასწავლიან მათ ნადირობას, ხოლო თუ წყვილის რომელიმე წევრი მოკვდება, მეორეც თავს იკლავს.