გამოგონებადღის ფოტოსაკითხავი

ტიტანიკი!!!


კატასტროფის ისტორია
საოკეანო ლაინერი ,,ტიტანიკი”მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე მდიდრულად მოწყობილი სამგზავრო გემი იყო,რომელიც 1909-1912 წლებში აიგო.მის პროოექტზე საუკეთესო ინჟირნები მუშაობდნენ. ხომალდის ასაშენებლად გამოყენებული იქნა ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები.1912წლის 10 აპრილს ტიტანიკი თავის პირველ და ერთადერთ რეისზე საუთჰემმპტონიდან(ინგლისი) გავიდა და გეზი ნიუ-იორკისაკენ(აშშ) აიღო.გემზე 2223 ადამიანი იმყოფებოდა.მგზავრობის მეოთხე დღეს,როცა 14 აპრილის შუაღამის დადგომას წუთები აკლდა,ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა.ორი საათი და ორმოცი წუთის შემდეგ გემი ჩაიძირა.ამ კატასტროფამ 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


კონსტრუქცია და დიზაინი
მეოცე საუკუნის დასაწყისში გემთმშენებლობა დიდი მაშტაბითა და მაღალი კონკურენციით გამოირჩეოდა.რაკი იმხანად თვითმფრინავები არ არსებობდა,ადამიანებს დიდ მანძილზე ზღვით უნდა ემოგზაურათ.მსხვილი გემთმშენებელი კომპანიები,მაგალითად ტიტანიკის მფლობელი,,უაით სთარ ლაინი”კლიენტების მოზიდვას სწრაფი კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტით ცდილობდნენ.ტიტანიკს ორი ორთქლის ძეავი და ერთი დაბალი წნევის ტურბინა ჰქონდა,რომელიც სამ პროპელერს აბრუნებდა.მისი უმაღლესი სიჩქარე იყო 24კვანძი,ანუ 43 კმ/სთ.

გემის მახასიათებელი
ტიტამიკის სიგრძე 270მეტრს შეადგენდა,სიმაღლე -კილი-დან საკვამლე მილის წვერამდე-53მ-ს.ჰქონდა წყალშეუღწევი კორპუსი:თუ რომელიმე განყოფილებაში წყალი შევიდოდა,იქვე დარჩებოდა და სხვაგან ვეღარ გააღწევდა.

გემთსაშენი
ტიტანიკი აიგო ბელფასტის(ირლანდია) გემთსაშენი, რომელიც ფირმა ჰარლანდ ენდ ველუფს ეკუთვნოდა.გემის აგებასა და მოწყობას 3000 31 მარტს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კაიუტები
ტიტანიკს ეკიპაჟის ჩათვლით,3547 კაცის გადაყვანა შეეძლო.პირველი რეისის დროს მის ბორტზე 2200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.ეკიპაჟის წერვწბს მათთვის განკუთვნილი კაიუტები ჰქონდათ,მგზავრები კი I,II და III კლასის კაიუტებში ცხოვრობდნენ .I კლასში შედიოდა კანსაკუთრებით მდიდრულად მოწყობილი 39 აპარტამენტი,რომელთაგან თითოეულს ხუთზე მეტი ოთახი და გემბანზე საკითარი სასეირნო ადგილი ჰქონდა აქვე იუო შედარებით იაფი ერთსაწოლიანი 350 კაიუტა.IIკლასის მგზავრებს 2-4 საწოლიან,III კლასის მგზავრებს კი 2-6-საწოლიან კაიუტებში ეძინათ.იყო საერთო საძინებელი განყოფილებებიც.

ეკიპაჟი
ტიტანიკის ეკიპაჟი 899 ადამიანისგან შედგებოდა,რომელთაც კაპიტანი ედუარდ სმიტი მეთაურობდა.გემბანის ეკიპაჟში შედიოდნენ გემის პოლიციის მთავარი ზემდეგი,ოფიცრები,ბატალიორები და მეზღვაურები,რომლებსაც გემის უსაფრთხო მართვა და ნავიგაცია ევალებოდათ.
მემანქანეთა ეკიპაჟში გაერთიანებული იყვნენ ელექტრიკოესბი,მექვაბეები,ცეცხლფარეშები და ინჟინრები.მათი მოვალეობა ძრავების მუშაობასა და გემის სვლაზე მეთვალყურეობა იყო.გემს ჰყავდა მომსახურე პერსონალიც:მომსახურეები,მზარეულები,ექიმების ჯგუფი,რესტორნის მიმტანები,მუსიკოსები და ფოსტალიონები,რომლებიც მგზავრებზე ზრუნავდნენ.

შეჯახება!!!
განგაშის თანავე ეკიპაჟი გემის მობრუნებას შეეცადა,მაგრამ უკვე გვიან იყო. როგორც კი ტაბლოზე შეჩერების ნიშანი აინთო,გაისმა საშინელი გრუხუნი და საქვაბეებში ყინულივიტ ცივი წყალი შევარდა. ,,ტიტანიკი”აისბერგს ნიუ-იორკიდან 725 მკ-ის მოშორებით შეეჯახა.გემი ყინულის მასას რამდენჯერმე მიენარცხა,რამაც სქელი ლითონის ფურცლებით აგებული კორპუსის მარჯვენა მხარე 90მ-მდე სიგრძეზე გაარღვია.

გემის დაღუპვა
როდესაც ტიტანიკის წინა ნაწილი წყლით გაივსო, გემმა ჩაძირვა დაიწყო.დაახლოებით 01 საათსა და 40 წუთზე ყინულოვანმა წყალმა გემის ცხვირს გადაუარა.10 წითის შემდეგ წყალქვეშ აღმოჩნდა ზედა გემბანის წინა ნაწილი,გემბანის წინა ნაწილი კი ოკეანის ზედაპირს მიუახლოვდა.დაახლოებით 02 საათზა და 5 წუთზე კაპიტანის ხიდური წყალმა დაფარა.ამასობაში კიჩომ წყლიდან ამოიწია,პროპელერები გამოჩნდა და და ტიტანიკმა აყირავება დაიწყო.2 საათისა და 10 წუთისთვის 20 მაშველი კანჯოდან 18 უკვე მოშორებით იყო,მაგრამ გემზე დაახლოებით 1500 ადამიანი რჩებოდა.

უკანასკნელი წუთები
02:17 საათზე ტიტანიკის რადიოგადამცემიდან უბედურების მაუწყებელი სიგნალი უკანასკნელად გაიგზავნა.კიჩო სულ უფრო მაღლა ადიოდა;წყალში ცვიოდა ყველაფერი,რაც დამაგრებული არ იყო.წინა საკვამლე მილი წყალს დაენარცხა და რამდენიმე ადამიანი დაიტანა.ზოგი წყალში ხტებოდა იმ იმედით,რომ ცურვით დაეწეოდა მაშველ კანჯოებს.02:20 საათზე გემზე სინათლე ჩაქრა.შემდეგ კორპუსს წინა ნაწილი მოტყდა და კიჩოს მოსცილდა,რის შემდეგაც გემმა ოკეანის იდუმალი ფსკერისკენ დაიწყო სვლა …

გადარჩენა
ღამის 12 საათსა და 15 წუთიდან დაწყებული ტიტანიკის რადისტები უბედურების მაუწყებელ სიგნალს გამუდმებით აგზავნიდნენ და შველას ითხოვდნენ.00:32 საათზე მად ,,კარპატია” გამოეხმაურა და რადიოგრამით აცნობა:შეძლებისამებრ ჩქარა მოვდივართ.გემი,მართლაც,მაქსიმალური სიჩქარით მიემართებოდა,მაგრამ მაინც სამ საათზე მეტი დრო დასჭირდათ კატასტროფის ადგილამდე მისაღწევლად.მისვლისას მგზავრების ნაწილი ჰიპოთერმიისაგან გარდაცვლილი დახვდათ,რადგან მაშველ კანჯოებში სამ საათზე მეტი დაჰყვეს. ,,კარპატიამ” 705-ამდე ადამიანი გადაარჩინა.

ინფორმაციის წყარო:DiscoveryEducation.com

თეგები

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close