არქივი

“ფრანგული კოცნისას” 30 კალორია იწვება – დაუჯერებელი ამბები ამბორის შესახებ

e1b8c8606dff1cac294e43f74301e6fd
• კოცნის დროს ერთი ადამიანიდან მეორეზე დაახლოებით 278 სახეობის ბაქტერია გადადის. საბედნიეროდ, მათგან 95% უსაფრთხოა.

• კოცნის ბუნებას 1981 წლიდან იკვლევს მსოფლიო ჯანდაცვის კომიტეტი.

• ამერიკელმა მინესოტადან კოცნის რეკორდი მოხსნა. კოცნის ფესტივალის დროს 8 საათის განმავლობაში მან 8001 ადამიანს აკოცა.

• პირველი კოცნა კინოში 1886 წელს აღბეჭდეს. ეს იყო თომას ედისონის ფილმი სათაურით – “კოცნა”.

• ადამიანის ტუჩი 100-ჯერ მეტად მგრძნობიარეა, თითების ბალიშებთან შედარებით. ვნებიანი კოცნა ახშირებს მაჯისცემას წუთში ასზე მეტ დარტყმამდე.

• ძაღლებსაც შეუძლიათ ტუჩებში კოცნა. ცხოველებიდან შიმპანზეს კოცნა ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანისას.

• შუა საუკუნეების იტალიაში მამაკაცს, რომელიც ქალს სხვების თანდასწრებით აკოცებდა, უნდა ექორწინა მასზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხე არ ასცდებოდა.

• იაპონიაში დღემდე ცუდ ტონად ითვლება ქალისთვის ვინმეს თანდასწრებით კოცნა. ამიტომაცაა, რომ იაპონურ ფილმებში თითქმის ვერ შეხვდებით ამგვარ სცენებს.

• ესკიმოსები და პოლინეზიელები არასდროს ესალმებიან ერთმანეთს პირზე კოცნით. მისალმების ნიშნად ისინი ცხვირებს უხახუნებენ ერთმანეთს.

• აფრიკელი ტომები, ბელადის პატივისცემის ნიშნად, იმ ადგილებს კოცნიან, სადაც ბელადმა გაიარა.

• კოცნის პროცესის სამედიცინო სახელწოდება ფილემატოლოგიაა.

• ძველი რომაელები მისალმების დროს ერთმანეთს თვალებს უკოცნიდნენ.

• ყველაზე მეტი, კოცნის 127 სცენა, ფილმ “დონ ჟუანშია” (1927 წ.) – ჯონ ბერიმორის. ეს 127 კოცნა ორმა მსახიობმა ქალბატონმა გაინაწილა: მერი ასტორმა და ესტელ ტეილორმა.

• ძველად ინგლისში ასეთი ტრადიცია იყო: ბაზრობის დროს ქალები იღებდნენ ვაშლს, არჭობდნენ მასში მიხაკს (გამხმარ სუნელს და არა ყვავილს) და ვაშლს იმას სთავაზობდნენ, ვისი კოცნაც სურდათ. მამაკაცს უნდა დაეღეჭა მიხაკი და შემდეგ ეკოცნა ქალისათვის, თანაც, მას კოცნაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა.

• ნამდვილი, ვნებიანი კოცნა ისეთივე ქიმიურ რეაქციას იწვევს ტვინში, როგორსაც პარაშუტით ხტომა.

• ხანგრძლივი კოცნა უფრო სასარგებლოა, ვიდრე საღეჭი რეზინი. კოცნა აბალანსებს მჟავიანობას პირის ღრუში.

• იმ მამაკაცებს, რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან ცოლებს, მეტი შემოსავალი აქვთ.

• სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 90%-ს პირველი კოცნის უმცირესი დეტალებიც კი ახსოვს.

• სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არსებობს ისეთი კოცნა, რომელმაც შეიძლება ადამიანს, პირდაპირი მნიშვნელობით, თავბრუ დაახვიოს.

• სტატისტიკის მიხედვით, ქალებს ყველაზე მეტად ვნებიანი კოცნა აღაგზნებთ, იმდენად, რომ მათი 1-2% ორგაზმსაც კი აღწევს.

• ყველაზე ხანგრძლივი კოცნა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, 30 საათს, 59 წუთსა და 27 წამს გაგრძელდა.

• ყველაზე რომანტიკულ კოცნად აღიარებული იყო ოდრი ჰეპბერნისა და ჯორჯ ჰეპარდას კოცნა ლეგენდარულ ფილმში “საუზმე ტიფანისთან”.

• კოცნა ამერიკის ზოგიერთ შტატში დღემდე ითვლება დანაშაულად. ინდიანას შტატში კანონით იკრძალება ულვაშიანი მამაკაცის კოცნა.

• აიოვას შტატში მამაკაცებს კვირა დღეს ცოლების კოცნა ეკრძალებათ.

• ლოყაზე კოცნა 5 კალორიას წვავს, ხოლო ინტენსიური, ე.წ. ფრანგული კოცნისას თითქმის 30 კალორია იწვება.

 

წყარო : www.marao.ge

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button