არქივი

ალენ დელონი და რომი შნაიდერი

341f11131492
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის ამბავი ლამაზი სიყვარულის ისტორიაა.

ალენმა და რომმა ერთმანეთი საფრანგეთში, ფილმის – “ქრისტინა”- გადაღების დროს გაიცნეს, რომელსაც ცნობილი რეჟისორი პიერ გასპარი იღებდა. რეჟისორს იმედი ჰქონდა, რომ მომხიბვლელ ახალგაზრდებს დანახვისთანავე შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და ფილმშიც ბუნებრივად ითამაშებდნენ. პიერმა ალენს სთხოვა, ლამაზ მსახიობს აეროპორტში დახვედროდა თეთრი ვარდებით. ალენი ასეც მოიქცა… თუმცა მათი ურთიერთობა თავიდან ისე არ აეწყო, როგორც რეჟისორს სურდა. ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ალენი რომს “ავსტრიულ გაბერილ ბატს” ეძახდა, რომი კი თავის კინომეწყვილეს – ”თვითკმაყოფილ ფრანგ თავხედს”.

რომის მშობლებს არ მოსწონდათ შვილის რჩეული, ქალს კი თავდავიწყებით უყვარდა ალენი. აქამდე დამჯერი გოგონა მშობლების წინააღმდეგ წავიდა და ალენთან ერთად პარიზში დასახლდა.

ძალიან მოკლე დროში წყვილი მთელმა მსოფლიომ აღიარა. სიყვარულის ლამაზი ზღაპარი კი მალე დასრულდა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულ რომს მაგიდაზე შავი ვარდების თაიგული და ალენის ბარათი დახვდა, – “ვიყავით დანიშნულები, მაგრამ ვერ მოვასწარით დაქორწინება, ჩვენი პროფესია ერთად ყოფნის შანსს გვართმევს, გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს”, – წერდა დელონი.

მალე მის ცხოვრებაში დანიელ ბიასინი გამოჩნდა, რომელმაც რომში კვლავ გააღვიძა ქალი და იხსნა მარტოობისგან. ისინი დაქორწინდნენ და რომი მეორედ გახდა დედა… თუმცა ეს ქორწინებაც დიდხანს არ გაგრძელებულა

რომი შნაიდერის ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდებოდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა საშინელი უბედურება დაატყდა თავს – საბედისწერო შემთხვევამ მას ვაჟი წაართვა. ჯერ ალენის დაკარგვამ, მერე ქმრის და შვილის სიკვდილმა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა… კვლავ მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკს…

1982 წლის 29 მაისს, შინ დაბრუნებული რომი საძინებელში შევიდა, სადაც ბახის მუსიკის ფონზე შვილს წერილს სწერდა, მაგრამ ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამდენ სულიერ ტკივილს და სამუდამოდ გაჩერდა.

რომის სიკვდილის ღამეს ალენ დელონი მას თავთან ეჯდა და მთელი ღამე წერილებს სწერდა… ალენმა რომის საფლავში თეთრი ვარდების თაიგული ჩაატანა. ისეთი, სულ პირველად, აეროპორტში დახვედრისას რომ აჩუქა.

 

წყარო : www.kvirispalitra.ge

Back to top button