არქივი

მიხეილ ჯავახიშვილის “10 მცნება”

4a3d1bd71ec8

ამ პოსტში გთავაზობთ მიხეილ ჯავახიშვილის “10 მცნებას,” რომელიც საკუთარ ქალიშვილს მისწერა ცხოვრების სწავლების მიზნით.

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარია.

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელის გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, თითქოს ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას ჟინი.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება, შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე, ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაჰღუპავენ.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ; ჯერ-ჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს, ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი-შრომა, მეორე-შრომა და მესამე-ისევ შრომა.

Back to top button