არქივი

ლეონარდო და ვინჩი

110f145a5220
მხატვარო, მოქანდაკე, არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მწერალი, მათემატიკოსი, მეტეოროლოგი, ასტრონიმი, ბოტანიკოსი, გეოლოგი. ეს ყველაფერი ლეონარდო და ვინჩის გენიის არასრული ჩამონათვალია. დავინჩი ადამიანის გონის უკიდეგანო შესაძლებლობების სიმბოლოა.

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს, დოსკანის ქალაქ ვინჩის მახლობლად. ის მდიდარი ნოტარიუსის პიერო დავინჩის და უბრალო გლეხის ქალის კატერინას უკანონო შვილი იყო. სამ წლამდე ბავშვი დედასთან იზრდებოდა, რის შემდეგაც ის მამამ წაიყვანა. დედასთან განშორებული ლეონარდო, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ცდილობდა მშობლის სახე თავის შედევრებში გაეცოცხლებინა. პიერო დავინჩის უნდოდა შვილს ოჯახის პროფესია გაეგრძელებინა, მაგრამ უშედეგოდ, ლეონარდოს საზოგადოებრივი კანონები არ აინტერესებდა. მალე მამისთვის ნათელი გახდა შვილის არაჩვეულებრივი ნიჭი და ის ფლორენციის ყველაზე გამოჩენილი მხატვრის ანდრეა დერდეროკიოს სამხატვრო სახელოსნოში მიაბარა, რომელსაც იმ პერიოდში ცნობილი მეცენატი ლორენცო მედიჩი მფარველობდა. ამბობენ რომ ვერონკიოს ცნობილი ნახატის ნათლისღების ერთ-ერთი ანგელოზი ლეონარდოს შექმნილია, რომლის დანახვაზეც დავინჩის მასწავლებელმა განაცხადა,რომ მას უკვე საკუთარმა მოსწავლემ აჯობა და ის ხელში ფუნჯს აღარასოდეს აიღებდა.

1476 წელს ლეონარდო და მისი სამი მეგობარი სოდომიას დანაშაულის გამო დააპატიმრეს, რაც ჰომოსექსუალორ ურთიერთობებში მონაწილეობას გულისხმობდა, თუმცა მალევე ოთხივე მათგანი სამხილების არარსებობის გამო გაანთავისუფლეს.

თანამედროვეებისთვის და ვინჩის ცხოვრების წესი გაუგებარი და შემაშინებელი იყო. ის არ ჭამდა ხორცს, იყო ვეგეტარიანელი, არ ცნობდა ღამეს და ეძინა 15 წუთი ყოველ 4 საათში ერთხელ. იყო ამბიდექსტრი, ერთნაირად ხმარობდა ორივე ხელს, მუდმივად რაღაცას იწერდა და ჩანაწერებს უკუღმა, სარკისებურად აკეთებდა. იშვიათად ამთავრებდა დაწყებულ საქმეს, მღეროდა და საკუთარ გამოგონებულ საკრავებზე უკრავდა. ყიდულობდა ჩიტებს და უშვებდა, რომ მათ ფრენას დაკვირვებოდა. არ ყავდა ახლო მეგობრები და არ ცნობდა ნათესავებს. არ იყო პატრიოტი და შეეძლო სამხედრო იარაღი მტრისთვის მიეყიდა.

ჩანახატები

aff8a03c63fc

df229e651e18

b8a3c264626f

23e5995cd5bd

b9d9850648c4

გამოგონებები

72b57c3b3224

c2f22dd1d916

75b5b9b424ab

c3dbc4e8c29c

56a416ac517d

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button