გამოგონებაგასართობიუცნაური

„ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი სმარტფონთან ერთად იმუშავებს

9633472cadce

კბილების ხეხვა საკმაოდ მონოტონური და დამღლელია. ამიტომ, ხშირად, კბილების მოვლისთვის გამოყოფილი 3 წუთის ნაცვლად, 1 წუთსაც დაძალებით ვუთმობთ. ახლო მომავალში კი, ეს შეიძლება „ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისის G.U.M Play-ის მეშვეობით შეიცვალოს. ის არა მარტო გამაჯანსაღებელი ჩვევის გამომუშავბაში დაეხმარება მომხმარებელს, არამედ მის გართობასაც შეძლებს.

bcb831169645

2015 წელს, იაპონურმა კომპანია Sunstar-მა გამოუშვა „ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი სახელად G.U.M Play (იგივე Smart Toothbrush), რომელიც მომხმარებლის სმარტფონთან ერთად მუშაობს. მოწყობილობა აღჭურვილია ძაბვის დონის და ტელეფონთან შეერთების მდგომარეობის ინდიკატორებით. სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით, შეძლებთ გაიგოთ თქვენი ჩვევები კბილის ხეხვის დროს და აგრეთვე დააკვირდეთ პირის ღრუს რომელი მხარე ან რომელი კბილი ვერ სუფთავდება შესაბამისად. აპლიკაციაში ასახულია მომხმარებლის კბილების მოდელი და ზონები, რომლებსაც ის ასუფთავებს. ეს პროგრამა საშუალებას მოგცემთ, გასწავლოთ პირის ღრუს ჰიგიენის სწორად მოვლა და დაგეხმარებათ ამ მხრივ უკეთესი შედეგების მიღწევაში.

5d3669110e80

აპლიკაცია თავსებადია მოწყობილობებთან Android-ის და iOS-ის პლატფორმებზე აქედან გამომდინარე მისი გამოყენება საკმაოდ ფართოდ იქნება შესაძლებელი. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კბილების ხეხვისას მოწყობილობა G.U.M. Play-ის ასევე თქვენი საყვარელი მუსიკის ჩართვაც შეუძლია, ხოლო თუ მაინც მოიწყენთ, შეგიძლიათ სპეციალური აპლიკაცია Mouth Monster ითამაშოთ ან ახალ ამბებს მოუსმინოთ.

„ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი ყველა სიგნალს ვიბრაციის გადამწოდის მეშვეობით იღებს, ხოლო მისი მართვა დისტანციურად, Bluetooth კავშირით ხდება. ამ მოწყობილობით დაინტერესებული პირებისთვის სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მისი ტექნიკური მახასიათებლები და ფასი არ ვრცელდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close