გასართობისაკითხავისასარგებლო

თითქმის ყველაფერი ინგლისური ენის შესახებ


მოგესალმებით ყველას. დღეს თქვენ გაიგებთ უამრავ რამეს ინგლისური ენის შესახებ, რომელიც ჯერ არ იცოდით

  • საიდან მომდინარეობს ინგლისური ენა?

ჩვენ გვაქვს “რეცეპტი” ინგლისური ენის წარმომავლობის შესახებ:

50 გრამი            ბერძნული ენა

75 გრამი            ლათინური ენა

400 გრამი         ანგლო საქსური ენა

150 გრამი          ჩრდილოური ენები

300 გრამი         ფრანგული ენა (რომელიც ნაწილობრივ შედგებოდა ლათინურისგან და ბერძნულისგან)

და 25 გრამი            სხვა ენები

ეს “ინგრედიენტები” ერეოდა ერთმანეთი 1000 წლის განმავლობაში სანამ არ წარმოიქმნა ინგლისური ენა

  • რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად?

მეოცე საუკუნის დასასრულისათვის მიახლოებით ორი მილიარდი (2 000 000 000) ადამიანი საუბრობდა ინგლისურად, მთელ მსოფლიოში. აქედან 380 მილიონი (380 000 000) იყვნენ ადგილობრივები, ანუ ინგლისური მათი მშობლიური ენა იყო. ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოსაყენებადი და სწავლებადი ენაა მთელ მსოფლიოში. ევროპელების ნახევარი საკმაოდ კარგად საუბრობს ინგლისურად. მომავალში კი უფრო მეტი ევროპელი ისაუბრებს ინგლისურ ენაზე

  • რატომ სწავლობს ხალხი ინგლისურს?

ინგლისური “საუკეთესო” ენაა მოგზაურობისათვის და ტურიზმისთვის, ის ასევე გამოიყენება ბიზნესში და მეცნიერებაშიც. მიახლოებით 80%  მსოფლიოს ვებ საიტების ინგლისურ ენაზეა(მაგრამ ეს აღარ მოხდება თუ ხალხი საკუთარ ენას გამოიყენებს ვებ საიტების შესაქმნელად).

  • რამდენი სიტყვაა ინგლისურ ენაში?

მიახლოებით 300 000 სიტყვა მოიძებნება Oxford English Dictionary-ში. თუმცა ბევრი მეცნიერული სიტყვა არ არის შესული ამ წიგნში. მაგალითად არსებობს მილიონზე მეტი სიტყვა, რომელიც მხოლოდ მწერის სახეობებს შეეხება. მოზარდი ადამიანი, რომელიც ინგლისურს თანდათან ეუფლება, მხოლოდ 30 000 ინგლისურ სიტყვას იყენებს.

  • რა არის ყველაზე გრძელი სიტყვა ინგლისურ ენაში?

ასეთი სიტყვა, რომელიც ოქსფორდის წიგნში მოიძებნება შემდეგია(რომლის მნიშვნელობა ნამდვილად არ ვიცი): pneumonoultramicroscopicsilicovolcanokoniosis(რამდენი ვიწვალე ამ სიტყვის დაწერაზე). რატომ ცდილობ რომ ეს სიტყვა წაიკითხო? მერწმუნე ეს სიტყვა შენ არასოდეს გამოგადგება.

  • რამოდენიმე ახალი სიტყვა ინგლისურ ენაში

მოგეხსენებათ უამრავი ახალი სიტყვა ყალიბდება და მკვიდრდება სხვადასხვა ენებში, მათ შორის ინგლისურშიც:

  • fashionista- ის ადამიანი ვინც მოდურად იცვამს
  • life coach- ადამიანი, რომელიც გეხმარება ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში
  • mouse potato- ადამიანი ვინც კომპიუტერს მიეჯაჭვა
  • docusoap- სატელევიზიო გადაცემა რომელიც ნამდვილი ადამიანების ცხოვრებას აგვიღწერს.

ეს იყო და ეს. იმედია მოგეწონათ

 

(ედიტორისგან : pneumonoultramicroscopicsilicovolcanoconiosis ნიშნავს ფილტვის კიბოს ერთ-ერთ სახეობას :D )

 

loading...
თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close