მისტიკასაკითხავიუცნაური

სასაფლაოზე მოსიარულეები

სასაფლაოზე მოსიარულეები

ბორჯომი არც თუ ისე დიდი ქალაქია,მაგრამ ხალხია კარგი. რომ დაუკვირდე სასაფლაოებს უფრო დიდი ადგილი უკავია, ვიდრე მოსახლეობით დატვირთულ ადგილებს…
ერთი რამ ფაქტია: ახალი თაობა ძველზე უკეთესია.ბორჯომი ტყეშია ჩაფლული. აქ ვისვენებ როგორც სულიერად, ისევე ფიზიკურადაც. ტელევიზორი, ეზო, კომპიუტერი გართობის წყაროებია .
ძირითადად არ ჩავდივარ ეზოში. თუ ჩავალ ისიც ათასში ერთხელ ანუ ჩემს დას თუ გავყვები ან ნინოს. ჰობი? ჰობი ტელეკინეზია1. დიდი ხანია რაც ვვარჯიშობ. დაახლოებით სამი წელი იქნება, მაგრამ უშედეგოდ და თავიც დავანებე. ცრუმორწმუნო ვარ. რაც ხდება „ცრუმორწმუნეობას“ ვერ დავარქმევდი. მჯერა რაღაც „ მაგიურის“ და თითქოს ვამაყობ კიდეც ამით. დავხეტიალობ ინტერნეტში ვეძებ წყაროებს მაგიის შესახებ, ვეძებ წიგნებს და ვკითხულობ. ეს ყველაფერი ეჭვს უფრო მიმძაფრებს და რაღაც გამოძიების სურვილი მიჩნდება. ხანდახან, ვფიქრობ, რომ რაღაც „ზებუნებრივი“ გამაჩნია. და ვეძებ ამ „ზებუნებრივს“ ჩემს თავში. ვპოულობ? ვერა, მაგრამ იმედი მაინც მაქვს. დავიდებ ფურცელს და ვცდილობ გამოძრავებას. პირველად, რომ გავამოძრავე ისეთი გრძნობა მქონდა, რომელსაც სიტყვებით ვერ გავდმოსცემ. ერთხელ შემეშინდა ხომ არ ვსცოდავ-თქო, მაგრამ ბევრმა მითხრა ეს უბრალოდ ადამიანის შესაძლებლობაა რომელსაც განვითარება სჭირდებაო.
ამას წინებზე ჩემს მეორე სოფელში: ატოცში ვიყავი. აღდგომები დამეთხვა და სასაფლაოზე გავედით. საღამოზე გავედით. უკვე რომ ბნელდებოდა. მანამდე საქმეები გვქონდა. სუფრა გავშალეთ. საფლავს ღვინო მოვასხით.
უსმელი წყალი დავალევინეთ მიწას. მერე ბიძაჩემმა აიტეხა: წადი საფლავებზე და კვერცხები მომიტანეო. ვუპასუხე, რომ უკვე ბავშვებს აღებული ექნებოდათ, მაგრამ არ მოეშვა. მეც დავადე თავი დაწავედი. როგორია ახლა სიბნელეში იარო საფლავებზე, გახსნა ღობურა, შეხვიდე შიგნით, იპოვო კვერცხი და
გამოიტანო. სასაფლაო ბუჩქებითაა დაფარული და წვრილი ბილიკი გასდევს ყველა საფლავს. ზოგიერთ ბილიკზე ბუჩქებია ამოსული და უნდა გადაახტე რომ გადახვიდე ან უნდა გაძვრე რამენაირად. ერთ სასაფლაოზე როგორც იქნა დავინახე კვერცხი. შევაღე კარი. ისე საშინლად დაიჭრაჭუნა, რომ ჟრუანტელმა დამიარა.
გადავიარე ფხვიერ მიწაზე კვერცხებს დავავლე ხელი დარაც შემეძლო სწრაფად გამოვიქეცი.

ამ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. სახლში მივედიდით. ჩემი ოჯახი მეზობლებთან გავიდა. მარტო დავრჩი კარგა ხანი მომიწია მარტო ყოფნა. სანამ ისინი სუფრაზე ჭახა-ჭუხს მორჩებოდნენ ავიღე ნოუთბუქი შევუერთე მაგთიკომის ინტერნეტფლეშკა. (ინტერნეტი არაა გამოყვანილი ასე რომ ასე მიწევს კავშირი ინტერნეტთან). შევედი გუგლის ინგლისურ ვერსიაზე და ჩავწერე რიტუალებზე. სასაფლაოზე თითქოს რაღაც ჩაკრა გამეხსნა და თავის შემოწმება მინდოდა. (მაგია, მისტიკა საშინლად მიტაცებს) ავიღე უიჯის დაფა (რომელიც სახელდახელოდ მქონდა დამალული მშობლებს რომ არ ეპოვნათ) და დავიწყე : მკვდარი სულების მეუფევ მე მინდა ნადია მაისურაძის სულის გამოძახება. თეფშს ხელი მოვკიდე. როგორც წესი პირველად ვკითხე იყო თუ არა ჩემთან და ესმოდა თუ არა ჩემი.
შავი სანთლის შუქი ბჟუტავდა, მაგრამ თეფშის მოძრაობა მაინც მკაფიოდ ჩანდა.ხის თეფში კისკენ დაიძრა. შვებით ამოვისუნთქე. პრინციპში მთვარის 25 დღე იყო და უეჭველად გამომივიდოდა. კარის საზარელმა ჭრაჭუნმა შემაშფოთა. კანკალი ამიტყდა. ვის სულსაც ვიძახები ჩემი დიდი ბებია იყო და სწორედ იმ სასაფლაოზე იყო დაკრძალული რომელზეც დილით ვიყავი. სახლის წინ ეზო მქონდა და ეზოს თავში ჭიშკარი იყო. უკვე შიშკარსაც დაეწყო აქეთ-იქით მოძრაობა. უკვე ხმაღალა დავიწყე კითხვები:
-რა მოხდა დღეს სასაფლაოზე?
პასუხები იწერებოდა სანამ დაიწერებოდა ყურში ჩამესმოდა ჩურჩლით თითქოს აქვე ვიღაც მეძახდესო…
მესმოდა ფეხის ნაბიჯები და კნავილის ხმები… ავტომატურად დავიწყე ხმამაღლა ლაპარაკი ვცდილობი მომეშორებინა ის ვიღაც ვინც სავარაუდოდ ბებიაჩემს გამოყვა იქიდან. მაგრამ რაღაც ძალიან, ძალიან ძლიერ ენერგიას ვგრძნობდი. ხმები მესმოდა იცით როგორ? აი მეტროში რომ ხარ და შორიდან ვიღაც რო გეძახის და მისი სიტყვების ნაწილს ხმაური რომ ფარავს, მაგრამ შინაარს რომ მაინც გებულობ.
-შემომიშვი შენს სახლში შემომიშვი. ღმერთიც კი ვერ გიშველის. (ეს ხმა არაადამიანური ტემბრის იყო) ლოცვა დავიწყე:
– მამაო ჩვენო
-მამაო ჩვენო (იმეორებდა ის)
-რომელიცა ხარ ცათა შინა (კვლავ იმეორებდა ცინიკურად)
-ამინ
აქ კი უკვე გაჩუმდა. ხმა აღარ ამოუღია. ჯვარი ამოვიღე ხელში მჭიდროდ დავიჭირე და იქითკენ დავიძარი საიდანაც ხმები მესმოდა.(ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო ჩემგან. მერწმუნეთ) ახლა უკნიდან მექაჩებოდა ხმები:
-შემომიშვი. შემომიშვი არაკაცო! შემომიშვი!
მივხვდი რომ აი აქ უკვე ეგზორციზმისთვის უნდა მიმემართა. გამეკურნა სახლი და ჩემი თავი.
-თვით უფლის ძის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ დატოვო აქაურობა
ძალიან ბოხი ხმით საზარელი კივილი. კივილმა ძვალ-რბილში დამიარა. თვალი გავახილე წინ ჩვეულებრივი ადამიანი მედგა. ცინიკურად გამიღიმა და მითხრა:
-ჰეი დავბრუნდები.
არ დავბნეულვარ არვიცი როგორ, მაგრამ ცინიკურად შევხედე ჯვარი მივუშვირე და შევატყვე მისი სახის კუნთები როგორ იჭიმებიდა და როგორ ეცვლებოდა ცინიკური გამომეტყველება სიბრაზისაკენ. ერთი ბოხად ჩამკივლა ყურში და გაქრა.
გიორგი ჩაფიჩაძე

ვწერ სპეციალურად ucnauri.com –ისთვის!  თუ გადაიტანთ სადმე მიაწერეთ წყარო.

თეგები

chaphichadze

imedia mogewonebat chemi postebi

მსგავსი ამბები

Close
Close