მისტიკასაკითხავიუცნაური

“შავი”(შავნაბდიანი). საშიში ისტორია.

ახლა კომფორტულად ვარ მოკლალათებული რბილ სავარძელში. ფეხი თაბაშირში მიდევს, ვიღრძე და… დილაა მაგრამ საუცხოო ბურუსია ჩამოწოლილი და ისედაც მძიმე ჰაერს დიდი ტვირთივით აწვება. თოვს… სველი თოვლია, მაგრამ დიდი ფანტელები ცვივა…
ორი კვირის წინ (15 იანვარი) ჩემს მეგობრებთან ვიყავი. უფრო სწორედ, ჩემს მეგობრებს ნათესავები ყავდა ჩვენი ტოლები და მეც დამპატიჟა(ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ-მე, ნინო,ნიკა, ნინო) თითქმის ყველას ვიცნობდი- ანუკი,რატი და ალიკა. რატი დათვრა. სახლის მეორე სართულზე ავიდა და დაწვა. სრული გიჟები დავრჩით მარტო.(თუ ნინოს არ ჩავთვლით რადგან მისტიკის ეშინოდა, უფრო სწორედ მსგავსი სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდა).
ადრე მე და ნინო მაღლა, მეორე სართულზე ვიყავით. იქ ფორტეპიანო აქვს და რაღაცას ვასწავლიდი. ჯერ კიდევ მაშინ სათვალე ეკეთა და როცა შევხედე სათვალის ანარეკლში ვიღაც შავნაბადიანი კაცი დავინახე.( დღემდე არ ვიცი ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო თუ რეალობა…) ამის შემდეგ ეს სახლი რატომღაც მაშფოთებს. მე, როგორც წესი ყველენააირი აღჭურვილობა გამაჩნია მსგავს საკითხში. ავირბინე სახლში(ამ დროსაც თოვდა და მიუხეავად შუადღისა საზარელი სიბნელე სუფევდა) და „ბროლის ბურთი“ ჩამოვიტანე. მეთვითონ არაფრისთვის ვიყენებდი უბრალოდ კოლექცია მქონდა მსგავსი ნივთების. (თვითონ „ბროლის ბურთიც“ კი უცხოური საიტიდან მქონდა გამოწერილი) რა თქმა უნდა ვიცოდი ამ ნაყიდი ბურთით რომ არაფერი გამოვიდოდა, თუმცა, მაინც ვცადეთ. ნინო როგორც იქნა დავითანხმე და ვუთხარი , რომ თუ ჩვენ ამას არ გააკეთებდით შეიძლებოდა საზარელი რამ დატრიალებულიყო. ბურთი მაგიდის ცენტრში დავდგით და გარშემო წრე შევკარით. ლათინურ ენაზე დავიწყეთ შელოცვა(რომელიც ადრე ბიბლიოთეკეკაში, ტერციუს სიბელიუსის „ჭიაყელას საიდუმლო“-ში მენახა.) ბურთისგან არაფერი გამოვიდა. დამცირებულად ვგრძნობდი თავს. მე არ ვიყავი ვინც აჯერებდა გავიგებთ თუ ვინმე ან რამეაო ნინოს სახლშიო? ახლა მხოლოდ და მხოლოდ ცინიკურად მომღიარ სახეებს ვხედავდი, რომლებიც მე მიყურებდნენ. ტელევიზორს ოთახის ანტენა ეყენა. უცებ ტელევზორმა შიშინო დაიწყო. შიშინში რაღაც ხმები ისმოდა. ეს ხმები არ იყო არც ჟურნალისტის, არც რეკლამის, არც ფილმის , არც სერიალის… ბოხი ხმა იყო. გაუგებრად ლაპარაკობდა… მერე დაუწვრილდა საშინლად დაუწვრილდა. მის გაუგებარ ხმას ტელევიზორის შიშნი უფრო გაუგებარს ხდიდა. ნინომ გაბრაზებული სახით შემომხედა არაფერი არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი რომ მსაყვედურობდა ასეთი რაღაც რომ გავაკეთე. ტელევიზორის შიშინი შეწყდა. აღარც კაცის ხმა არ ისმოდა. სამზარეულოს პატარა სარკმელი აქვს. სასწრაფო გავარდი სამზარეულოში სანთლების მოსატანად. სანთლები სარკმლის ქვეშ იდო. სარკმლისკენ ავტომატურად გავიხედე. ეს პიროვნება მიქელ გაბრიელს გავდა. შავი ნაბადით. სწორედ ის ვინც მე დავინახე. სწორედ ის! თვალს და ცხვირს მოსასხამის კაპიუშონი უფარავდა. მხოლოდ პირი უჩანდა. გაშეშებული პირი. გავშეშდი ის რომ დავინახე. პირს ამოძრავებდა თითქოს რაღაცის თქმა სურსო… მაგრამ არავითარი ცელი ეჭირა. მისკენ დავიწყე სიარული. მეშინოდა, მაგრამ მინდოდა გამეგო რისი თქმა სურდა. უკუღმა საუბრობდა. „საუბარი“ დაასრულა გამიღიმა. ნინო შემოვიდა სამზარეულოში.გავხედე ნინოს მერე ისევ სარკმლისკენ გავიხედე მაგრამ აღარიდგა ის. აი ახლა როგორ დავაჯერო ხალხი რომ ვნახე? ვინ დამიჯერებს? აღარაფერი გვიქნია. მხოლოდ და მხოლოდ გაოგნებული ვიყავით. მე როგორც ვიყავი ამას უბრალოდ ვერ ავღწერ… შუქი ჩაქვრა. ამაზე გული გაგვისკდა. კარმა თავისით მიიჯახუნა (დაიკეტა). კივილი ატეხეს ბავშვებმა. ახლა მისი ხმები კარგად მესმოდა.
-მოდი… მოდი თორემ მე მოვალ. აი ამას კი არ გირჩევთ…
არ ვიცი მსხვერპლი უნდოდა? იქნებ უბრალოდ გაფრთხილება. არავინ არ წასულა იქითკენ საიდანაც ხმები გვესმოდა….

სცენაზე რომ ბუღი და ბოლი დგება სწორედ მაგდაგვარი ბოლი დატრიალდა მისაღებში. ტელევიზორი კი სულმთლად გაშავდა. ბოლოს ლეშის სუნი ასდიოდა. გავიფიქრე მართლა მიქელა ხომ არ მოგვადგა თქო, მაგრამ რადროს სიცილი იყო ისევ დავსერიოზულდი. კომოდები, თაროები საშინლად ქანაობდა (9ბალიანი მიწისძვრა გეგონებოდათ). ჭურჭელი ძლივს ჩანდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი ყველა მე რომ მომხუტებოდა. ბუზის ჭაღივით ყველა მე მომწებებოდა, ალბათ, ამან მისცა ჩემს შემდგომ ქცევას საბაბი.
წინ დავიძარი. „ჭიაყელას საიდუმლო“-ს მე-9 თავმა დამკრა თავში:
სანთლებით დავითის ვარსკვლავი გავაკეთე იმდენი განყოფილება ჰქონდა რამდენიც ვიყავით. თავში მე დავდექი. მარჯვინივ ნინო-ნინო-ნიკა-ანუკი-ალიკა.
-confundo deletrius, disico duro.Engorger gralante finite Incantantem.( confundo deletrius, disico duro.Engorger gralante finite incantantem.)
უცბად ცეცხლი ჩაქვრა ( პირიქით უნდა აალებულიყო). მკაფიო სიცილი მომესმა. ნიკამაც დაიწყო სიცილი. ცინიკურად იცინოდა. ნიკამ თითქოს რაღაც მოისმინა, შემდეგ, კვლავ, ცინიკურად გაიცინა და ერთი ნაბიჯით ჩემგან მარჯვნივ გაადაიწია. მის უკან იდგა „მიქელა“. ხელი გამოყო „მაჟეტიდან“ და შუბლზე მომადო. მივხვდი მის უძლურებას. უბრალო მოხეტიალო იყო რომელიც ნინოს აეკიდა და რომელსაც თურმე იმის თავიც კი არ ქონია, რომ მტვრისთვის სული შეებერა. ალბათ, დაგაინტერესებთ თუ ასეთი უძლური იყო საიდან შეძლო, რომ მოეწყო მიწისძვრა?, გაეთიშა ტელევიზორი, ჩაექრო სანთლები. მის უკან ხომ სატანა იმალებოდა რომელსაც ჩვენი სხეული სურდა. უკვე ნიკასი რომელსაც ეგზორცისმი ესაჭიროებოდა. ნიკამ წრე დაგვარტყა და თან ტაშს უკრავდა. ნინომ დაიყვირა
-რა უქენი ჩემს ძმას
– არაფერი (ისეთი ბოხი ხმა ქონდა როგორიც მაშინ, ტელევიზორიდან მესმოდა. არაადამიანური ტემბრი ჰქონდა)
– მან მე სული მომყიდა. გაიცინა და ჩემთან მოვიდა თითქოს მეფერებაო.
-იცი რამდენად უძლური ხარ ? (ვკითხე მიუხედავად იმისა რომ თვით სატანას ვესაუბრებოდი)
-გინდა გამომიწვიო (სახე გაუმრუდდა)
– არ მინდა. მე არ ვარ ისეთი დონის რომ წინააღმდეგობა გაგიწიო. უბრალოდ, დააბრუნე ნიკა. არ მაიძულო მივმართო ისეთ ზომებს რომელიც სამუდამოდ ჩაგაგდებს იმ შენ საძაღლეთში! (ბავშვები გაკვირვებულები მიყურებდნენ. ისე ვესაუბრებოდი თითქოს ძველ ახლობელს ვუბრაზდებიო)
-როგორ ბედავ!
მე მისი სახე დავინახე! პირი კიარა სახე! ზიზღით ჰქონდა გამდიდრებული. ვხვდებოდი როგორ ავდიოდი ნელ-ნელა მაღლა. არ მეშინოდა. ნამდვილად არ მეშინოდა. ჯობდა თვით დემონს გამოეჩინა მეტი სიფრთხილე. დაბლა დავხტი. ეშმაკი უბრალოდ გაქრა.

P.S ამბავი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. მართლა შევიკრებეთ ჩვენ მე ნინო ნინო ანუკი ნიკა ალიკა რატი. რატი მართლა დათვრა. ნინოს მართლა ეშინია მისტიკის. მაგრამ მსგავსი არაფერი არ მომხდარა.

მეორე ნაწილში გაიგებთ რა მოხდა სინამდვილეში და რატომ არ დაასრულა ავტორმა ბოლომდე ეს მოთხრობა! ამ მოთხრობას სულს სხვა გააგრძელებს (ერთ-ერთი პერსონაჟი) რომელიც დეტალურად მოგიყვებათ რატომ შეძლო ავტორმა ასე მარტივად დაემარცხებინა სატანა

ვწერ სპეციალურად Ucnauri.Com–ისთვის. თუ სადმე გადაიტანთ მიაწერეთ წყარო!

გიორგი ჩაფიჩაძე

loading...
თეგები

chaphichadze

imedia mogewonebat chemi postebi

მსგავსი ამბები

Close
Close