გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხოველთა საუბარი

http://www.picz.ge/img/s4/1501/5/b/bbfc9d6aba43.jpg

ცხოველები ერთმანეთთან ურთიერთობას ნიშნების, ბგერებისა და სუნის საშუალებით ამყარებენ. სხეულის ფორმა და მოხატულობაც კი მათ ერთმანეთის შესახებ რაღაც ინფორმაციას აწვდის. ეს შეტყობინებები ცხოველებს უმთავრესად მეწყვილის ძებნასა და თავდაცვაში ეხმარება.
კაშკაშა ნიშნები: არც ერთი ცხოველს არ უნდა , რომ მტაცებლის კლანჭებში აღმოჩნდეს. შხამიან ცხოველებს ღია კაშკაშა შეფერილობა აქვთ , რითაც სხვებს აფრთხილებენ, რომ მათი შეჭმა სახიფათოა , ზოგ ცხოველს გარეგნობის შეცვლაც კი შეუძლია . ლურჯხალებიანი რვაფეხა, სინამდვილეში, ქვისფერია, მაგრამ თავდამსხმელის შესაშინებლად და დასაფრთხობად ღია ყვოთელ შეფერილობას იღებს და სხეულზე მუქი ლურჯი ხალები უჩნდება. მტაცებლებელი ცხოველები ყოველთვის ერიდებიან მას, რადგან იმდენი შხამი აქვს , რომ 25 კაცის მოკვლა შეუძლია .

http://www.picz.ge/img/s2/1501/5/e/e273d3ae75aa.jpg

სხეულის ენა: ჯგუფურად მცხოვრებ ცხოველებს ხშირად კომუნიკაციის რთული სისტემა აქვთ , მაგალითად, როდესაც ფუტკარი საკვებს აღმოაჩენს, ცეკვით ამცნობს დანარჩენებს, ის ცეკვისას ჰაერში რვიანის მსგავს ფორმებს გამოსახავს, ამის მიხედვით სხვა ფუტრკები ხვდებიან, სად არის საკვები და რა ხარისხისაა იგი.
ხმიანობა: ხმელეთზე მცხოვრები ბევრი ცხოველი სხვებთან ურთიერთობას ბგერების საშუალებით ამყარებს, რადგან ბგერა შორ მანძილზე ვრცელდება, ლომები ღრიალით იცავენ თავიანთ ტერიტორიას, შასვები ხმამაღლა ჭახჭახით ამცნობენ სხვა ფრინველებს საფრთხის არსებობას, მამალი ბაყაყი კი დედლის მოსაზიდად იყენებს.

http://www.picz.ge/img/s1/1501/5/f/f77b5f9b6610.jpg

ყნოსვითი შეტყობინებები: კარგად განვითარებული ყნოსვა ზოგიერთი ცხოველისთვის ურთიერთობის საშუალებაა. დედალი იმპერატორი პეპელა ავრცელებს მძაფრ სუნს, ფერომონს , და მამრს იზიდავს. მამალი პეპელა ამ სურნელს 10კმ-ის მანძილზე გრძნობს.

http://www.picz.ge/img/s3/1501/5/8/835c65d4625b.jpg

შიმპანზეები საუბარი : ზოგიერთი ცხოველი კომუნიკაციის საშუალებებით ძალიან ჰგავს ადამიანს, შიმპანზეები ერთმანეთს ხშირად ხელის ჩამორთმევითა და კოცნით ესალმებიან . მათ შეუძლიათ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების სხვადასხვანაირად გამოხატვაც. ისინი იღიმებიან, როცა უხარიათ , ხოლო როცა გაბრაზებულები არიან , ან თავდასხმას ელიან -იბღვირებიან.

loading...
თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close