გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხოველთა ყნოსვა , გემოვნება და შეხება

http://www.picz.ge/img/s4/1501/4/c/c3fe5931a88b.jpg

ცხოველები გემოს, სუნსა და შეხებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებით შეიგრძნობენ. არსებობენ თევზები, რომლებიც მთელი სხეულით გრძნობენ სუნს, პეპლები, რომლებიც გემოს ფეხებით აღიქვამენ და ძუძმწოვრები, რომლებიც ულვაშებით უსუსტეს შეხებასაც კი აიგებენ. ზღვის არსებებსა და რბილტანიან ცხოველებს, მაგალითად ლოკოკინებსა და ლოქორებს , აქვთ გრძელი, მოქნილი საცეცები . სწორედ ამ საცეცების წყალობით მოიპოვებენ საკვებს და იკვლევენ გზას. ზღვის ანემონებს შხამიანი საცეცები აქვთ , რომელთაც შეხებისთანავე ადამბლავებენ მსხვერპლს და შემდეგ ადვილად იჭერენ. ზოგი ცხოველი პირის ირგვლივ განლაგებული გრზელი და უხეში თმით , ე,წ ვიბრისებით ჰაერში ძალიან სუსტ მოძრაობასაც კი შეიგრძნობენ და სიბნელეში ან ხშირ ბალახში გზას ადვილად იკლევს . ასეთ  ცხოველებს შეუძლიად , ვიბრისებით ნაპრალის სიგანე შეიმოწმონ. მათ იციან, რომ თუ ვიწრო ხვრელში მისი ვიბრისები გაეტია , ესეიგი თავადაც ადვილად გაძვრებიან.

http://www.picz.ge/img/s3/1501/4/0/0b9c4700e303.jpg

მოსასავე ენა: ცხოველების უმრავლესობა სუნს ნესტოებით შეიგრძნობს, მაგრამ ზოგ მათგანს , მაგალითად გველს , სუნის აღსაქმელად პირში აქვს სპეციალური, ე.წ იაკობსონის ორგანო, რომელიც ენის ზემოთაა მოთავსებული. ჰაერის დასაყნოსად გველები ორკაპა ენას ასავსავებენ და მსხვერპლის ადგლისამყოფელს იმის მიხედვით ადგენენ, თუ საიდან ეცემა სუნი ენას.
ულვაშები: მწერები და სხვა ფეხსასრიანები შეხების მიმართ ძალიან მგრძნობიარენ არიან. მათ თავზე მოქნილი ულვაშები აქვთ, ულვაშები დაფარულია წვრილი ბუსუსებით , რომლებიც სუნს შეიგრძნობენ. ზოგი ცხოველი გემოსაც მათი საშუალებით იგებს.
გემოს შეგრძნება: გემოვნებისა და ყნოსვის ორგანოები თითქმის ერთად მოქმედებენ და ცხოველები გემოს უმეტესად პირით შეიგრძნოგბენ, მაგრამ მწერებს საკვების გემოს გაგება ფეხების დაბოლოებებით შეუძლიად, ამიტომ საკვებს მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე, რაც ფეხით ზედ შედგებიან.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button