გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხოველთა სმენა და მხედველობა

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/f/f01669103cf1.jpg

ცხოველებს სხვადასხვანაირად ესმით და სხვადასხვანაირად ხედავენ. ზღვის ცხენთევზას შეუძლია თვალები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ამოძრაოს. ჟრიჟინებს ყურები ფეხებზე აქვთ , ღამურები და დელფინები კი ხმების მეშვეობით ხედავენ. მწერების უმრავლესობას ასობით უმცირესი ლინზიგან შემდგარი დიდი რთული თვალები აქვს. თითოეული ლინზა სხვადასხვა გამოსახულებას ხედავს, შემდეგ ტვინი აერთიანებს მათგან აღებულ ინფორმაციას და საბოლოოდ მწერი ერთიან სურათს აღიქვამს. ზოგიერთი მწერი მხოლოდ სინათლეს ან სიბნელეს შეიგრძნობს. ასეთ თვალს მარტივი ეწოდება .

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/1/17bcf94e93ab.jpg

ღამის მხედველობა: ძუძუმწოვრებს , რომებსაც ღამის ცხოველებს უწოდებენ, ხშირად, სხეულთან შედარებით, დიდი თვალები აქვთ, თვალის შუაში არსებულ ჭრილს , რომელსაც გუგა ეწოდება, შეუძლია მაქსიმალურად გაფართოვდეს , რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე გაატაროს. ამის გამო ღამის ცხოველები სიბნელეში კარგად ხედავენ.

http://www.picz.ge/img/s3/1501/4/f/fbc23104931f.jpg

მხედველობა: ასხვადასხვა ცხოველს თვალები სხვადასხვანაირად აქვს განლაგებული, მცენარეჭამიებს თვალები, ძირითადად , თავის აქეთ-იქით აქვთ. ამის გამო მათ შეუძლიად , ბალახის ძოვისას მტერი ორიუვე მხარეს ათვალიერონ. ბევრ მტაცებელს , მათ შორის ბუს, მელასა და ვეფხვსაც თვალები სახის წინა მხარეს აქვს მოთავსებული. მათ შეუძლიად ფოკუსში მოაქციონ შორ მანძილზე მყოფი საგნები. ამას ბინოკულარული მხედველობა ეწოდება . ( ** ორივე თვალით დანახვა**) ასე ხედავენ ადამიანებიც.

http://www.picz.ge/img/s4/1501/4/f/f1c92c4152ef.jpg

კარგი სმენა: ყველა ცხოველი შეიგრძნობს ჰაერის მოძრაობას, რომელსაც ბგერითი ტალღა ეწოდება. ცხოველთა უმრავლესობა ბგერითი ტალღების აღსაქმელად სპეციალური ორგანებს იყენებს, კერძოდ კი ყურებს. ძუძუმწოვრებს ყურები თავზე აქვთ , მწერების უმრავლესობას კი ტანზე და ფეხებზე. გველებს ყურები საერთოდ არ გააჩნიათ, იყინი ყრუები არიან , მაგრამ  შესანიშნავად შეიგრძნობენ სხვა ცხოველების მიერ მიწაზე წარმოქმნილ უმცირეს რხევასაც კი.

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/4/495fdfd441cf.jpg

გესმის თუ ხედავ? : ზოგი ცხოველი ხმების მიხედვით იკვლევს გზას და შოულობს საკვებს , ისინი მოძრაობისას მაღალი სიხშირის ბგერებს ავრცელებენ. ბგერები ახლომდებარე საგნებზე აირეკლება და ცხოველს უკან უბრუნდება. საგნებიდან არეკლილი ექოს წყალობით ღამურები, ბუები და დელფინები მაშინვე იგებენ , სად რა საგანი იმალება და სწორედ ამ ხმების მეშვეობით მოინადირებენ ისინი თავიანთ დღის ულუფას.

loading...
თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close