გართობაუცნაური

სად ცხოვრობს ხალხი მიწის ქვეშ?

4d03ea737a5d

ალბათ პოსტის სათარუმა ცოტათი დაგაფიქრათ, მაგრამ ის სიმართლეა რომ არსებობს მიწისქვეშა სოფელი.

ეს არც ისე დიდი სოფელი რომელსაც “კობერ პედის” უწოდებენ მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიაში. ამ სოფელში მცხოვრები ხალხის უმეტესობა არის მაღაროს მუშა. სწორედ ეს მუშები ალამაზებენ ქალაქს და თხრიან მიწას ოქროსთვის ანდა სხვა ძვირფასი ქვების გამო. ისინი ეძებენ ძვირფას ქვა ოპალს. ოპალი ძალიან ლამაზი ჭრელი ქვაა. ისინი კი იყენებენ ამ ქვას საიველირო საქმიანობაში.

45a9d3a37a1b

ოპალი მუშებმა აღმოაჩინეს კობერ პედში 1915 წელს. ახლა უკვე ბევრი მუშა ცხოვრობს მიწისქვეშა გვირაბებში. ადგილობრივი ხალხი (ანუ აბორიგენები) დასცინიან მათ. ისინი ამ ადგილს “კუპა პიტი”-ს უწოდებენ. ეს ნიშნავს “თეთრი ადამიანები სოროებში”, თავიანთ ენაზე.

0db41c5b384c

ახლა ამ პატარა ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი. ამ მიწისქვეშა სოფელში არის სახლები, რესტორნები, სასტუმროები, ეკლესიები და სხვა ყველაფერი რაც ჩვეულებრივ ქალაქებშია, მაგრამ მათ არ აქვთ ბუნების ხედი. ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ ზოგ სახლს აქვს საცურაო აუზი. აქ სახლები შედარებით იაფია. ხუთოთახიანი ბინა დაახლოებით 25 ათასი დოლარი ღირს.

d045f21520c0

აქ ხალხი სხვადასხვა მიზეზების გამო ცხოვრობს. ერთი ის რომ გარეთ ზაფხულში ტემპერატურა 50 ცელსიუს გრადუსს აღწევს, ამ დროს კი მიწისქვეშ 25 გრადუსია. მაღლა სიცხის გამო ხეები არ არის ამიტომ ეს პრობელემბს ქმნის და მათ დაბლა გაზარდეს ხეები. მომავალში კი ალბათ ბევრი ხალხი იცხოვრებს ასეთ მიწისქვეშა ქალაქებში. სწორედ ამდაგვარ ქალაქს აშენებენ იაპონიაში, რომელსაც ერქმევა “ელის-სითი” და დაახლოებით 100 ათასი ადამინი იცხოვრებს აქ. ფიქრობენ რომ აქ იქნება ყველაფერი ოფისებიდან დაწყებული სპორტული ცენტრებისა და სტადიონებით დამთავრებული.

366fe74dda51

fb8b1e3008a1

542cff501d47

aed9d5035fa1

დამეთანხმებით რომ საინტერესოა ცხოვრება მიწისქვეშ. მაგრამ ჩნდება კითხვა შეუძლია ადამიანს ცხოვრება მზისა და ცის გარეშე?

tem_0777

I am 14 years old and my name is Temo.

მსგავსი ამბები

Back to top button