ახალი ამბებიგასართობისურათები

ყინულის ყველაზე ლამაზი სკულპტურები

დეკემბრისა და იანვრის რამდენიმე დღის განმავლობაში ბელგიის ქალაქებში, ანტვერპენსა და ლიეჟში ძალიან შთამბეჭდავი ყინულის ფიგურების ხილვაა შესაძლებელი. ისინი ყინულის ფესტივალ „დისნეის ოცნების“ ფარგლებში დაამზადეს.

ზღაპრული სასახლე (ზედა მთავარ ფოტოზე)

ეს სკულტპურა, რომელიც ცისარტყელის მსგავსი მრავალფენოვნებით გამოირჩევა ანტვერპენში 11 იანვრამდე, ხოლო ლიეჟში, სადაც მსგავსივე სკულპტურაა 1 თებერვლამდე იდგება. „დისნეის ოცნების“ ფესტივალზე დაახლოებით სამოცამდე მოქანდაკე იღებს მონაწილეობას და მათ განკარგულებაში 500 ტონა ხელოვნური ყინულია.


ზამთრის ზღაპარი

საგამოფენო დარბაზში, სადაც ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, მუდმივად -6 გრადუსი ცელსიუსი ნარჩუნდება. ფიგურების შესაქმნელად, მოქანდაკეებმა შთაგონება პარიზის დისნეილენდის სასახლეებისა და უზარმაზარი მულტიპლიკაციური ფილმების გმირებისგან მიიღეს.


ბოლო შტრიხები

ზედა სურათზე ჩეხი მოქანდაკე ირჟი ჰენზერი ამთავრებს სკრუპულოზურ ნამუშევარს, რომელიც ამაყადაა აღმართული მთელ საგამოფენო დარბაზზე.


ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ამ ფოტოზე ირჟი ჰენზერის ნამუშევარი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ უკვე დამთავრებულია. მოქანდაკის დიდი გარჯის შემდეგ, ყინულის ფიგურებმა ზღაპრის და ჯადოსნურობის განსაცვიფრებელი ატმოსფერო შექმნეს.


შიგნით ზამთარი, გარეთ გაზაფხული

კალენდრის მიხედვით გარეთ ზამთარია, თუმცა ბელგიაში თითქმის საგაზაფხულო ამინდია. ამის, მიუხედავად ფესტივალის მონაწილეებს მაინც თბილად ჩაცმა უწევთ. დახურულ პავილიონებში, სადაც ყინულის ფიგურებია გამოფენილი საკამოდ ცივა, რათა ფიგურებმა დნობა არ დაიწყონ.


საყვარელი მულტფილმების გმირები

ფრანგი მოქანდაკე სებასტიან დიო, დისნეის ზღაპრების რამდენიმე ფანტასტიური პერსონაჟის კომპოზიციის ავტორია.


დღესასწაულის ატმოსფეროში

ფესტივალი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, და სპეციალურად მისი შედევრების მოსანახულებლად, სტუმრები ანტვერპენსა და ლიეჟში საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდიდან ჩამოდიან. საგამოფენო დარბაზის წინ რიგებიც კი დგას, თუმცა ის ამად ღირს, ნებისმიერი ვინც გამოფენაზე მოხვდება ჯადოსნური დღესასწაულის ატმოსფეროში ეფლობა.

უფრო დეტალურად ფოტოების ნახვა შეგიძლია შემდეგ ბმულებზე:

ანტვერპენის გამოფენა

ლიეჟის გამოფენა

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close